გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4912-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს "ბ----------------------”
მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ე-------------------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 05 ივლისის N3----- გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N0-------- წერილის მიხედვით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „ბ---------------------ს“, ეცნობათ და განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ/დისტრიბუტორ/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარედგინა:ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ/დისტრიბუტორ/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის / დისტრიბუციის / წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ, ყოველთვიურად, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით შპს „ბ---------------------ს“ განემარტა, რომ წერილში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მართლზომიერება დაუდასტურებლად იქნებოდა მიჩნეული. ზემოთ აღნიშნული წერილი შპს „ბ---------------------ს“ ჩაბარდა 2012 წლის 13 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის N0-------- წერილი - ს/ფ 125-126
- ჩაბარების დასტური - ს/ფ 127-128
3.1.2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N0------- წერილით, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „ბ---------------------ს“ განმეორებით მიეთითათ დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების თაობაზე. ამავე წერილით შპს „ბ---------------------ს“ განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდებოდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარდგენა, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ამავე წერილით კიდევ ერთხელ განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე. ზემოთ აღნიშნული წერილი შპს „ბ---------------------ს“ ჩაბარდა 2013 წლის 17 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N0------- წერილი - ს/ფ 129-131
- ჩაბარების დასტური - ს/ფ 132-133
3.1.3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 20 მარტის N0-------- წერილის მიხედვით, შპს „ბ---------------------ს“ ეთხოვა, 5 სამუშაო დღის ვადაში, კომისიაში წარედგინა მის სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები). ამასთან, ეთხოვა, ეცნობებინა კომისიისთვის შპს „ბ----------------------ს“ ვებ-გვერდის მისამართი ინტერნეტში. აღნიშნული წერილი შპს „ბ---------------------ს“ ჩაბარდა 2014 წლის 22 მარტს. კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია შპს „ბ---------------------ს“ კომისიაში არ წარუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 20 მარტის N0-------- წერილი - ს/ფ 13-
- ჩაბარების დასტური - ს/ფ 135
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 05 ივლისის N3----- გადაწყვეტილება - ს/ფ 19-33
3.1.4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 30 მარტის N2----- გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ბ---------------------ს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 30 მარტის N2----- გადაწყვეტილება - ს/ფ 136-141
3.1.5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 02 ნოემბრის N6----- გადაწყვეტილებით, შპს „ბ---------------------ს“ დაეკისრა ჯარიმა 3267.12 ლარის ოდენობით „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლებისა და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „მ“ ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის დარღვევის გამო. შპს „ბ---------------------ს“ დაევალა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა საქართველოს ტერიტორიაზე სატელივიზიო არხების „---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- არამართლზომიერ გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 02 ნოემბრის N6----- გადაწყვეტილება - ს/ფ 142-152
3.1.6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 03 იანვრის N3--- გადაწყვეტილებით, შპს „ბ---------------------ს“ დაეკისროს ჯარიმა 9 000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო. ასევე შპს „ბ---------------------ს“ დაევალა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა საქართველოს ტერიტორიაზე სატელივიზიო არხების: „-----------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------–---------------------------------------------------------------------------------- არამართლზომიერი გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 03 იანვრის N3--- გადაწყვეტილება - ს/ფ 153-162
3.1.7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 12 ივლისის N4----- გადაწყვეტილებით, შპს „ბ---------------------ს“ დაეკისრო ჯარიმა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევის გამო. ასევე, შპს „ბ---------------------ს“ დაევალა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა საქართველოს ტერიტორიაზე სატელივიზიო არხების: ,--------------------------------------------------------------------------------------–------------------------------------–-----–------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----–----------–-------“ არამართლზომიერი ტრანზიტი.
შპს „ბ---------------------ს“ დაევალა ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად, ვებ-გვერდის შექმნა ინტერნეტში და აღნიშნულ ვებ-გვერდზე აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების, ასევე, მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განთავსება 10 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 12 ივლისის N4----- გადაწყვეტილება - ს/ფ 163-179
3.1.8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 თებერვლის N7---- გადაწყვეტილებით, შპს „ბ---------------------ს“ დაეკისრა ჯარიმა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტისა და ,,შპს ბ----------------------სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 12 ივლისის N4----- გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო. ასევე, შპს „ბ---------------------ს“ დაევალა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა საქართველოს ტერიტორიაზე სატელივიზიო არხების: ,--------–------------------------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემა.
