1. მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ვაუჩერის გაცემა ხორციელდება ორსულობის 13 კვირის ვადამდე.
2. ვაუჩერის გაცემის წესს ამტკიცებს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. მე-3 მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესის მე‑20 მუხლის (გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობა) შესაბამისად.
4. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესის მე‑18 მუხლის (გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობა) შესაბამისად.
5. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისათვის სავალდებულოა შემდეგი მომსახურებების არსებობა/მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) ახალშობილთა კრიტიკული მდგომარეობების მართვის და ინტენსიური თერაპიული სერვისები (სავალდებულოა მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისათვის);
ბ) ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს პრენატალურ დიაგნოსტიკურ კვლევებს (სავალდებულოა მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისთვის);
გ) პერინატალური სერვისები (სავალდებულოა მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისათვის);
დ) გინეკოლოგიური განყოფილება (სავალდებულოა მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისთვის);
ე) მოზრდილთა კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები;
ვ) 24-საათიანი დიაგნოსტიკური სამსახური (რადიოლოგიური, ენდოსკოპიური და ლაბორატორიული (სულ მცირე, უზრუნველყოფს შემდეგ ლაბორატორიულ სერვისებს: ბიოქიმიური, ბაქტერიოლოგიური, იმუნოლოგიური, ჰისტოლოგიური კვლევები და სისხლის შემადედებელი ფუნქციის კონტროლი) მომსახურებები;
ზ) დაწესებულების ფარგლებში მოფუნქციონირე ქირურგიული (აბდომინალური, თორაკალური, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, ანგიოქირურგიული, ოფთალმოლოგიური და სხვ.) და თერაპიული (ნეფროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, ნევროლოგიური) პროფილის საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა;
თ) ნეფროლოგიისა (მათ შორის, დიალიზის) და ეფერენტული მეთოდებით მკურნალობის შესაძლებლობა;
ი) 24-საათიანი სისხლის ბანკი;
კ) პრეჰოსპიტალური დახმარების სამსახური – კატასტროფისა და გადაუდებელი დახმარების განმახორციელებელი მობილური ბრიგადები.
6. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელისათვის სავალდებულოა შემდეგი მომსახურებების არსებობა/მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) აქვს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ლაბორატორია, რომელიც, სულ მცირე, აღჭურვილია:
ა.ა) ავტომატური იმუნოლოგიური რიდერითა და ვოშორით;
ა.ბ) სინათლის მიკროსკოპით;
ა.გ) ინვერსიული მიკროსკოპით;
ა.დ) ავტომატური პროგრამული უზრუნველყოფით კარიოტირების სისტემის დასალაგებლად, რომლის მგრძნობელობაც არის 98% და მეტი;
ა.ე) ლამინირებული ბოქსებით;
ა.ვ) ინკუბატორებით;
ა.ზ) ცენტრიფუგით;
ა.თ) პრეციზიული გამაცხელებლით;
ბ) ჰყავს მაღალკვალიფიციური და შესაბამისი გადამზადების მქონე პერსონალი, სულ მცირე, ექიმ-გენეტიკოსი, რადიოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ლაბორანტი;
გ) აქვს გენეტიკური პათოლოგიების მონაცემთა რეგიონალური პარამეტრების ბაზა, რომელშიც ასახულია, სულ მცირე, 3000 სკრინინგული კვლევისა და 300 კარიოტიპირების მონაცემი;
დ) აქვს საოპერაციო (სავალდებულოა მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისათვის);
ე) ხელმისაწვდომობა სისხლის ბანკთან უზრუნველყოფილია (სავალდებულოა მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლისათვის);
ვ) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისის მასშტაბით არსებული ქალთა კონსულტაციებიდან (ან შესაბამისი ანტენატალური მომსახურების მიმწოდებელთან) საანალიზო მასალის რეგულარული შეგროვება და მოსარგებლეთა დროული ინფორმირება.
7. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა განხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესის მე‑20 მუხლის (გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობა) შესაბამისად.
8. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული ტესტები და სახარჯი მასალები განმახორციელებლის მიერ მიეწოდება მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლებს, გარდა კონფირმაციული ტესტებისა.
9. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელთან ანგარიშგებას ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესის მე‑20 მუხლის (გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობა) შესაბამისად.
10. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების განხორციელებისას უზრუნველყოფს შემდეგი პირობების დაცვას:
ა) ფენილკეტონურიის სკრინინგი ჯანმრთელ ახალშობილში შეიძლება განხორციელდეს ადეკვატური ძუძუთი ან ხელოვნური კვების დაწყებიდან 24 სთ-ის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი წარმოებს დაბადებიდან 48 სთ-ის შემდეგ, მიზანშეწონილია ფენილკეტონურიისა და თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სკრინინგი ჩატარდეს ერთდროულად, დაბადებიდან არა უადრეს 48 სთ-ისა და არა უგვიანეს 72 სთ-ისა;
ბ) დღენაკლულ და/ან პარენტერულ კვებაზე მყოფ ახალშობილებს სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში/განყოფილებაში ფენილკეტონურიის სკრინინგი ჩაუტარდეთ დაბადებიდან მეშვიდე დღეს ან გაწერამდე, მაგრამ დაბადებიდან არა უადრეს 48 სთ-ისა, ჰიპოთირეოზის სკრინინგთან ერთად;
გ) „სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების“ სახელმწიფო პროგრამის „სამედიცინო ტრანსპორტირების“ კომპონენტის ფარგლებში დაბადებიდან 48 საათზე ადრე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან/განყოფილებიდან ტრანსპორტირებული ახალშობილის შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულებიდან/განყოფილებიდან ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიაზე და ჰიპერფენილალანინემიაზე ახალშობილთა სკრინინგის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის დროული მოპოვება;
დ) დაბადებიდან 48 სთ-ზე ადრე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან/განყოფილებიდან „სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების“ სახელმწიფო პროგრამის „სამედიცინო ტრანსპორტირების“ კომპონენტის ფარგლებში ტრანსპორტირებული ახალშობილისათვის უზრუნველყოს ფენილკეტონურიისა და ჰიპოთირეოზის სკრინინგის ჩატარება რეფერალური შემთხვევის მიმღებ დაწესებულებაში დაბადებიდან მეშვიდე დღეს ან გაწერამდე, მაგრამ დაბადებიდან არა უადრეს 48 საათისა;
ე) განახორციელოს ბინაზე დაბადებულ ახალშობილთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიასა და ჰიპერფენილალანინემიაზე სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლის მიმართვის საფუძველზე;
ვ) უზრუნველყოს ჰიპოთირეოზზე, მუკოვისციდოზზე, ფენილკეტონურიაზე და ჰიპერფენილალანინემიაზე ახალშობილთა სკრინინგისათვის სტაციონარული სამეანო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებიდან საკვლევი მასალის შეგროვება კვირაში 2-ჯერ;
ზ) თუ სკრინინგის შედეგი დადებითია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება და შემდგომი კვლევა დიაგნოზის დასადასტურებლად (გარდა მუკოვისციდოზისა). სკრინინგი, მშობლის ინფორმირება და განმეორებითი კვლევა უნდა ჩატარდეს ისე, რომ მკურნალობის დაწყება შესაძლებელი იყოს რეკომენდებულ ვადამდე (დაბადებიდან 21 დღემდე