პროგრამის ფარგლებში იფარება:

ა) დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება:

ა.ა
) საანალიზო‑
ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა (დანართი
8.1-ის შესაბამისად)
;
ა.ბ) ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა;

ა.გ) გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა (არანაკლებ კვარტალში ერთხელ);

ა.დ) დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი;

ა.ე) პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;

ა.ვ) ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში
;
ა.ზ) საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა;

ბ) სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება, რომელიც მოიცავს ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში მედიკამენტის დოზის კორექციისათვის ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობასა და პროგრამის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ანგიოლოგის და დიეტოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:

ბ.ა) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, არანაკლებ 8 ერთეულისა ერთ პაციენტზე;

ბ.ბ) გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;

ბ.გ) კრეატინინის განსაზღვრა სისხლში;

ბ.დ) მიკროალბუმინურიის კვლევა;

ბ.ე) სისხლის საერთო ანალიზი;

ბ.ვ) შარდის საერთო ანალიზი;

ბ.ზ) ზიმნიცკის სინჯი;

ბ.თ) C- პეპტიდი;

ბ.ი) ჰომა – 2-ის ინდექსი;

ბ
.კ) ე.კ.გ;

გ) შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა:

გ.ა) დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ინსულინის და ინსულინის ანალოგების შესყიდვა, ასევე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის და 18 წლისა და უფროსი ასაკის დიაბეტიანი პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებრული დამბლა ან/და უშაქრო დიაბეტი – გლუკაგონის, შპრიც-კალმისტრების და შესაბამისი ნემსების შესყიდვა;

გ.ბ) უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ადიურეზული ჰორმონის შესყიდვა;

გ.გ) სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა – სამკურნალო საშუალებების საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა პროგრამის მოსარგებლეებზე (მათ შორის, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით