გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2019
საქმის ნომერი
030210018002558627
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
05.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№030210018002558627

№2/873-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ივლისი 2019 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–--- ქ----------

უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–-

ო---------–--

წარმომადგენელი ს------- ნ------

მოპასუხე შპს „ჩ--–-“

წარმომადგენელი ნ-------- ტ---------

დავის საგანი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს

კანონის თანახმად გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმებით

ნაკისრი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

1.1.შპს „ჩ--–-ს“ ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–--- სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 2718 ლარისა და 72 თეთრის გადახდა.

1.2.შპს „ჩ--–-ს“ ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–--- სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარისთვის 2017 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 528 ლარისა და 67 თეთრის, ასევე, სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0,1%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

1.3.შპს „ჩ--–-ს“ ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–--- სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 906 ლარისა და 24 თეთრის გადახდა.

1.4.შპს „ჩ--–-ს“ ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–--- სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების 197 ლარისა და 90 თეთრის გადახდა.

1.5.შპს „ჩ--–-ს“ ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–--- სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N0----/-1- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების 3141 ლარისა და 80 თეთრის გადახდა.

1.6. შპს „ჩ--–-ს“ ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–--- სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N0----/-1- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარისთვის 2017 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 404 ლარისა და 31 თეთრის, ასევე სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0,1%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

1.7.სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2.მოსარჩელის პოზიცია

 

ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–--სა (შემდგომში ა---–--–--) და შპს „ჩ--–-“ (შემდგომში მოსარგებლე) შორის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 2016 წლის 30 ივნისს გაფორმდა ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ სალიცენზიო შეთანხმება N0----/-, სალიცენზიო შეთანხმების ობიექტს წარმოადგენს ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–--- და კ-----–---- კვეთაზე მდებარე რესტორანი V----, მხარეთა შეთანხმებით მოსარგებელემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა საავტორო ჰონორარი თვეში 169 ლარი და 92 თეთრი, ამავე მხარეებს შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმდა მეორე შეთანხმება 0----/- ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების ფონოგრამის საჯარო შესრულების შესახებ, იგივე ობიექტზე იმავე მისამართზე, ამ ლიცენზიით მოსარგებლემ იკისრა ვალდებულება ასოციაციისათვის გადაეხადა ჰონორარი თვეში 56 ლარი და 64 თეთრი. 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა სალიცენზიო შეთანხმება N0----/- „ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ“, სალიცენზიო ურთიერთობის ობიექტს, შეთანხმების თანახმად, წარმოადგენს კ-------- კ-–----ს „ვ--–-–-“, მდებარე: ქ. ბათუმი, ხ--–--–---–- - კ-----–---- ქუჩების კვეთა. 2016 წლის 30 ნოემბერს N0----/- სალიცენზიო შეთანხმების 4.4 პუნქტის თანახმად, მოსარგებლემ იკისრა ვალდებულება „ასოციაციისთვის“ გადაეხადა საჯაროდ შესრულებული ტექნიკური ან/და ცოცხალი საშუალებით მუსიკალური ნაწარმოებებისათვის გადასახდელი ჰონორარი ყოველთვიურად 310 ლარი და 80 თეთრი (დღგ-ს ჩათვლით). ჰონორარის გადახდა მოსარგებლის მხრიდან უნდა განხორციელებულიყო ყოველი საანგარიშო თვის ბოლომდე. სამივე შეთანხმების შესაბამისად გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის ბოლომდე და ჰონორარის გადახდის და/ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადების დარღვევისათვის, ა---–--–--ს უფლება აქვს მოსთხოვოს მოსარგებლეს პირგასამტეხლოს გადახდა მიმდინარე პერიოდში გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც თავის მხრივ მას არ ათავისუფლებს ამ შეთანხმებით ნაკისრი ჰონორარის გადახდისა და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, 2017 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით, მოსარგებლის საერთო დავალიანება შეადგენს 7897 ლარსა და 64 თეთრს, აღნიშნული დავალიანება მოიცავს ასევე პირგასამტეხლოს 1130 ლარსა და 88 თეთრს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. „ს----------–--- ს----------- ა---–--–--სა“ და შპს „ჩ--–-ს“ 2016 წლის 30 ივნისს გაფორმდა ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ სალიცეზნიო შეთანხმება N0----/-, შეთანხმების 3.1. პუნქტის თანახმად, ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების ცოცხალი შესრულებისას მოსარგებელე ვალდებულია აწარმოოს ფაქტობრივად გამოყენებული ნაწარმოებების აღირიცხვა და სამ თვეში ერთხელ, ყოველი სამთვიანი პერიოდის (კვარტლის) დასრულებამდე, წარუდგინოს ა---–--–--ს ინფორმაცია საჯაროდ, ცოცხლად შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების შესახებ; 3.2. პუნქტის მიხედვით, 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოსარგებლემ უნდა წარუდგინოს ა---–--–--- მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს ამ შეთანხმების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს; 3.6. პუნქტის შესაბამისად, მოსარგებელე იღებს ვალდებულებას დაუშვას ასოციაციის სათანადო წარმომადგენელი ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას (ჩვენებისას) საკონტროლო მოსმენის/დათვალიერების/მონიტორინგის ჩასატარებლად დასაჯდომი ადგილის გამოყოფის გარეშე. 4.4. პუნქტის თანახმად, 2.1. პუნქტში მითითებულ ობიექტზე რესტორანი „ვ--–-–-“, 50 (ორმოცდაათი) დასაჯდომ ადგილზე საჯაროდ შესრულებული ტექნიკური ან და ცოცხალი საშუალებით მუსიკალური ნაწარმოებებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა შეადგენს 169,92 ლარს (დღგ-ს ჩათვლით); 4.9. პუნქტის მიხედვით, მოსარგებლის მიერ საავტორო ჰონორარი გადახდილი უნდა იქნას ყოველი საანგარიშო თვის ბოლომდე.

