⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.09.2013)
გაუქმებულია:

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 15.03.2012
ძალის დაკარგვა 23.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 430030000.10.003.016769
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 887 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.03.2012 მიღება
23.09.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.FooterChar { } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.HeaderChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:45.0pt 50.95pt .5in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №96 2012 წლის 15 მარტი ქ. თბილისი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ სამ საფეხურზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების დაფინანსების წესი შემდეგნაირად: 1. 2012 წლიდან პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის დაფინანსება განხორციელდება ერთ პროფესიულ სტუდენტზე (შემდგომში – სტუდენტი) გათვლილი ვაუჩერის (შემდგომში – ვაუჩერი) მეშვეობით. 2. ვაუჩერის ოდენობა ერთ სტუდენტზე შეადგენს 1 000 (ერთი ათასი) ლარს და მისი გამოყენება შესაძლებელია პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებულ ან აკრედიტებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 3. პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალსა და საფეხურებს, რომელთა დაფინანსებაც განხორციელდება ვაუჩერით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 4. თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა არ შედის ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში, სტუდენტი სწავლის საფასურს ფარავს სრულად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. 5. ერთ სტუდენტზე გათვლილი ვაუჩერი გაიცემა: ა) პირზე, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 2012 წლის 1 მარტის მდგომარეობით არ აღემატება 100 000‑ს (ასი ათასი); ბ) პირზე, რომელმაც 2011‑2012 სასწავლო წელს დაძლია ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და სწავლა არ განაგრძო საშუალო საფეხურზე; გ) პირზე, რომელმაც 2011‑2012 სასწავლო წელს მიიღო სრული ზოგადი განათლება და არ დარეგისტრირდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ბაზაში; დ) პირზე, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით გაიარა ტესტირება და გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 6. სტუდენტი, რომელიც არ განეკუთვნება ამ დადგენილების მე‑5 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსდება ვაუჩერის ოდენობის 70%-ით. 7. ამ დადგენილების მე‑6 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის თანადაფინანსების წესს ადგენს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. 8. პირს ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ. 9. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვაუჩერი არ გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტზე. 10. საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრატორი, შესაბამის პროფესიებზე კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, რეგისტრირებულთა სიას უგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს დარეგისტრირებული კანდიდატების სიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან და დაზუსტებულ სიებს უგზავნის საინფორმაციო ცენტრს. საინფორმაციო ცენტრი 2 სამუშაო დღის ვადაში აწვდის დაზუსტებულ სიებს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის შემდგომ დაწესებულების ხელმძღვანელი, შინაგანაწესით დადგენილი წესით, 4 დღის ვადაში გამოსცემს ბრძანებას კონკრეტულ სპეციალობებზე სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ და ბრძანების ასლს დაუყოვნებლივ უგზავნის საინფორმაციო ცენტრს. 11. ამ დადგენილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრატორის მიერ ხელმოწერილი სტუდენტთა სიები 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტს. 12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტი ვაუჩერით დასაფინანსებელ სტუდენტთა სიებს გადასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს ვაუჩერის გადარიცხვის დაწყებამდე არა უგვიანეს 4 დღისა. 13. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის გარიცხვის შემთხვევაში ვაუჩერი რჩება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 14. სტუდენტს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში ვაუჩერი არ გადაჰყვება. 15. სტუდენტები, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ დადგენილების ამოქმედებამდე და ფინანსდებოდნენ „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის №188 დადგენილებით, სწავლის დასრულებამდე დაფინანსდებიან შემდეგი პირობებით: ა) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ყოველთვიური საფასური არ უნდა აღემატებოდეს 250 ლარს; ბ) სახელმწიფო ფარავს პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ღირებულების 80%-ს; გ) თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა არ შედის პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში, სტუდენტი სწავლის საფასურს იხდის სრულად; დ) სახელმწიფო სრულად აფინანსებს პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე იმ პირთა სწავლას, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ საარსებო შემწეობის მისაღებად დადგენილ ზღვრულ ქულას. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის №188 დადგენილება „ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“. მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ‑ მინისტრი            ნ. გილაური