ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2012 წლის 19 მარტი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის და 204-ე მუხლის, აგრეთვე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად , ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1.
1. განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის შემდეგი წლიური განაკვეთები (ლარი/ჰა):
ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 1 ჰა -ზე 16 ლარი;
ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 1 ჰა -ზე 10 ლარი;
გ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწისათვის – 1 ჰა -ზე 3 ლარი;
დ) სახნავი და საკარმიდამო მიწებისათვის – 1 ჰა -ზე 61 ლარი.
2. ტყის მიწისათვის, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით – 1 ჰა -ზე 30 ლარი .
მუხლი 2.
ამ დადგენილებით განსაზღვრული ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით :
ა ) მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ;
ბ ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე , რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი ;
გ ) მის მფლობელობაში ან /და სარგებლობაში არსებულ , გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის , ქირის , უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე .
მუხლი 3.
გადასახადის გადამხდელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის № 16 დადგენილება.
მუხლი 5.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ . ფარჯანაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.02.2018.
- როდის იქნა მიღებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“?
- „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.03.2012. მიმღები ორგანო — ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 200140020.35.117.016106.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.02.2018-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, №22, 19.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 200140020.35.117.016106 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1615220/