პროგრამის განმახორციელებელია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის ნაწილში შესაბამის ხელშეკრულებათა ფარგლებში უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სრულად გადაცემამდე განმახორციელებელია სამინისტრო. ამასთან, ამ ხელშეკრულებების ფარგლებში სამინისტროს მიერ შეძენილ ან/და უსასყიდლოდ მიღებულ მედიკამენტებთან/საქონელთან დაკავშირებული ლოჯისტიკური ხარჯების (განბაჟება, ტრანსპორტირება, დასაწყობება, გაცემა და ა.შ.) ანაზღაურებას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის ფარგლებშ