მუხლი 31. საავტორო უფლების წარმოშობა და მისი მოქმედების ხანგრძლივობა
თავი IV — საავტორო უფლების მოქმედების ვადა
1. საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ამ მუხლით და ამავე კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ვადების ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდ
მთავარი მონაცემები
ვადა70 წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ბს-177-342-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2004
მე-3, მე-4, მე-5, მე-9 და მე-12 მუხლები, ასევე “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-9, მე-10, მე-17, მე-18, 31-ე, 58-ე და 59-ე მუხლები და საქართველოს კონსტიტუციის მე-3 და 23-ე მუხლების მოთხოვნები, რითაც მოსარჩელეებს მატერიალური და მორალური ზიანი მიაყენეს. აღნიშნულიდან…