1. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“. მისი სტატუსი და უფლებამოსილება დგინდება საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი დებულების საფუძველზე.

2. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ უფლებამოსილია:

ა) უზრუნველყოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს წინადადებები მისი განვითარების თაობაზე;

ბ) წარმოადგინოს საქართველო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში;

გ) განახორციელოს ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირება ამ კანონით დადგენილი წესით;

გ1) დაადგინოს ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირების წესი;

დ) ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ე) თავისი წარმომადგენლის მეშვეობით სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის საერთო კრებისა და სამეთვალყურეო ორგანოების სხდომებში, ხოლო თუ ორგანიზაცია არღვევს საქართველოს კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნებს, ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი და უცხოელი უფლების მფლობელთა ქონებრივი უფლებების ეფექტიანად მართვასა და განხორციელებას, აგრეთვე აღნიშნული უფლებების გამოყენების პროცესში არღვევს მოსარგებლეთა კანონიერ ინტერესებს, ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებაზე განსახილველად დააყენოს შესაბამისი საკითხები.

საქართველოს 2000  წლის 5 დეკემბრის კანონი №651 - სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ. 135

საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის

კანონი №1328
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

თავი X

ქონებრივი უფლებების მართვა კოლექტიურ საფუძველზე

საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023