1. ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი ლიცენზიატს აძლევს უფლებას გამოიყენოს ნაწარმოები იმ პირთა თანაბრად, რომლებმაც მიიღეს ასეთი ნაწარმოების იმავე სახით გამოყენების უფლება.
2. საავტორო ხელშეკრულებით გადაცემული უფლება ჩაითვლება ჩვეულებრივ უფლებად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-6(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
…დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი,,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტი, რის გამოც საქართველოს კომუნიკაციების…
…დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი.
…დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის,,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,,ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის,,ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
საქმე №ას-723-989-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2005
…საქართველოს ტერიტორიაზე მხატვრული ფილმი «თუნუქის დოლის» ეთერით საჯარო გადაცემაზე, კერძოდ, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» კანონის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის «ვ» ქვეპუნქტით, 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, 46-ე მუხლისა და 38-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. სასამართლომ დაასკვნა, რომ, ვინაიდან მოპასუხე მხარის მაუწყებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით და ფილმის…
…დამამზადებლის და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ’’ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის,,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-1- მუხლის მე-2 პუნქტის,,ვ’’ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის,,ა’’ და,,ბ’’ ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, მუხლი 38. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16198/muxli-38/