1. განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი მხოლოდ ლიცენზიატს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახითა და ფარგლებში და მასვე ანიჭებს უფლებას, აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ.
2. ნაწარმოების სხვა პირთა მიერ გამოყენების აკრძალვის უფლება შეიძლება განახორციელოს ავტორმა, თუ ლიცენზიატი არ აწარმოებს ამ უფლების დაცვას.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №ბს-6(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
…ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი,,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტი, რის გამოც საქართველოს კომუნიკაციების…
…ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი. გარდა ამისა სამაუწყებლო…
…დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის,,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო. აღნიშნულის…
საქმე №ას-564-794-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2008
…განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და საავტორო სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. ავტორს, ან საავტორო უფლების მფლობელს შეუძლია მთელი სისრულით გამოიყენოს საავტორო უფლება ან გარკვეული შეზღუდვებით გადასცეს სხვა პირს ( „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლი). აღნიშნული უზრუნველყოფს ავტორის ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების დაცვას, თუმცა ტექნიკური…
საქმე №ას-568-798-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2008
…მოსაზრებით, შპს «ტელეკომპანია...მ» დაარღვია შპს «....ს» განსაკუთრებული უფლება საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრულ ფილმ «თუნუქის დოლის» საჯარო გადაცემაზე, არ გაითვალისწინა რა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-18, 37-ე, 46-ე და 58-ე მუხლები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით გაზეთ «თV პროგრამაში» გამოქვეყნებული «ტელეკომპანია...»…