შპს „ბ---------------------ს“ დაევალა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად, ვებ-გვერდის შექმნა ინტერნეტში და აღნიშნულ ვებ-გვერდზე აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების, ასევე, მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განთავსება 10 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 თებერვლის N7---- გადაწყვეტილება - ს/ფ 180-195
3.1.9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 08 მაისის N2----- გადაწყვეტილებით შპს „ბ---------------------ს“ დაეკისრა ჯარიმა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევის გამო. ასევე, შპს „ბ---------------------ს“ დაევალა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა საქართველოს ტერიტორიაზე სატელივიზიო არხების: „------------------------–----–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-----------------------------------–----–----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 08 მაისის N2----- გადაწყვეტილება - ს/ფ 169-206
3.1.10. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის N6----- გადაწყვეტილებით შპს „ბ---------------------ს“ დაეკისრა ჯარიმა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის, შპს „ბ----------------------სათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 06 თებერვლის N7---- გადაწყვეტილების მე-5 პუნქტისა და 2014 წლის 07 აგვისტოს N4----- გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო. ასევე, შპს „ბ---------------------ს“ დაევალა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა საქართველოს ტერიტორიაზე სატელივიზიო არხების: „----–----------------------------------------------------------------------------------------------–----–------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემა.
შპს „ბ---------------------ს“ დაევალა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად, ვებ-გვერდის შექმნა ინტერნეტში და აღნიშნულ ვებ-გვერდზე აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების, ასევე, მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განთავსება 10 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის N6----- გადაწყვეტილება - ს/ფ 207-219
3.1.11. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 ივლისის N4----- გადაწყვეტილებით შპს „ბ---------------------ს“ დაეკისრა ჯარიმა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის, შპს „ბ----------------------სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 06 თებერვლის N7---- გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის, კომისიის 2014 წლის 07 აგვისტოს N4----- გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის და კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის N6----- გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო. შპს „ბ---------------------ს“ დაევალა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა შემდეგი სატელევიზიო არხების: „------------------------–-----------------------------------------------------–-----–-------------------------–-----------------------------------------------–-----–---------------------------–--------------------–------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------–-------------–------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემა,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აბონენტების შეტყობინებისათვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დაცვით.
შპს „ბ---------------------ს“ დაევალა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად, ვებ-გვერდის შექმნა ინტერნეტში და აღნიშნულ ვებ-გვერდზე აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების, ასევე, მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განთავსება 10 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 05 ივლისის N3----- - ს/ფ 19-33
3.1.12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 17 მაისის N-- შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმება ჩატარდა ქ. ბ----------------–---–------, შპს შპს „ბ----------------------ს“ ოფისში. შემოწმება ჩატარდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ასევე ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.
შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ბ----------------------“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „------------------------–---------------------------------------------------–-----------------------------------------------–-----–---------------------------–----------------------------------------------------------–-----------------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 17 მაისის N-- შემოწმების აქტი - ს/ფ 92-93
3.1.13. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 05 ივნისის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით (N–-----------), 2018 წლის 17 მაისს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ბ----------------------ს“ შემოწმება, პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რის საფუძველზეც შედგა შემოწმების აქტი N--. შემოწმება ჩატარდა ქ. ბ----------------–---–------, შპს „ბ----------------------ს“ ოფისში, კომპანიის თანამშრომლის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ბ----------------------“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „------------------------–---------------------------------------------------–-----------------------------------------------–-----–---------------------------–----------------------------------------------------------–-----------------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------.
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეცნობა, რომ შპს „ბ---------------------ს“ კომისიაში წარდგენილი არ ჰქონდა შემოწმების აქტში დაფიქსირებულ არცერთ სამაუწყებლო არხზე საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შპს „ბ----------------------ს“ მიერ აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდებოდა არამართლზომიერად, რის შესახებაც ითხოვა შემდგომი რეაგირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 05 ივნისის სამსახურებრივი ბარათი - ს/ფ 90-91
3.1.14. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (შ-----------------------) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 11 მაისიდან 2018 წლის 17 მაისამდე კომისიაში არ იყო წარდგენილი არცერთ სამაუწყებლო არხზე, საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ბ---------------------ს“ არ აქვს შექმნილი კომპანიის ვებგვერდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 13 ივნისის Nშ----------- სამსახურებრივი ბარათი - ს/ფ 95
3.1.15. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 05 ივლისის N3- სხდომის ოქმიდან ამონაწერის მიხედვით, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ბ----------------------“ წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომისიის 2018 წლის 03 ივლისის შეტყობინება კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 04 ივლისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისიამ განიხილა საკითხი შპს „ბ----------------------ს“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
შპს „ბ---------------------ს“ დაეკისრა ჯარიმა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-10 პუნქტის, შპს „ბ----------------------სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 06 თებერვლის N7---- გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის, კომისიის 2014 წლის 07 აგვისტოს N4----- გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის და კომისიის 2014 წლის 25 ნოემბრის N6----- გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის, კომისიის 2016 წლის 19 ივლისის N4----- გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტების და კომისიის 2017 წლის 11 მაისის N3----- გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო. შპს „ბ---------------------ს“ დაევალა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა შემდეგი სატელევიზიო არხების: „------------------------–---------------------------------------------------–-----------------------------------------------–-----–---------------------------–----------------------------------------------------------–-----------------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–--------------ის საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემა.
ასევე, შპს „ბ---------------------ს“ დაევალა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად, ვებ-გვერდის შექმნა ინტერნეტში და აღნიშნულ ვებ-გვერდზე აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების, ასევე, მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განთავსება 10 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 05 ივლისის N3- სხდომის ოქმიდან ამონაწერი - ს/ფ 113-116
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 05 ივლისის N3----- - ს/ფ 19-33
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ბ----------------------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ საქართველოს კანონი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჰ45“ პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი.
ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების, მათ შორის, მედიაწიგნიერების განვითარების, ხელშეწყობა. მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგი ძირითადი პრინციპების შესაბამისად: ა) საქმიანობისას და მიღებული შედეგების გამოყენებისას იურიდიულ და ფიზიკურ პირთა თანასწორუფლებიანობა; ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობაში მონოპოლიური მდგომარეობის დაუშვებლობა და მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაცია; გ) თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარება; დ) ავტორიზებული პირებისათვის ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობისას ექსკლუზიური ხელშეკრულებების დადების დაუშვებლობა; ე) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების დანერგვის, ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვისა და ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა; ვ) მომსახურების სახეების გაფართოებისა და ტექნიკური ნორმების შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფა; ზ) მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა; თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საერთაშორისო ინტეგრაცია; ი) აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა; კ) კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექტურობა, არადისკრიმინაციულობა, გამჭვირვალობა და ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტ;. ლ) მედიაწიგნიერების განვითარება. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა.
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
„ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №33-4 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.
"ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). ამავე კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია.
ამავე კანონის კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს; ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საქმეში წარმოდგენილი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 17 მაისის N-- შემოწმების აქტის მიხედვით, შპს „ბ----------------------“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „------------------------–---------------------------------------------------–-----------------------------------------------–-----–---------------------------–----------------------------------------------------------–-----------------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-------------.
ამდენად ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ბ----------------------ს“ მიერ დარღვეული იქნა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის“ მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.
6.3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი კომისიის 2013 წლის 12 ივლისის N4----- გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, 2014 წლის 06 თებერვლის N7---- გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, 2014 წლის 07 აგვისტოს N4----- გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, 2014 წლის 25 ნოემბრის N6----- გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით, 2016 წლის 19 ივლისის N4----- გადაწყვეტილების მე-6 პუნქტებით, 2017 წლის 11 მაისის N3----- გადაწყვეტილების მე-6 პუნქტებით და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შპს „ბ---------------------ს“ დავალებული ჰქონდა ვებგვერდის შექმნა და აღნიშნულ ვებგვერდზე აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების, ასევე, მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განთავსება 10 სამუშაო დღის ვადაში, რაც მის მიერ არ შესრულებულა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 05 ივლისის N3----- გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ბ----------------------ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი