განჩინება ს.ს. ,,ქართლიგაზი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4388-2011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

  საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  201 2 წლი ს 5 მარტი                     

  ქ. თბილისი

   თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე სს ,,ქართლიგაზის“ გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ,

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს ,,ქართლიგაზის“ მიმართ.

 სს ,,ქართლიგაზის“ გაკოტრების მმართველმა – სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა სს ,,ქართლიგაზის“ კრედიტირთა კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: 1. კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება; მოვალის ქონების მოძიების გაგრძელება ან შეწყვეტა.   

 სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნ ე ს სს ,,ქართლიგაზის“ კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის მიერ მითითებული დღის წესრიგით და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,   

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს სს ,,ქართლიგაზის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება.  

 1.2. მოვალის ქონების მოძიების გაგრძელება ან შეწყვეტა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 30 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).

3. დაევალოს სს ,,ქართლიგაზის“გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე           ლ. ქოჩიაშვილი