პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4,810 ათასი ლარით შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
№
მომსახურებები
ბიუჯეტი
(ათასი ლარი)
1
ანტენატალური მეთვალყურეობა
1,885.5
2
მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა
1,500
3
გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა
200
4
ორსულებში B ჰეპატიტის, აივ-ინფექციის/შიდსის და ათაშანგის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა
374
5
ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე
800
6
ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა
50.5
სულ:
4,810.
დანართი
7.1 – პროგრამის მოსარგებლეები
1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის (ანტენატალური მეთვალყურეობა) „ა“ პუნქტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული. ამასთან, „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული, რომელთაც არ აუღიათ ვაუჩერი ან არ უსარგებლიათ პირველი ვიზიტით „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვაუჩერის ფარგლებში დადგენილ ვადებში.
2. მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტის მოსარგებლეები არიან მაღალი რისკის ორსულები, მშობიარეები და მელოგინეები, გარდა „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) მძიმე ფორმის პრეეკლამპსია (>160 მმ.ვწყ.სვ და/ან >ცილა 3გ/ლ);
ბ) ეკლამპსია და მისი შემდგომი მდგომარეობები (ეკლამპსიური კომის გარდა);
გ) მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა ორსულობის 22-ე კვირიდან 34-ე კვირის ჩათვლით;
დ) ხელოვნური განაყოფიერების შედეგად განვითარებული ერთ- და მრავალნაყოფიანი ორსულობა;
ე) დეკომპენსირებული ექსტრაგენიტალური დაავადებები (სისტემური დაავადებები, ენდოკრინული სისტემის დეკომპენსირებული მდგომარეობები – გაუკონტროლებელი შაქრიანი დიაბეტი, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია, თირეოტოქსიკოზი და სხვ., თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა, პორტული ჰიპერტენზიით მიმდინარე მდგომარეობები, ონკოპათოლოგიები);
ვ) ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობები (მკვდარი ნაყოფი, ნაყოფის განვითარების მანკები, ვენტრიკულომეგალია – მეტი 15 მმ-ზე, SPINA BIFIDA, ანენცეფალია, ჰიდრანენცეფალია, პროზენცეფალია, ბილატერალური ჰიდრონეფროზი (20 მმ-ზე მეტი), ომფალოცელე, გასტროშიზისი, ჰიდროთორაქსი შუასაყარის ცდომით, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეყოვნება III-IV ხარ., იზოსეროლოგიური შეუთავსებლობის ფონზე ნაყოფის დაზიანება (შეშუპება, ჰეპატოსპლენომეგალია, ასციტი), მრავალნაყოფიანი ორსულობა (2-ზე მეტი ნაყოფი);
ზ) კრიტიკული მდგომარეობა;
თ) გადატანილი პათოლოგიური მშობიარობა (ინსტრუმენტული მშობიარობა; საკეისრო კვეთა).
3. გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტის მოსარგებლეები არიან მაღალი რისკის ორსულთა შემდეგი ჯგუფები ქ. თბილისის მასშტაბით:
ა) ქრომოსომული პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;
ბ) გენური პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;
გ) ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით;
დ) ანამნეზში მკვდრადშობადობა;
ე) დაუდგენელი მიზეზით ნეონატალურ პერიოდში ახალშობილის სიკვდილი;
ვ) ქალის ასაკი 35 და მეტი წლის;
ზ) ინფექციური დაავადებები (აქტიური ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი, B და C ჰეპატიტი, წითელა);
თ) აუტოსომ-დომინანტური ტიპის მემკვიდრული დაავადებების არსებობა მშობლებში;
ი) აუტოსომ-რეცესიული დაავადებების ჰეტეროზიგოტური მტარებლობა ორივე მშობელში;
კ) ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშნების აღმოჩენა;
ლ) ორსულობის პერიოდში ძლიერმოქმედი წამლების მიღება;
მ) ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია და ალკოჰოლიზმი;
ნ) ხელოვნური განაყოფიერება;
ო) მედიკამენტოზური და/ან ქიმიური ინტოქსიკაცია ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს;
პ) რადიაციის და სხვა დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედება ორსულობისას.
4.
ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის კომპონენტი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე –
მოსარგებლეები არიან ახალშობილები და ბავშვები საქართველოს მასშტაბით (მათ შორის,მუკოვისციდოზზე ქ. თბილისის მასშტაბით).
5. ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის მოსარგებლეა ქ. თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილი.
დანართი 7.2
–
ანტენატალური მეთვალყურეობა
1.
