შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.03.2012 ბოლო ცვლილება 27.06.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.135.016052
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№6

2012 წლის 12 მარტი

დაბა შუახევი    

შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ ” ქვეპუნქტ ის , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204 -ე მუხლ ის პირველი ნაწილის „ბ ” ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

1. შემოღებულ იქნეს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.

2. განისაზღვროს ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები დანართი 1-ის შესაბამისად.

3. განისაზღვროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ა და ტყის მიწ ებზე ქონების გადასახადის განაკვეთები, დანართი 2 -ის შესაბამისად.

4. გადასახადისაგან განთავისუფლდეს

 ა. მრავალსართულანი (მრავალბინიანი) საცხოვრებელ კორპუსებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.

ბ. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.

5 . ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელის კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადის გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებით.

6 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 11 წლის 8 აპრილის №14 დადგენილება

7 . ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                         ი . ქათამაძე

დანართი №1

                                    ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები

  1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.

3. წყალმომარაგების მომსახურების გამწევი საწარმოსთვის/ორგანიზაციის ა თვის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0.1% ოდენობი თ.

4. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტი.

დანართი 2

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწ ებზე

ქონების გადასახადის განაკვეთები

  საწარმოს, ორგანიზაციის ან/ და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწებზე , ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის და სახეობების მიხედვით) განისაზღვროს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

 

მიწის კატეგორიები

 

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 ჰა -ზე (ლარებში )

1

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო

56

2

სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

19

3

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

15

4

ტყის მიწები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით

28

5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე

3

 

1. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური საბაზისო გადასახადი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით.

2. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 1 ოდენობით.