 

3.2.2. „ს----------–--- ს----------- ა---–--–--სა“ და შპს „ჩ--–-ს“ 2016 წლის 30 ივნისს გაფორმდა ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯარო შესრულების შესახებ შეთანხმება N0----/-, შეთანხმების 2.1. პუნქტის თანახმად, ა---–--–-- ფონოგრამის დამამზადებლის და ასეთ ფონოგრამებზე ჩაწერილი ნაწარმოების შემსრულებლის სახელით აგროვებს ჰონორარს საქართველოს ტერიტორიაზე მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯარო შესრულებისთვის „მოსარგებლის“ მფლობელობაში არსებულ შემდეგ ობიექტზე: რესტორანი „ვ--–-–-“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, შ------ ხ--–--–---–-- კ-----–---- ქუჩების კვეთა, შეთანხმების 2.1. პუნქტში მითითებული რესტორანი „ვ--–-–-“, 50 (ორმოცდაათი) დასაჯდომ ადგილზე მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯაროდ შესრულებისთვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 56,64 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).

 

3.2.3. „ს----------–--- ს----------- ა---–--–--სა“ და შპს „ჩ--–-ს“ 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების მუსიკალურ, ღამის და კ---------კლუბებში შესრულებისას სალიცენზიო შეთანხმება N0----/-/1-, შეთანხმების 2.1. პუნქტის მიხედვით ა---–--–-- გასცემს მოსარგებლეზე ნებართვას (ლიცენზიას) ა---–--–--- რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საქართველოს ტერიტორიაზე საჯარო შესრულების შესახებ მოსარგებლის მფლობელობაში არსებულ შემდეგ ობიექტზე: კ-------- კ-–---- „ვ--–-–-“ (მისამართი: ბათუმი, ხ--–--–---–--კ-----–---- ქუჩების კვეთა); 3.1. პუნქტის თანახმად, ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების ცოცხალი შესრულებისას მოსარგებელე ვალდებულია აწარმოოს ფაქტობრივად გამოყენებული ნაწარმოებების აღრიცხვა და სამ თვეში ერთხელ, ყოველი სამთვიანი პერიოდის (კვარტლის) დასრულებამდე, წარუდგინოს ა---–--–--ს ინფორმაცია საჯაროდ, ცოცხლად შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების შესახებ, შეთანხმების 2.1. პუნქტის მიხედვით, 2.1. პუნქტში მითითებული კ-------- კ-–---- „ვ--–-–-“ 100ნ კვ.მ-ზე საჯაროდ შესრულებული ტექნიკური საშუალებით და /ან ცოცხალი შესრულებით მუსიკალური ნაწარმოებებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 310,80 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).

 

3.2.4.2016 წლის 30 ივნისის N0----/- სალიცენზიო შეთანხმების 4.10. პუნქტის მიხედვით, ”ჰონორარის გადახდის და/ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადების დარღვევისათვის, ასევე არასწორი და/ან არასრული ინფორმაციის წარდგენისათვის”, ა---–--–--ს უფლება ქონდა მოეთხოვა ”მოსარგებლისათვის” პირგასამტეხლოს გადახდა გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებდა ”მოსარგებლეს” შეთანხმებით ნაკისრი ჰონორარის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–-- - ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–--- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

- შპს „ჩ--–-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 2718 ლარისა და 72 თეთრის გადახდა.

 

- შპს „ჩ--–-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–---ათვის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარისთვის 2017 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 50 ლარის, ასევე, სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0,1%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

- შპს „ჩ--–-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 906 ლარისა და 24 თეთრის გადახდა.

 

- შპს „ჩ--–-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 197 ლარისა და 90 თეთრის გადახდა.

 

- შპს „ჩ--–-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N0----/-1- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 3141 ლარისა და 80 თეთრის გადახდა.

 

- შპს „ჩ--–-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–---თვის 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N0----/-1- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარისთვის 2017 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 40 ლარის, ასევე სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0,1%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები, სახელშეკრულებო ვალდებულებები, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესხაებ" საქართველოს კანონი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] PAR.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC), par.81); Boldea v. Romania, par.30).

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ბერნის კონვენციის მე11 (I) მუხლის თანახმად, დრამატული, მუსიკალურ-დრამატული და მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება ნება დართონ თავიანთი ნაწარმოებების საჯარო შესრულებაზე, ნებისმიერი საშუალებით ან ხერხით განხორციელებული საჯარო შესრულების ჩათვლით.

 

''საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.

 

ამავე კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს: ა) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა და ლიცენზიის სხვა პირობები; ბ) გასცეს ლიცენზია იმ უფლების გამოყენების შესახებ, რომელსაც ის მართავს; გ) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა, როდესაც ის ჰონორარს აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) შეაგროვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ჰონორარი ან/და ჰონორარი, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით; ე) გაანაწილოს და გადაუხადოს შესაბამისი ჰონორარი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს; ვ) შეასრულოს ქმედება, რომელიც საჭიროა მისთვის სამართავად გადაცემული უფლებების დასაცავად ან განსახორციელებლად, მათ შორის, წარმოადგინოს უფლების მფლობელი სასამართლოში და ისარგებლოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით; ზ) განახორციელოს სხვა საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით. დასახელებული მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით.

 

შეთანხმების 4.4. პუნქტის თანახმად, 2.1. პუნქტში მითითებულ ობიექტზე რესტორანი „ვ--–-–-“, 50 (ორმოცდაათი) დასაჯდომ ადგილზე საჯაროდ შესრულებული ტექნიკური ან და ცოცხალი საშუალებით მუსიკალური ნაწარმოებებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა შეადგენს 169,92 ლარს (დღგ-ს ჩათვლით);

 

შეთანხმების 4.4. პუნქტის მიხედვით, 2.1. პუნქტში მითითებული რესტორანი „ვ--–-–-“, 50 (ორმოცდაათი) დასაჯდომ ადგილზე მისიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯაროდ შესრულებისთვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 56,64 ლარს (დღგ-ს) ჩათვლით.

 

შეთანხმების 4.4. პუნქტის შესაბამისად 2.1. პუნქტის მიხედვით, 2.1. პუნქტში მითითებული კ-------- კ-–---- „ვ--–-–-“ 100 კვ.მ-ზე საჯაროდ შესრულებული ტექნიკური საშუალებით და/ან ცოცხალი შესრულებით მუსიკალური ნაწარმოებებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 310,80 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).

 

დადგენილია, რომ შპს „ჩ--–-ს“ დავალიანება ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–-- - ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–--- მიმართ, შეადგენს 6964.66 ლარს.

 

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრავს კრედიტორის რისკის ხარისხს, რაც უფრო მკაცრია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, მით უფრო ნაკლებია კრედიტორის რისკის ხარისხი. ხშირ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განაპირობებს ხელშეკრულების დადებას.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის მართლაც არსებობდა სალიცენზიო შეთანხმება, ასევე დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობებზე, მათ შორის ჰონორარის გადახდის ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, კერძოდა ზემოაღნიშნული შეთანხმების 4.10. პუნქტის თანახმად, ”ჰონორარის გადახდის და/ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადების დარღვევისათვის, ასევე არასწორი და/ან არასრული ინფორმაციის წარდგენისათვის”, ა---–--–--ს უფლება ქონდა მოეთხოვა ”მოსარგებლისათვის” პირგასამტეხლოს გადახდა გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებდა ”მოსარგებლეს” შეთანხმებით ნაკისრი ჰონორარის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ მართლაც დაარღვია ჰონორარის გადახდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, ასეთ შემთხვევაში კი პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარი შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადებში.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია მისი შემცირება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–-- - ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–--- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს „ჩ--–-ს“ მოსარჩელის სასრგებლოდ უნდა დაეკისროს: 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 2718 ლარისა და 72 თეთრის გადახდა; ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–---ათვის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარისთვის 2017 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 50 ლარის, ასევე, სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0,1%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის; 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 906 ლარისა და 24 თეთრის გადახდა; შპს „ჩ--–-ს“ 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 197 ლარისა და 90 თეთრის გადახდა; 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N0----/-1- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 3141 ლარისა და 80 თეთრის გადახდა; ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–---თვის 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N0----/-1- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარისთვის 2017 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 40 ლარის, ასევე სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0,1%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ვინაიდან, მხარეთა შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა გათვალისწინებულია ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–-- - ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–--- სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დასაბუთებულია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას შპს "ჩ--–-ს" საქმიანობის შეწყვეტის, სალიცენზიო საქმიანობის გაურკვევლობის, ა---–--–--- რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების ნუსხის წარმოუდგენლობის შესახებ, რადგან თავად ხელშეკრულებებშია გადაწყვეტილი ხსენებული საკითხები, კერძოდ:

 

N0----/- სალიცეზნიო შეთანხმების მიხედვით, "ასოციაციის რეპერტუარი" - როგორც საქართველოს ავტორთა, ან მათ მემკვიდრეთა და/ან საავტორო უფლებების სხვა მფლობელთა, ასევე უცხოეთის ანალოგიურ საავტორო-სამართლებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებები, რომელთა ავტორებმა, მათმა მემკვიდრეებმა და/ან უფლების სხვა მფლობელებმა თავიანთი საავტორო ქონებრივი უფლებები კოლექტიურ საფუძველზე სამართავად გადასცეს ა---–--–--ს, აგრეთვე იმ ავტორთა ნაწარმოებები, რომლებსაც არ გადაუციათ თავიანთი უფლებები ა---–--–---ათვის კოლექტიურად სამართავად. ა---–--–--- რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების ცოცხალი შესრულებისას, მოსარგებლე ვალდებულია აწარმოოს ფაქტობრივად გამოყენებული ნაწარმოებების აღრიცხვა და სამ თვეში ერთხელ, ყოველი სამთვიანი პერიოდის (კვარტლის) დასრულებამდე, წარუდგინოს ა---–--–--ს ინფორმაცია საჯაროდ, ცოცხლად შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების შესახებ.

 

შეთანხმების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოსარგებლემ უნდა წარადგინოს ასოციაციის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ამ შეთანხმების დანართს და განუყოფელ ნაწილს. შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილად ჩაითვლება მოსარგებლის მიერ ასოციასციისათვის ამ ლიცენზიაში მითითებულ რეკვიზიტებზე (მათ შორის ელ. ფოსტაზე) მისი გაგზავნისა და ასოციაციის მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის მიღების დადასტურების შემთხვევაში. მოსარგებლის მიერ საავტორო ჰონორარი გადახდილი უნდა იქნას ყოველი საანგარიშო თვის ბოლომდე. სალიცენზიო შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ერთი წლის ვადით. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება ყოველი მომდევნო ერთწლიანი პერიოდით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით არ აუწყებს მეორე მხარეს შეთანხმების შეწყვეტის და/ან შეცვლის შესახებ (მიზეზის მითითებით), მაგრამ არაუგვიანეს 2 კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც შეთანხმება ექვემდებარება შეწყვეტას ან შეცვლას. შეთანხმება შეიძლება შეწყდეს მოსარგებლის ინიციატივით ვადაზე ადრე, საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის, საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენებისგან უარის თქმის და/ან სხვა ისეთი გარემოებების არსებობისას, რაც ათავისუფლებს მას საავტორო ჰონორარის გადახდისგან, რა შემთხვევაშიც მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ა---–--–--ს არაუგვიანეს ორი კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც შეთანხმება ექვემდებარება შეწყვეტას, სალიცენზიო შეთანხმების შეწყვეტა მხარეთა შორის ფორმდება ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით. ასოციაციის მიერ შეთანხმების ცალმხრივად, ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ჰონორარის გადახდასთან და ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებული ვალდებულებები ძალაში რჩება მათ შესრულებამდე. მხარეები ვალდებული არიან დროულად, წერილობით შეატყობინონ ერთმანეთს რეორგანიზაციის და/ან ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, დაწყებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღის ვადაში და მათ ხელთ არსებული ობიექტური შესაძლებლობების ფარგლებში აცნობონ ერთმანეთს ამ შეთანხმებაში მითითებული რეკვიზიტის ცვლილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ განხორციელებული ქმედება (ამ შეთანხმების დადების მომენტისთვის შეთანხმებაში მითითებულ რეკვიზიტებზე განხორციელებული საბანკო გადარიცხვა, მითითებულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნა და ა.შ) ჩაითვლება მართლზომიერად.

 

N0----/- შეთანხმების მიხედვით, "ასოციაციის რეპერტუარი" მუსიკალური ნაწარმოებების, როგორც ადგილობრივ შემსრულებელთა, ფონოგრამის დამამზადებელთა, ან მათ მემკვიდრეთა უფლებამონაცვლეთა, ასევე უცხოეთის ანალოგიურ მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებთან ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლებით დაცული მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამები, რომელთა შემსრულებლებმა, ფონოგრამის დამამზადებლებმა ან/და მათმა მემკვიდრეებმა/უფლებამონაცვლეებმა თავიანთი მომიჯნავე ქონებრივი უფლებები კოლექტიურ საფუძველზე სამართავად გადასცეს ა---–--–--ს. აგრეთვე იმ მომიჯნავე უფლებით დაცული მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამები, რომელთა უფლების მფლობელებსაც არ გადაუციათ თავიანთი უფლებები ა---–--–---თვის კოლექტიურად სამართავად. "საჯარო შესრულება" - მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის შესრულება ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნას საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან/და შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ დასაჯდომი ადგილების შეცვლის (გაზრდის, შემცირების) შემთხვევაში, მოსარგებლე ვალდებულია ხუთი დღით ადრე წერილობით წერილობით აცნობოს ა---–--–--ს, რის საფუძველზე ჰონორარის ოდენობა დაანგარიშდება შეცვლილი რაოდენობის მიხედვით. მოსარგებლის მიერ ჰონანრი გადახდილ უნდა იქნას ყოველი საანგარიშო თვის ბოლომდე. შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ერთი წლის ვადით. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება ყოველი მომდევნო ერთწლიანი პერიოდით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით არ აუწყებს მეორე მხარეს შეთანხმების შეწყვეტის და/ან შცვლის შესახებ (მიზეზის მითითებით), მაგრამ არაუგვიანეს ორი კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც შეთანხმება ექვემდებარება შეწყვეტას ან შეცვლას. შეთანხმება შეიძლება შეწყდეს მოსარგებლის ინიციატივით ვადაზე ადრე, საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის, ასევე მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯარო შესრულებაზე უარის თქმის და /ან სხვა ისეთი გარემოებების არსებობისას, რაც ათავისუფლებს მას ჰონორარის გადახდისაგან, რა შემთხვევაშიც მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ა---–--–--ს არაუგვიანეს ორი კვირით ადრე იმ თარიღამდე საიდანაც შეთანხმება ექვემდებარება შეწყვეტას ან შეცვლას. შეთანხმება შეუიძლება შეწყდეს მოსარგებლის ინიციატივით ვადაზე ადრე, საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის, ასევე მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯარო შესრულებაზე უარის თქმის და/ან სხვა ისეთი გარემოებების არსებობისას, რაც ათავისუფლებს მას ჰონორარის გადახდისაგან, რა შემთვევაშიც მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ა---–--–--ს არაუგვიანეს ორი კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც შეთანხმება ექვემდებარება შეწყვეტას, შეთანხმების შეწყვეტა მხარეთა შორის ფორმდება ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.

 

N0----/1- შეთანხმების მიხედვით, ა---–--–--- რეპერტუარი - როგორც საქართველოს ავტორთა, ან მათ მემკვიდრეთა და/ან საავტორო უფლებების სხვა მფლობელთა, ასევე უცხოეთის ანალოგიურ საავტორო-სამართლებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადებული შეთანხმებებით გათვალისწინებული საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებები, რომელთა ავტორებმა, მათმა მემკვიდრეებმა და/ან უფლების სხვა მფლობელებმა თავიანთი საავტორო ქონებრივი უფლებები კოლექტიურ საფუძველზე სამართავად გადასცეს ა---–--–--ს. აგრეთვე იმ ავტორთა ნაწარმოებები, რომლებსაც არ გადაუციათ თავიანთი უფლებები ა---–--–---ათვის კოლექტიურად სამართავად. მოსარგებლე უფლებამოსილია აწარმოოს ფაქტობრივად გამოყენებული ნაწარმოებების აღრიცხვა და სამ თვეში ერთხელ, ყოველი სამ თვიანი პერიოდის (კვარტლის) დასრულებამდე წარუდგინოს ა---–--–--ს ინფორმაცია საჯაროდ, ცოცხლად შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების შესახებ. შეთანხმების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოსარგებელემ უნდა წარადგინოს ა---–--–--- მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს ამ შეთანხმების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს. შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილად ჩაითვლება მოსარგებლის მიერ ა---–--–---ათვის ამ ლიცენზიაში მითითებულ რეკვიზიტზე (მათ შორის ელ - ფოსტაზე) მისი გაგზავნისა და ა---–--–--- მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის მიღების დადასტურების შემთხვევაში, სალიცენზიო შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ერთი წლის ვადით. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება ყოველი მომდევნო ერთწლიანი პერიოდით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით არ აუწყებს მეორე მხარეს შეთანხმების შეწყვეტის და/ან შცვლის შესახებ (მიზეზის მითითებით), მაგრამ არაუგვიანეს ორი კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც შეთანხმება ექვემდებარება შეწყვეტას ან შეცვლას. შეთანხმება შეიძლება შეწყდეს მოსარგებლის ინიციატივით ვადაზე ადრე, საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის, საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენებისგან უარის თქმის და/ან სხვა ისეთი გარემოებების არსებობისას, რაც ათავისუფლებს მას საავტორო ჰონორარის გადახდისაგან, რა შემთხვევაში მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ა---–--–--ს არაუგვიანეს ორი კვირით ადრე იმ თარიღაღამდე, საიდანაც შეთანხმება ექვემდებარება შეწყვეტას. სალიცენზიო შეთანხმების შეწყვეტა მხარეთა შორის ფორმდება ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.

 

ნიშანდობლივია, რომ ხელშეკრულებაში მითითებული პირობები საშუალებას იძლევა და აძლევდა მოსარგებლე მხარეს ნეგატიური მოვლენების დადგომისას შეეწყვიტა ხელშეკრულება გარკვეული პროცედურების გავლით, რაც შესრულებული არ არის.

 

ცხადია, რომ დადებული ხელშეკრულებების საპრეტენზიო მოთხოვნები შეგებებული სარჩელებით შედავებული არ არის, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერება იქნა შესწავლილი და გადაწყვეტილი წარმოდგენილი შესაგებლის და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მოსაზრებების გათვალისწინებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დადგენილია, რომ თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხე შპს ”ჩ--–-ს” უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 206 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, საქართველოს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” მე-18, 65-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–-- - ქ---------- უ---–------ კ---–--------- ს---------–--- მ---------–- ო---------–--- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

-დაეკისროს შპს „ჩ--–-ს“ 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 2718 ლარისა და 72 თეთრის გადახდა.

 

-დაეკისროს შპს „ჩ--–-ს“ ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–---ათვის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარისთვის 2017 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 50 ლარის, ასევე, სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0,1%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

-დაეკისროს შპს „ჩ--–-ს“ 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 906 ლარისა და 24 თეთრის გადახდა.

 

-დაეკისროს შპს „ჩ--–-ს“ 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N0----/- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 197 ლარისა და 90 თეთრის გადახდა.

 

-დაეკისროს შპს „ჩ--–-ს“ 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N0----/-1- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 3141 ლარისა და 80 თეთრის გადახდა.

 

- დაეკისროს შპს „ჩ--–-ს“ ს----------–--- ს----------- უ---–------ ა---–--–---თვის 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული N0----/-1- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარისთვის 2017 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 40 ლარის, ასევე სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0,1%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

2. მოპასუხე მხარეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახ. ბაჟი 206 ლარის ოდენობით.

 

3. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

4. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე