გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002516690
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - საქ--------–----------------------–-----------–--–ია - ქონ-------------–-----------–--------------------–--------------–-------------–ია
წარმომადგენელი - სო-----------ძე
მოპასუხე - შპს ,, არ-----–-----–----------------------–---–---------------ი”
წარმომადგენელი - ზვ-------------ძე
დავის საგანი - ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების ნებართვის გარეშე საჯარო შესრულების აკრძალვა და კომპენსაციის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს შპს ,,არ-----–-----–----------------------–---–---------------ის” მოსარჩელის საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ სავაჭრო ობიექტ „LO---” და “AL----------ში 2018 წლის მაისის თვეში საქ--------–----------------------–-----------–--–იის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებისათვის საავტორო ჰონორარის 90.63 ლარის გადახდა;
1.2. დაეკისროს შპს ,,არ-----–-----–----------------------–---–---------------ის” მოსარჩელის საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ სავაჭრო ობიექტ „LO---” და “AL----------ში 2018 წლის მაისის თვეში საქ--------–----------------------–-----------–--–იის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებისათვის საავტორო ჰონორარის ათმაგი ოდენობა 900.63 ლარი;
1.3. აეკრძალოს შპს ,,არ-----–-----–----------------------–---–---------------ის” მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულება;
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქ--------–----------------------–-----------–--–იას გააჩნია ქონ-------------–-----------–--------------------–--------------–-------------–იის სპეციალური სტატუსი, რაც გულისხმობს, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბერნის კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული აქვს ვალდებულება დაიცვას, როგორც ქართველი ავტორების, ისე ყველა უცხოელი ავტორის და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი ინტერესები. ავტორების უფლებათა დასაცავად, ასოციაცია ნაწარმოების მოსარგებლეებზე გასცემს ლიცენზიებს, ნაწარმოების ამა თუ იმ ფორმით გამოყენებაზე, აგროვებს და ანაწილებს საავტორო ჰონორარს, შესაბამისი უფლებების მფლობელებზე. ასოციაციამ, 2017 წლის 25 მაისს, წერილობით მიმართა შპს ,,არ-----–-----–----------------------–---–---------------ის” სავაჭრო ობიექტებში LO---” და “AL----------ში ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებისათვის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, რაც მოპასუხის მხრიდან უგულველყოფილი იქნა.
ნაწარმოებების საჯაროდ შესრულების ფაქტი დადგინდა 2018 წლის 16 მაისს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ფაქტის კონსტატაციით. შესაბამისად, მოპასუხე წარმოადგენს იმ სუბიექტს, რომელიც პასუხისმგებელია ზემოაღნიშნულ სავაჭრო ობიექტებში მუსიკის საჯაროდ შესრულებაზე. 2018 წლის მაისის თვეში საავტორო ჰონორარი შეადგენს სავაჭრო ობიექტის მიერ დაკავებული ფართზე 113.28 ლარს, ხოლო რეგიონებისათვის 20%-ით ნაკლებს 90.63 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარგებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა საავტორო უფლების დარღვევას, კანონის შესაბამისად ერთი თვის გადასახდელი ჰონორარი ათმაგდება, შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის 900.63 ლარის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
შპს ,,არ-----–-----–----------------------–---–---------------ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი. მისი განმარტებით, მოპასუხეს არ გააჩნია ვალდებულება მოსარჩელეს გადაუხადოს მუსიკალური ნაწარმოებების შესრულების ჰონორარი. არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებისათვის საფასურის გამოთვლას, რამდენადაც მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ იგი იცავს კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოებების ავტორთა ქონებრივ უფლებებს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,არ-----–-----–----------------------–---–---------------ი” სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულია 2013 წლის 11 თებერვლიდან და მას ქ. ბ------–----–--------------–- გააჩნია სავაჭრო ობიექტები „LO---” და “AL---------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
- მხარეთა განმარტებები.
3.1.2. შპს ,,არ-----–-----–----------------------–---–---------------ის” მოსარჩელესთან, ან კონკრეტულად რომელიმე ავტორთან, მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებასთან დაკავშირებით გარიგება დადებული არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადაო გარემოებაა:
- საავტორო უფლებების დაცვის დარგში საქ--------–----------------------–-----------–--–იის უფლებამოსილება;
- სალიცენზიო ხელშეკრულების დადების ვალდებულება;
-ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების შესრულების ფაქტი;
-საავტორო ჰონორარის დაკისრების მართლზომიერება და მისი ოდენობა.
3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს, რომ ის წარმოადგენს საავტორო უფლებების დაცვის უფლებამოსილ პირს.
3.2.3. დადგენილი, რომ საქ--------–----------------------–-----------–--–ია არის ქონ-------------–-----------–--------------------–--------------–-------------–ია, რომელსაც მინიჭებული აქვს ავტორთა უფლებების დაცვა. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული აქვს ვალდებულება დაიცვას, როგორც ქართველი ავტორების, ისე ყველა უცხოელი ავტორის და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი ინტერესები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.
-წესდება (CD დისკი)
3.2.4. დადგენილია, რომ საქ--------–----------------------–-----------–--–იის გამგეობის თავმჯდომარემ 2017 წლის 25 მაისს წერილობით (N10/77) მიმართა შპს ,,არ-----–-----–----------------------–---–---------------ის” და შეატყობინა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის მოთხოვნისა და სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-წერილი 25/05/2017წ.
3.2.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტის კონსტატაციის ოქმის საფუძველზე დადგენილია, 2018 წლის 6 მაისს, 15.27 სთ-დან 15.38 სთ-მდე, მოპასუხის სავაჭრო ობიექტებში „LO---” და “AL--------- (მდებარე ქ. ბათუმი მწვანე ქ. N1) ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების ტექნიკური საშუალებებით საჯარო შესრულების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ფაქტის კონსტატაცის ოქმი
3.2.6. დადგენილია, რომ შპს ,,არ-----–-----–----------------------–---–---------------ის” სავაჭრო ობიექტი „LO---” და “AL--------- განთავსებულია 176.7 კვმ ფართზე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდია 05-------------------3.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ამონაწერი
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ავტორთა უფლებების დაცვის მიზნით მოპასუხეს უნდა აეკრძალოს ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯარო გამოყენება სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, მასვე უნდა დაეკისროს საავტორო ჰონორარის 90.63 ლარის და საავტორო ჰონორარის ათმაგი ოდენობის 900.63 ლარის გადახდა ოსარჩელის სასარგებლოდ.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ა) და ბ) პუნქტებით ეს კანონი არეგულირებს იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები); შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (შემდგომში – მომიჯნავე უფლებები);
ამავე კანონის 63-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან. 2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ. იგი არ არის შემოქმედებითი კავშირი და მასზე არ ვრცელდება „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
საქ--------–----------------------–-----------–--–ია არის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია და მას უფლება აქვს ხელოვნების ნაწარმოების გამოყენებაზე დადოს გარიგება და მოითხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულება.
6.2. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,ა“ პუნქტით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე;
დასახელებული კანონის მიზანია ავტორთა უფლებების დაცვა. მუსიკალური ნაწარმოების შესრულება საავტორო უფლებაა და მის მესაკუთრეს უფლება აქვს დაიცვას თავისი საავტორო უფლება და მისი გამოყენებისას მიიღოს სარგებელი. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს ობიექტური ფორმით, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოცემა ან საჯარო გაცნობა.
6.3. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართვეოლოს კანონის 18-ე მუხლის მესამე პუნქტით ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება). კანონის 18-ე მუხლის პირველი ნაწილით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება.
6.4. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა და ლიცენზიის სხვა პირობები, გასცეს ლიცენზია იმ უფლების გამოყენების შესახებ, რომელსაც ის მართავს, გაანაწილოს და გადაუხადოს შესაბამისი ჰონორარი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს, შეასრულოს ქმედება, რომელიც საჭიროა მისთვის სამართავად გადაცემული უფლებების დასაცავად ან განსახორციელებლად, მათ შორის, წარმოადგინოს უფლების მფლობელი სასამართლოში და ისარგებლოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, განახორციელოს სხვა საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
ამავე მუხლის მესამე ნაწილით საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით.
დასახელებულმა ნორმამ მოსარჩელეს უფლება მიანიჭა სარჩელი აღძრას და მოპასუხეს მოსთხოვოს არ გამოიყენოს ნაწარმოები შესაბამისი გარიგების დადების გარეშე, ხოლო გამოყენების შემთხვევაში მოთხოვოს მას ჰონორარი. კანონის 65-ე მუხლის მესამე ნაწილმა, გამოყენებული ნაწარმოების საკუთრების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს დააკისრა. სწორედ, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ გამოყენებული მუსიკალური ნაწარმოები არ განეკუთვნება ასოციაციის რეპერტუარს. ამისათვის აუცილებელია მან აღრიცხოს გამოყენებული ნაწარმოებები და წარუდგინოს მოსარჩელეს. სწორედ ამ გზით გაირკვევა მოპასუხე იყენებს თუ არა ასოციაციის რეპერტუარს განკუთვნილ ნაწარმოებს და რა უნდა გადაიხადოს მისი გამოყენების უფლების მოპოვებისათვის.
