გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.03.2019
საქმის ნომერი
330310118002411295
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2443-1-

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მ------, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,კა----- 1’’

წარმომადგენლები და---------–----, შა-–-----------ძე, კო---–----------ე

 

მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - თ---------------–---–ი

 

მესამე პირი - შპს ,,რ-------- 2''

წარმომადგენლები - ლი-------------–ი, და-----------–---–ი

 

მესამე პირი-შპს ,,ი-------

წარმომადგენელი - ან--------–-–ხი

 

მესამე პირი-შპს ,,მა--------’’

წარმომადგენელი - ან--------–-–ხი

 

მესამე პირი -,,მე----------------------ა’’

წარმომადგენელი - ვლ---------------–-ა

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,შპს ,,კა----- 1-ს’’ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 201- წლის 15 მ------ს N------ გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირების წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. შპს ,,კა----- 1’’ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი:08--------; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. B.F.4 მაუწყებლის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 417-41-)

-ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან (ს.ფ. 419)

 

4.1.2. 2013 წლის 14--------ს N-------- წერილით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს ,,კა----- 1’’ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ (დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ/ დისტრიბუტორ/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის (დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებულ სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა, რომელშიც აღნიშნული იქნება ა)ნებართვა მაუწყებლის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 201- წლის 15--------ს N------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-25)

 

4.1.3 კომისიის 201- წლის 14 დ--------ს N---------- წერილით ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,კა-----1-ს ეცნობათ, რომ შპს ,,მე----------------------ას’’ მოპოვებული აქვს სამაუწყებლო არხების ,,ი-------, რ--------2’’, მა--------’’, კ------------ი’’, ,,მ------’’და G--’’ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების გაფორმების უფლება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე 2017 წლის 1 დეკემბერს შპს ,,მე----------------------ამ’’ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ----------, N–--------), რომლითაც კომისიას სთხოვა მონიტორინგის გაწევა და სამაუწყებლო არხების ,,ი----ის’’, რ--------2, მა--------’’, კ------------ის’’, ,,მ------ს’’ და ,,G--’’ არასანქცირებული რეტრანსლირების აღკვეთა. კომისიის წერილით შპს ,,კა----- 1’’ ეთხოვა ზემოაღნიშნულის გათვალისწინება თავის საქმიანობაში და უმოკლეს ვადებში საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 201- წლის 1------------ს N---------- წერილი

 

4.1.4. 201- წლის 9 იანვარს, 12.40 საათზე, შპს ,,კა----- 1’’-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, გ-–---------------------------------ს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს ,,კა----- 1-ის’’ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი N1.

 

შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს ,,კა-----1’’ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: სა----------------------–----–---------ი’’, საზოგადოებრივი მა--–----–----------ი’’, ,,ი-----’’, კ------ა’’, პ--–----------’’, ე---------’’, ,,ვ----–-’’, ,,ა-----’’, კ------------ი’’, ,,ო---------’’, ,,ი-------, ,,ე--------–-------’’, ,,რ-------- 2’’, ,,ტ--–----------’, ,,G--’’, ,,----------’’, ,,ბ-------------’, მა--------’’, ,,მ------’’, ,,ს--–- უ---------–ი’’, ,,პუ-–--’’, ,----------–-------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------», «----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------», «----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-201- წლის 0---------- N1 შემოწმების აქტი (ს.ფ. 234-235)

 

4.1.5. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიაში დაიწყო მ------ვი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,კა----- 1-სათვის’’ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2008 წლის 15 თებერვალი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს ,,კა-----1’’ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 201- წლის 10 თებერვალს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 201- წლის 26 ი------- სამსახურებრივი ბარათი (Nშ----------, 26.01.201-) (ს.ფ. 231-233)

 

4.1.6. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,კა----- 1-ს’’ 201- წლის 26 ი------- მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ,,ე---------’’, ,,ვინილი’’, ,,კ------------ი’’, ,,ი-------, ,,რ-------- 2’’, ტ--–----------’, ,,G--’’, ,,ს-----------------------------’’, მა--------’’, ,,მ------’’, ს--–- უ---------–ი’’, ,,ქ--------–-------’’, «--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ,,F--------------------, ,2.2---------------------------------------------------------------------------------------------------

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 201- წლის 26 ი------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 231-233)

 

4.1.7. შპს ,,კა-----1-მა’’ 201- წლის 15 თებერვალს კომისიაში წარადგინა რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ--------- 15.0-.201-). აღნიშნული დოუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ შპს ,,კა----- 1’’არამართლზომიერად ახორციელებს ტრანზიტს შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: ,,კ------------ი’’, ,,ი-------, რ-------- 2’’, ,,G--’’, ,,H-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

რაც შეეხება სამაუწყებლო არხს D-------------’’, შპს ,,კა-----1’’სა და საერთაშორისო კომპანია ,,ნ--–----------–-------–---------’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია სამაუწყებლო არხე ,,D---------------’’. სამაუწყებლო არხის ლოგომ განიცადა ცვლილება, რის საფუძველზეც მხოლოდ დღის 20:00 სთ-მდე ლოგოზე დამატებულია მითითება ,,ki--’’ შესაბამისად, აღნიშნული სამაუწყებლო არხის ტრანზიტი შემოწმების მომენტში ხორციელდებოდა მართლზომიერად; შემოწმების მომენტში ,,ს--------------’’ ეთერში გადაიცემოდა სპორტული ვიდეო რგოლი სამაუწყებლო არხი E---’’ ლოგოთი, შესაბამისად, შპს ,,კა----- 1’’ ქსელით ხორციელდებოდა ,,ს-----------ს’’ მართლზომიერი ტრანზიტი, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ხელშეკრულება კომისიაში 201- წლის 15 თებერვლამდე არ ყოფილა წარმდგენილი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-201- წლის 26 თებერვლის სასახურებრივი ბარათი (ს.ფ.199-200)

-შპს ,,კა-----1-ს’’ 201- წლის 15 თებერვლის წერილი, თანდართულია სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ--------- 15.0-.201-) (ს.ფ. 211-214)

 

4.1.8. შპს ,,კა----- 1’’-სა და შპს ,,ნ---------------ნ’’ გაფორმებულია ხელშეკრულება რიგ სამაუწყებლო არხებზე, მათ შორის: «Б----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------’, L-----’’, ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად, რაც დასტურდება შპს ,,ნი---------------’’ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებით, რომლის თანახმად (კომისიაში რეგისტრაციის Nშ--------1-; 2------01-), კომპანიას აღარ გააჩნია უფლება მესამე პირებს გადასცეს ზემოაღნიშნული არხები; შპს ,,ნ---------------ა’’ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ--------1-.01.0-.201-) კომისიაში დამატებით წარადგინა სამაუწყებლო არხების დაზუსტებული ჩამონათვალი.

 

ამდენად, შპს ,,ნი---------------’’ მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ კომპანიას აღარ გააჩნია უფლება მესამე პირებს გადასცეს გარკვეული სამაუწყებლო არხები 201- წლის 1 იანვრიდან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საინფორაციო წერილი (ს.ფ. 204)

-შპს ,,ნი---------------’’ მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებები (ს.ფ. 201-20-)

 

4.1.9. 201- წლის 1 მარტს შპს ,,ნ---------------ა’’ კომისიაში დამატებით წარადგინა სამაუწყებლო არხების დაზუტებული სია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ--------1-), აღნიშნული განცხადების თანახმად დგინდება, რომ შპს ,,კა----- 1’’ არამართლზომიერად ახორციელებს ტრანზიტს შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: ,,კ------------ი’’, ,,ი-------, რ-------- 2’’, G--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 215)

-სამაუწყებლო არხების დაზუტებული სია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ--------1-) (ს.ფ.216-225)

 

4.1.10. შპს ,,კა----- 1’’ წერილიდან (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1239-1-, 6.0-.201-), რომლითაც წარმდგენილ იქნა შპს ,,სეტანტა ჯორჯიას’’ წერილი, ირკვევა, რომ ,----------------------ა და ,,E----’-ს შორის დადებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების თანახმად, S-------------------ს არ გააჩნია უფლება რაიმე მოლაპარაკებების წარმოების მათ არხებზე. ყველა შესაბამისი მოლაპარაკება წარმოებს პირდაპირ ოპერატორებსა და ,,E----’-ს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,კა----- 1’’ წარმოდგენილი აქვს ,,E----’-ს სანებართვო წერილი, მიჩნეულ იქნა, რომ ,,Setanta Georgia’’ და ,,Setanta Georgia+’’ ტრანზიტი შემოწმების მომენტში ხორციელდებოდა მართლზომიერად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,კა----- 1’’ წერილი, კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/1239-1-, 6.0-.201-

 

4.1.11. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს ,,კა-----1-ს’’ არ აქვს წარდგენილი სამაუწყებლო არხების: ,,ი-------, რ--------2’’, G--’’, ,,---------- ,,რ------------------------------------------------------------------------------------- მართლზომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაფიქსირებულ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება საკუთარი საკაბელო ქსელით შპს ,,კა----- 1’’-ის მიერ 201- წლის 0---------- მდგომარეობით ხორციელდებოდა არამართლზომიერად. ამასთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებულია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარდგენამდე რიგი სამაუწყებლო არხების სამაუწყებლო ბადეში ჩასმა. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელემ მთელი რიგი დოკუმენტაცია წარადგინა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.

 

4.1.12.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 201- წლის 15--------ს N------ გადაწყვეტილებით შპს ,,კა----- 1’’ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის’’ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ,,საავტორო უფლებების შესახებ’’ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლის, ფონოგრამების, დამამზადებლის და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ’’ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-1- მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტის დარღვევის გამო; შპს ,,კა-----’’ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან; შპს ,,კა----- 1’’ორი კვირის ვადა მიეცა საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების ,,ი-------, რ-------- 2’’, ,,G--’’, H---------------------------------------------------------------------------------------------’ გავრცელების უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნული არხების არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 201- წლის 15--------ს N------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-25)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,მაუწყებლობის შესახებ’’საქართველოს კანონი, ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის’’ ბერნის კონვენცია, რომის 1961 წლის საერთაშორისო კონვენცია ,,შემსულებლის, ფონოგრამების დამამზადებლის და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ’’.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 201- წლის 15--------ს N------ გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო მიუთითებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისიის უფლებამოსილებას დამოუკიდებლად განახორციელოს ავტორიზებული პირების საქმიანობის ან/და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირება, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღება, მათი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრება.

 

როგორც უკვე აღნიშნულია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შპს ,,კა----- 1’’ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის’’ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ,,საავტორო უფლებების შესახებ’’ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, ,,შემსრულებლის, ფონოგრამების, დამამზადებლის და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ’’ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-1- მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

 

თავდაპირველად სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სარჩელში მითითებულ საფუძველზე იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია არცერთი ზემოხსენებული ნორმა, ამასთან, მოცემულ საკითხზე მსჯელობა და მისი განხილვა კომისიის კომპეტენციაში არ შედის.

 

სასამართლო ამ მოსაზრების გასაბათილებლად მიუთითებს ზემოთ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ შპს ,,კა----- 1’’ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი:08--------; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. B.F.4 მაუწყებლის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი).

 

მაუწყებლის ტრანზიტის განმარტება მოცემულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ45’’-ე პუნქტში, რომლის თანახმად მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.

 

ამდენად, მოცემული მუხლის დანაწესი პირდაპირ მიუთითებს, რომ ავტორიზებადი საქმიანობა მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემას. ანუ მოსარჩელე ამ ნორმის საფუძველზე ვალდებულია მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიიღოს და შემდეგ უცვლელი სახით მოახდინოს ტელე ან რადიოარხის გადაცემა.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე საკითხს აყენებს იმგვარად, რომ მას არ დაურღვევია ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნები, მნიშვნელოვანია გაეცეს პასუხი კითხვას: არის თუ არა ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის დაცვის ობიექტი მაუწყებლობის ტრანზიტი. ამ კანონის მე-1- მუხლი განმარტავს, რომ ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება); ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება); გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება); დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი; ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება); თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება). ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება.

 

მოცემული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ცალსახად განმარტავს, რომ მაუწყებლობის ტრანზიტი კანონის დაცვის ობიექტს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენცია უფლებების დაცვის პროცესში გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ნაწარმოებების საჯარო გადაცემას, ამ კონვენციის მე-11ბის მუხლის შინაარსის თანახმად, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების ავტორებს განსაკუთრებული უფლება აქვთ, გასცენ ნებართვა, რომ სადენით და უსადენოდ კავშირგაბმულობის საშუალებებით, ეთერში განმეორებით გადაიცეს ყოველგვარი საჯარო გადაცემა, თუ ამას აკეთებს სხვა და არა თავდაპირველი ორგანიზაცია, მითითებული ნორმა მოიცავს უფლებას ეთერით გადაცემული ნაწარმოების ნებისმიერი საჯარო გადაცემაზე სადენით ან ეთერით ხელახალ გადაცემაზე. აღნიშნული ნორმით ყურადღება გამახვილებულია, ერთის მხრივ, საჯარო გადაცემაზე, როგორც დაცვის აუცილებელ ელემენტზე, მეორეს მხრივ, სადენით ან ეთერით ხელახალ გადაცემაზე, როგორც ავტორის დამოუკიდებელ უფლებაზე, ასევე, იმაზე, რომ ავტორის აღნიშნული განსაკუთრებული უფლება ვრცელდება არა პირვანდელ, არამედ სხვა ორგანიზაციაზე, რომელიც ახორციელებს ნაწარმოების საჯარო გადაცემას. ბერნის კონვენციის აღნიშნულ რეგულირებას სრულად შეესაბამება ,,საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-1- მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი. ამდენად, ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი სახის ნაწარმოების გამოყენებისათვის აუცილებელია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის ნებართვა.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით. ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებას იცავს რომის 1961 წლის საერთაშორისო კონვენცია ,,შემსულებლის, ფონოგრამების დამამზადებლის და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ’’, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ კონვენციის მე-12 მუხლი მართალია არ ითვალისწინებს საჯარო გადაცემის განსაკუთრებულ უფლებებს და შეეხება მხოლოდ სამართლიანი ანაზღაურების საკითხს, რომელიც მოგვარებული უნდა იყოს აუცილებელი ლიცენზირების საშუალებით. სწორედ ამიტომ კონვენციის წევრ-ქვეყნები თავისუფალი არიან მიანიჭონ ამ ავტორებს განსაკუთრებული უფლებები. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესით ამ უფლებების სუბიექტები არიან მაუწყებლობის ორგანიზაციები.

 

ამდენად, სასამართლო მოსარჩელის ყურადღებას ამახვილებს როგორც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ45’’-ე პუნქტზე, ასევე ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-1- და 50-ე მუხლებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზი სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ ავტორიზებულ პირი ვალდებულია მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიიღოს და შემდეგ უცვლელი სახით მოახდინოს ტელე ან რადიოარხის გადაცემა. ამავე კანონის 51-ე მუხლით კი დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ არხის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება არხის მიწოდებაზე სავალდებულო დოკუმენტს არ წარმოადგენს, ხოლო საავტორო უფლების დაცვა ან დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფუნქციებსა და ამოცანებს.

 

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო პირობების, აგრეთვე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

 

ხსენებული კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ,,ა’’ პუნქტის თანახმად ავტორიზებული პირი ვალდებულია: სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; ამავე მუხლის ,,ბ’’ პუქნტის თანახმად კი შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

 

ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით: ა) ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს; ბ) აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის 58-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის ადგენს, რომ საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება: ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება.

 

ამდენად, მოსარჩელე ტელეარხების გადაცემათა ტრანზიტს ახორციელებს თუ არა მართლზომიერად, ამ საკითხის შესწავლა და კონტროლი სწორედაც რომ მოპასუხის კომპეტენციას წარმოადგენს ზემოაღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ კომისია კონტროლს ახორციელებს იმ მოცულობით, რამდენადაც ეს საქმიანობა დაკავშირებული სატელევიზიო არხების მართლზომიერ ტრანზიტთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამისილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოითხოვოს ავტორიზებული პირისგან, რაც, თავის მხრივ, ავტორიზებულ პირს ავალდებულებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას, რომელიც უნდა ადასტურებდეს მის მიერ საქმიანობის მართლზომიერების განხორციელების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში კიდევ ერთხელ აღნიშნავს სასამართლო, რომ არაერთხელ უკვე აღნიშნული ნორმის იმპერატიული დანაწესი ადგენს, ავტორიზებულ პირის ვალდებულებას მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიიღოს და შემდეგ უცვლელი სახით მოახდინოს ტელე ან რადიოარხის გადაცემა.

 

ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მაუწყებლობის ტრანზიტის მართლზომიერების საკითხის გადამოწმება არ წარმოადგენს კომისიის კომპეტენციას და აღნიშნული დავა მხოლოდ კერძო პირებს შორის კერძო სამართალურთიერთობის ფარგლებში უნდა იქნეს გადაწყვეტილი. საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებების, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები); ასევე შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობიდან, მათ დაცვის სფერო ნამდვილად ფართოა და მათი დარღვევის შემთხვევაში კერძო სამართლის სუბიექტებს აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით. რაც შეეხება მოპასუხეს, რომელიც, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, ავტორიზებული პირის საქმიანობის მართლზომიერების შემოწმების მიზნით ითხოვს ინფორმაციას მისი საქმიანობის (რომელიც მოიცავს და გულისხმობს სწორედ სატელევიზიო არხების ტრანზიტს) კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე, არ იჭრება კერძო სამართლის სუბიექტთა შორის დავაში და ამ კონტროლის ფარგლებში საკითხი ამდაგვარად- კონკრეტულად თუ ვის ეკუთვნის ნაწარმოების საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტი საერთოდ არ დგება. მოსარჩელეს, რომელიც ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს და წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, სწორედ ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით, ვალდებულია რომ ჰქონდეს ამ სამაუწყებლო კომპანიებისაგან მათი მაუწყებლობის ტრანზიტის შესაბამისი ნებართვა, რათა დაადასტუროს მაუწყებლისგან ტელე ან რადიოარხის კანონის საფუძველზე მოპოვება. შესაბამისად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მიერ გაჟღერებულია პოზიცია იმ მიმართულებით, რომ კომისიის უფლებამოსილებაგადამეტებული მოთხოვნა თავისი არსით ფორმალურია და ვერ უზრუნველყოფს ვერავის დაცვას, რადგან ის ვერანაირად ვერ გადაამოწმებდა მათ მიერ წარდგენილი ხელშეკრულების მეორე მხარე ნამდვილად ავტორია ან მომიჯნავე უფლების მფლობელია თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ტელე-რადიო გადაცემების რეტრანსლიაციის უფლებები მომიჯნავე უფლებებს წარმოადგენს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 დ--------ს ბს-177-170 (კ-13) განჩინებაზე; საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კომისიას არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა კონტროლი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის კუთხით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესრულებაზე. საკასაციო სასამართლომ ამ კანონის 58-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ასევე განმარტა, რომ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად, საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად აგრეთვე, ჩაითვლება ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 დ--------ს ბს-177-170 (კ-13) განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ,,ამასთან, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ....ტელეარხების გადაცემათა ტრანზიტს კანონიერი საფუძვლის გარეშე (წერილობითი შეთანხმების, გარიგების არარსებობა) ახორციელებდა, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განეხორციელებინა მაუწყებლის სფეროში კანონით მასზე დაკისრებული მაკონტროლებელ-მარეგულირებელი ფუნქცია.

 

საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არის სამართალდარღვევის ერთიერთი ნაირსახეობა’’. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ შპს ,,ნი---------------’’ მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას მოპასუხემ მიანიჭა უკუძალა, რამდენადაც შპს ,,ნი---------------’’ მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ კომპანიას აღარ გააჩნია უფლება მესამე პირებისათვის გადაეცა გარკვეული სამაუწყებლო არხები 201- წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე შპს ,,ნი---------------’’ მიერ 201- წლის 1 იანვრამდე მოპოვებულ არხებს გადასცემდა კანონსაწინააღმდეგოდ.

 

7.3 ,,მაუწყებლობის შესახებ’’საქართველოს კანონის მე-401 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მთითებული მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ფასიანი ტრანზიტის შემთხვევში ამ მულის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად წარმართონ მოლაპარაკებები ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად. კეთილსინდისიერების მოთხოვნა არ ჩაითვლება შესრულებულად, თუ რომელი მხარე: ა) დაუაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე; ბ) აშკარად აჭიანურებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებს; გ) ტრანზიტისთვის ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ან დაბალ საფასურს იმ საფასურთან შედარებით, რომელსაც იგივე მაუწყებელი სხვა ავტორიზებული პირებისგან ითხოვს. შეუაბამობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის საფასურსა და სხვა მაუწყებლის მიერ მოთხოვნილ საფასურს შორის განსხვავება 10 %-ით აღემატება. დ)ითხოვს ფასიანი ტრანზიტის სხვა ისეთ პირობებს რომლებიც მეორე მხარეს სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან შედარებით აღკარად დისრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს, ე)მოითხოვს მეორე მხარისგან, არ დადოს გარიგება სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვაა სუბიექტებთან, ვ) დაუაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის ირობების შესახებ მეორე მხარის წინადადებებს განხილვაზე, ზ) მესამე პირთან დებს ისეთ გარიგებას, რომლის ერთ-ერთი პირობაა ამ მხარის ვალდებულება, არ დადოს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება სხვა პირთან. ამდენად, აღნიშნული კანონის მე-401-ე მუხლის მე-6 პუნქტი აწესებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების უფლებას, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით. სასამართლო იზიარებს კომისიის მოსაზრებას, რომ მაუწყებლის მიერ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმართვის მოთხოვნის დარღვევას, რაზეც მიუთითებს შპს ,,კა----- 1’’ ,,მაუწყებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4011 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ადგენს არა მოლაპარაკებებში ჩართული სუბიექტი, არამედ ნეიტრალური კომპეტენტური ორგანო, რის შემდეგაც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს წარმოეშვება ,,მაუწყებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლება-უფასოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელოს მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი.

 

7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული შპს ,,კა----- 1-ს’’ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე’’ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 201- წლის 15--------ს N------ გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი