„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5840-Iს
სარეგისტრაციო კოდი
470010000.05.001.016625
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) მე-100 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 100. უმცროსი ექიმის მიერ 2015 წლის 1 ოქტომბრამდე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მიღება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ

1. უმცროს ექიმს 2015 წლ ის 1 ოქტომბრა მდე პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ:

ა) მას ჩაბარებული აქვს ერთიან ი დიპლომისშემდგომ ი საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა;

ბ) იგი ამ კანონით დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ზედამხედველობით;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. უმცროსი ექიმის მიერ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად აუცილებელია, რომ შესაბამის საექიმო სპეციალობაში მისი მუშაობის ხანგრძლივობა არ იყოს ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.

3. უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესს შეიმუშავებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

4. პირს, რომელიც უმცროს ექიმად დაინიშნა 2005 წლის 1 სექტემბრამდე და რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი (ნაწილები),სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცეს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ა და საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობ ის მოპოვების შემდეგ, ხოლო სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტისას ამ პირის მიერ 2005 წლის 1 სექტემბრამდე შესრულებული სამუშაო და მუშაობის ხანგრძლივობა ჩაითვალოს სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელ ნაწილად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 13 მარტი.

№5840-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საექიმო საქმიანობის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2012.
როდის იქნა მიღებული „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5840-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 470010000.05.001.016625.
რამდენი მუხლისგან შედგება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5840-Iს, 13.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 470010000.05.001.016625 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1615920/