ამ პროგრამის მე-3 მუხლის (ანტენატალური მეთვალყურეობა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება წარმოებს კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციისა (გაიდლაინი) და კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) –
„ანტენატალური მეთვალყურეობა ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს“ –
შესაბამისად. კომპონენტით იფარება 4 ანტენატალური ვიზიტი (ორსულობის მე-13 კვირამდე, მე-18–
მე-20, 30-ე–
32-ე და 34-ე–
36-ე–
38-ე კვირებზე), რაც მოიცავს:
1
პირველი ვიზიტი – მე-13 კვირის ორსულობის ვადამდე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;
ბ) თერაპევტის კონსულტაციას;
გ) სისხლის საერთო ანალიზს;
დ) შარდის საერთო ანალიზს;
ე) სიფილისის დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;
ვ) B ჰეპატიტის დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;
ზ) აივ-ანტისხეულების განსაზღვრას სწრაფი/მარტივი მეთოდით;
თ) სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრას;
ი) საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპულ გამოკვლევას
2
მეორე ვიზიტი –
ორსულობის
მე-18–მე-20 კვირებზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;
ბ) მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპიას (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად)
3
მესამე ვიზიტი –
ორსულობის
30-ე–32-ე კვირებზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრას შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრას სისხლში
4
მეოთხე ვიზიტი – ორსულობის
34-ე–36-ე–38-ე კვირებზე
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრას შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრას სისხლში.
2.
ამ პროგრამის მე-3 მუხლის (ანტენატალური მეთვალყურეობა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ
“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება მოიცავს:
ა
) სიფილისის დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;
ბ) B ჰეპატიტის დიაგნოსტიკას სწრაფი/მარტივი მეთოდით;
გ) აივ-ანტისხეულების განსაზღვრას სწრაფი/მარტივი მეთოდით.
დანართი 7.3
–
ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰ
იპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე
1.
ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით (მათ შორის,მუკოვისციდოზზე ქ. თბილისის მასშტაბით) დაბადებული ყველა ახალშობილის სკრინინგის მეშვეობით.
2.
ფენილკეტონურიისა და ჰიპერფენილალანინემიის მქონე ახალშობილთა მეორადი დიაგნოსტიკა დაავადების დადასტურების მიზნით.
3.
ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ყოველთვიური მონიტორინგი და ამბულატორიული დახმარება.
4.
ფენილკეტონურიის და ჰიპერფენილალანინემიის პათოლოგიური გენების მატარებელი ოჯახების კ
ონსულტირება ამ პათოლოგიათა პრევენციის მიზნით.
5.
ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანინემიით დაავადებულ ბავშვთა ოჯახის წევრებთან ტრენინგის ჩატარება.
6.
ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა ჰიპოთირეოზის მეორადი დიაგნოსტიკა და ამბულატორიული მონიტორინგი, რაც მოიცავს:
ა
) ენდოკრინოლოგის და პედიატრის მომსახურებას;
ბ) სისხლის ლაბორატორიულ კვლევას ჰორმონებზე (FT4, TSH).
დანართი 7.4
–
მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობის კომპონენტით განსაზღვრული მომსახურება და ღირებულება
№
ჯგუფი
ღირებულება
(ლარებით)
1
მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სამედიცინო მომსახურება, მძიმე შემთხვევების მართვა მეორე დონეზე. თანაგადახდა პაციენტის მხრიდან შეადგენს 25%-ს.
833,0
2
გართულებულ ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა კრიტიკული მდგომარეობების მართვა (პირველი 6 დღე)
2,177.0
3
მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა
3,000.0.
დანართი 7.5
–
ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგის კომპონენტი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე
№
ღონისძიების დასახელება
ერთეულის ფასი
(ლარებით)
1
ახალშობილთა მასიური სკრინინგი ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე, თანდაყოლილ ჰიპოთირეოზსა და მუკოვისციდოზზე (სკრინინგის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა სისხლის ნიმუშზე)
13.8
2
ახალშობილთა მასიური სკრინინგი ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე და თანდაყოლილ ჰიპოთირეოზე (სკრინინგის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა სისხლის ნიმუშზე)
8.8
3
ახალშობილთა მეორადი დიაგნოსტიკა ჰიპერფენილალანინემიასა და ფენილკეტონურიაზე
32.0
4
ფენილკეტონურიის მონიტორინგი – 0-იდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
85.0
5
ფენილკეტონურიის მონიტორინგი – 1-იდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
65.0
6
ფენილკეტონურიის მონიტორინგი – 3-იდან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
42.0
7
ფენილკეტონურიის მონიტორინგი – 7‑იდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
38.0
8
თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე – მეორადი დიაგნოსტიკა, მონიტორინგი და მკურნალობა – 0-იდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის
240.0.
დანართი №8
დიაბეტის მართვა
პროგრამული
კოდი –
35 03 03