თავი X — ქონებრივი უფლებების მართვა კოლექტიურ საფუძველზე
1.„საქპატენტისთვის“ შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის შემთხვევაში „საქპატენტი“ ატარებს კონკურსს. კონკურსში გამარჯვებული სულ მცირე უნდა აკმაყოფილებდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო კრიტერიუმებს.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციას ანიჭებს აკრედიტაციის კომისია ამ კანონით დადგენილი წესით.
3. იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ, რომლის/რომელთა კოლექტიური მართვისთვის მინიჭებული არ არის აკრედიტაცია, ავტორების ან/და სხვა უფლების მფლობელების წერილობითი განაცხადის საფუძველზე „საქპატენტი“ ვალდებულია გამოაცხადოს აკრედიტაციის კონკურსი ამ განაცხადის წარდგენიდან 2 თვის ვადაში.
4. აკრედიტაციის კომისია იქმნება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადების შემდეგ პირველი განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა.
5. აკრედიტაციის კომისიის შემადგენლობაში შედიან „საქპატენტის“ თავმჯდომარე (აკრედიტაციის კომისიის თავმჯდომარე), საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საქართველოს პარლამენტის 2 წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
6. აკრედიტ აციის კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან მხარეების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქმის გადასაწყვეტად განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი ხმის მიცემის უფლებით ან ამ უფლების გარეშე.
7. აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში აკრედიტაციის კომისია ამოწმებს კანდიდატის შესაბამისობას ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებთან. აკრედიტაციის კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებით მოითხოვოს ისეთი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია იმის შესაფასებლად, თუ რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი ამ კანონით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ აკრედიტაციის კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭების ან აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
9. აკრედიტაციის კომისიას ჰყავს სამდივნო, რომლის შემადგენლობას „საქპატენტის“ თანამშრომლებისგან განსაზღვრავს „საქპატენტის“ თავმჯდომარე.
10. აკრედიტაციის კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს აკრედიტაციის კომისიის სამდივნო.
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3878 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №106 - ვებგვერდი, 28.12.2024წ.
მთავარი მონაცემები
ვადა2 თვის ვადაში
ვადა1 თვის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.12.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-166-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
…უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან. 16. ხსენებული კანონის 65.1 მუხლის შესაბამისად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს: ა) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა და ლიცენზიის სხვა პირობები;
სასამართლომ არასწორად განმარტა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი და არასწორად ჩათვალა, რომ ნ.ძ.ე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი…
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოების დაცვის ბერნის კონვენციის 11 (ბისი) მუხლისა და,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-4, მე-18, მე-40, 65-ე მუხლების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და შპს „ს.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 64-ე და 65-ე მუხლები. სასამართლომ ასევე ყურადღების მიღმა დატოვა, რომ შპს «დ-ა» ახორციელებს კაბელით ხელახალ გადაცემას სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე და არ იხდის ჰონორარს.
ამასთან, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, მუხლი 65. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16198/muxli-65/