6.5. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართვეოლოს კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვთ დამრღვევისაგან მოითხოვონ:
ა) უფლების აღიარება;
ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს;
გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით;
დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ;
სასამართლო განმარტავს, რომ საავტორო უფლების დაცვა გარანტირებულია კანონით. მოსარჩელეს უფლება აქვს საავტორო უფლების დაცვისათვის გამოიყენოს ყველა ის ზომა, რაც მითითებულია კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი უფლებაა საავტორო უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს საავტორო უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს. წინამდებარე შემთხვევაში საავტორო უფლების დარღვევის საფრთხეს ქმნის ის, რომ მოპასუხე მუსიკალურ ნაწარმოებს იყენებს სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე. უცნობია რა მუსიკალურ ნაწარმოებებს იყენებს იგი და ეს ნაწარმოები არის თუ არა ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოები, სანამ არ დადგინდება, რომ მოპასუხე არ იყენებს ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებულ ნაწარმოებს, ივარაუდება, რომ ის იყენებს დაცული საავტორო უფლების ობიექტს, მუსიკალური ნაწარმოებს. კანონი კრძალავს სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს უნდა აეკრძალოს ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების გამოყენება სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე.
6.6. დადგენილია, რომ მოპასუხემ იცოდა, რომ მისი ქმედებით ირღვეოდა საავტორო და მომიჯნავე უფლებები. 2017 წლის 25 მაისის წერილით საქ--------–----------------------–-----------–--–იამ აცნობა შპს ,,არ-----–-----–----------------------–---–---------------ის”, როგორც მოსარგებლეს ჰონორარის გადახდისა და სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების ვალდებულების შესახებ.
ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეს ქ. ბ------–----–--------------–- გააჩნია სავაჭრო ცენტრი „LO---” და “AL---------. დადგენილია, რომ მას მოსარჩელესთან სალიცენზიო შეთანხმება გაფორმებული არ აქვს. ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის მაისში სავაჭრო ობიექტებში ადგილი ჰქონდა ასოციაციის რეპერტიუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებას, ტექნიკური საშუალებებით.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა მოხდა 176.7 კვმ. სავაჭრო ფართზე.
საავტორო უფლებით დაცული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებისათვის სავაჭრო დაწესებულებებში ბაზრობებზე, სავაჭრო კომპლექსში და მსგავსი ტიპის სხვა დაწესებულებებში საქ--------–----------------------–-----------–--–იის მიერ დამტკიცებული განაკვეთებით (ტარიფები) 101 კვმ-დან 300 კვმ-მდე ფართის სავაჭრო ობიექტში ყოველთვიური განაკვეთია 75.52 ლარი, ხოლო მომიჯნავე უფლებით დაცული მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯარო შესრულებისათვის სავაჭრო დაწესებულებებში ბაზრობებზე, სავაჭრო კომპლექსში და მსგავსი ტიპის სხვა დაწესებულებებში საქ--------–----------------------–-----------–--–იის მიერ დამტკიცებული განაკვეთებით (ტარიფები) 101 კვმ-დან 300 კვმ-მდე ფართის სავაჭრო ობიექტში ყოველთვიური განაკვეთია 37.76 ლარი. ჯამში 113.28 ლარი, ხოლო ამავე განაკვეთებით თბილისის ფარგლებს გარეთ მოქმედი მოსარგებლეებისათვის განაკვეთები მცირდება 20%-ით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ყოველთვიური სატარიფო განაკვეთი საავტორო და მომიჯნავე უფლებით დაცული მუსიკალური ნაწარმოებისა და ფონოგრამის საჯარო შესრულებისათვის შეადგენს 90.63 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.
6.7. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტებით ასოციაციას აქვს უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები. მითითებული ნორმის საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგი ოდენობის დაკისრების შესახებ კანონიერია და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
წინამდებარე შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ბ) პუნქტით შესაბამისად განთავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. საქ--------–----------------------–-----------–--–იის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დაეკისროს შპს ,, არ-----–-----–----------------------–---–---------------ის” მოსარჩელის საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ, სავაჭრო ობიექტ „LO---” და “AL----------ში 2018 წლის მაისის თვეში საქ--------–----------------------–-----------–--–იის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებისათვის საავტორო ჰონორარის 90.63 ლარის გადახდა;
3. დაეკისროს შპს ,,არ-----–-----–----------------------–---–---------------ის” მოსარჩელის საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ სავაჭრო ობიექტ „LO---” da “AL----------ში 2018 წლის მაისის თვეში საქ--------–----------------------–-----------–--–იის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებისათვის საავტორო ჰონორარის ათმაგი ოდენობა 900.63 ლარი;
4. აეკრძალოს შპს ,,არ-----–-----–----------------------–---–---------------ის” მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულება;
5. დაეკისროს შპს „არდიჩლი ლიშ თიჯარეთ ტექსტილ ინშაათ გიდა სანაის“ საქ--------–----------------------–-----------–--–იის სასარგებლოდ 100 ლარი, სასამართლოს გარეშე ხარჯი;
6. დაეკისროს შპს „არდიჩლი ლიშ თიჯარეთ ტექსტილ ინშაათ გიდა სანაის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე