გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002387680
საქმე №2-1467/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–--
წარმომადგენელი - ს---------------
მოპასუხე - შპს ”ე-------–--ი”
წარმომადგენელი - მ--------------ე
დავის საგანი - მუსიკალური ნაწარმოებების ნებართვის გარეშე საჯაროდ შესრულების აკრძალვა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აეკრძალოს შპს ,,ე-------–--ს“ მის ობიექტზე სასტუმრო ”ე-------–--ში” ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების ნებართვის გარეშე საჯარო შესრულება.
1.2. დაეკისრის შპს “ე-------–--ს“ სასტუმრო „ე-------–--ში“ 2018 წლის მაისის თვეში ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისათვის საავტორო ჰონორარის 113 ლარის და 23 თეთრის გადახდა საქართველოს ს-----------------–-----------–--–იისათვის.
1.3. დაეკისროს შპს „ე-------–--ს“ სასუმრო „ე-------–--ში“ 2018 წლის მაისის თვეში ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისათვის საავტორო ჰონორარის 113 ლარის და 23 თეთრის ათმაგი ოდენობის, ჯამში 1130 ლარის და 23 თეთრის გადახდა საქართველოს ს-----------------–-----------–--–იისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ს----------–----------------------–-----------–--–-- _ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) და ჩაწერისა და მექანიკური რეპროდუცირების უფლებების მმართველი საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის (BIEM) ნამდვილ წევრს.
ასოციაციის მიზანია საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებათა განხორციელება და დაცვა; საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებათა არალეგალური გამოყენების აღკვეთა და შემდგომი პრევენცია და სხვ.
ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–--ს გააჩნია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სპეციალური სტატუსი, რაც გულისხმობს, რომ მას ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის, ბერნის კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული აქვს ვალდებულება დაიცვას, როგორც ქართველი ავტორების, ისე ყველა უცხოელი ავტორის და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებები. ასოციაცია გასცემს ლიცენზიებს მოსარგებლეებზე, ნაწარმოების ამა თუ იმ სახით გამოყენებაზე (მათ შორის საჯარო შესრულებზე, საჯარო გადაცემაზე), აგროვებს და ანაწილებს საავტორო ფონორარს შესაბამის უფლების მფლობელებზე, ნაწარმოების გამოყენების პროპორციულად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს ქ. თბილისის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარემ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ ,,ს----------–----------------------–-----------–--–--” არის უფლებამოსილი ორგანიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
- დებულება.
- საქართველოს ს-----------------–-----------–--–იის წესდება დისკზე.
3.2.2. 2017 წლის 29 აგვისტოს №10/87 წერილით ს----------–----------------------–-----------–--–--მ მიმართა მოპასუხე შპს ,,ე-------–--ს” და მოსთხოვა მის ობიექტებზე - კერძოდ, სასტუმრო „ე-------–--ში“ (მისამართი: ქ. ბათუმი, გ-------–---- ქN77) მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისათვის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმება, რაზედაც მოპასუხე არ დაეთანხმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საქართველოს ს-----------------–-----------–--–იის 2017 წლის 29 აგვისტოს წერილი.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ე-------–--ის” ობიექტზე - სასტუმრო ”ე-------–--ში” (მისამართი: ქ. ბათუმი, გ-------–---- ქN77) არსებული ტექნიკური მოწყობილობების გამოყენება თავისთავში მოიცავს მომავალში მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესაძლებლობას. საჯარო შესრულება კი ნიშნავს ცოცხალი შესრულებით ან/და რადიოს, ტელევიზორის ან სხვა ტექნიკური მოწყობილობების მეშვეობით ნაწარმოებების შესრულებას იმ ადგილებში, სადაც შესაძლებელია იგი აღქმული იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც სცილდებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს (იხ. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 4.1. მუხლის ”რ” ქვეპუნქტი);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
- აღსრულების ერონული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტატაციის განხორციელების შეუძლებლობის თაობაზე.
- საკაბელო ტელევიზიის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ა(ა)იპ საქართველოს ს-----------------–-----------–--–იის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლი, საქართველოს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” მე-4, მე-18, 63-ე, 65-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო გადაცემა.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის ,,რ” პუნქტით ,,საჯარო შესრულება” განმარტებულია, შემდეგნაირად: ,,ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს”. კანონის ზემოაღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, საჯარო შესრულება ნიშნავს ცოცხალი შესრულებით ან/და რადიოს, ტელევიზორის ან სხვა ტექნიკური მოწყობილებების მეშვეობით ნაწარმოების შესრულების იმ ადგილებში, სადაც შესაძლებელია იგი აღქმული იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც სცილდებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. ასეთ ადგილს რასაკვირველია წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მათ შორის რესტორნები, კაფეები, სასტუმროები და სხვა.
,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტორს, ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ტერმინში ,,ნებისმიერი სახით გამოყენება” იგულისხმება ნაწარმოების ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გამოყენება.
შპს ,,ე-------–--ის” ობიექტი, რომლის მისამართია ქ. ბათუმი, გ-------–---- ქ. N77, წარმოადგენს სასტუმროს. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ აღნიშნულ ობიექტში ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით საჯარო გადაცემაა, ვინაიდან, განკუთვნილია არა ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრის მიმართ, არამედ ფართო საზოგადოებისადმი. დასახელებული ფაქტი ცხადყოფს, რომ, სახეზეა, საჯარო შესრულება.
6.2. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-3 მუხლის თანახმად საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების საკითხი წყდება იმგვარად, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. მოცემული ნორმა ადგენს პრეზუმფციას, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია, წარმოადგინოს მის რეპერტუარში შემავალი ნაწარმოებებისა და მომიჯნავე უფლებების მფლობელები და დაიცვას მათი უფლებები. აღნიშნული პრეზუმფცია მოქმედებს იქამდე, სანამ მოსარგებლე არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს, ე.ი მიუთითებს ფაქტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტული ნაწარმოებები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი არ შედის მის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში იგულისხმება კონკრეტული საავტორო უფლებების ერთობლიობა, რომლებიც სამართავად გადაცემული აქვს კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას. კანონის თანახმად, დაცვის ობიექტია რეპერტუარში შემავალი ყველა ნაწარმოები, ხოლო სალიცენზიო ხელშეკრულებები, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 40-ე მუხლის თანახმად იდება რეპერტუარში შემავალ კონკრეტულ ნაწარმოებებზე.
პრეზუმფცია ასევე მოცემულია 65-ე მუხლის მე-2 ნაწილში. ამ ნორმის თანახმად, კოლექტიური მართვის ორგანიზაცია უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში.
აღნიშნულის შემდგომ, მნიშვნელოვანია დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას და აქვს თუ არა ამ უკანასკნელს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევი პირისაგან ქმედების აკრძალვა. აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა ''საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და დასახელებული კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, კერძოდ:
''საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.
6.3. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ირკვევა რომ მოსარჩელე დარეგისტრირებულია, როგორც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, შესაბამისად, დგინდება, რომ ს----------–----------------------–-----------–--–-- ''საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტია.
რაც შეეხება, იმ ფაქტს ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვა გადაცემული, ''საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ იგი უფლებამოსილია მოითხოვოს შპს ,,ე-------–--ის” ობიექტში, კერძოდ სასტუმრო ”ე-------–--ში” (მისამართი: ქ. ბათუმი, გ-------–---- ქN77) საჯარო შესრულების აკრძალვა. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა ”ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში” და ”საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში”.
შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რაც სრულდება ზ/აღნიშნულ ობიექტში, არ შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში მოპასუხეს აწევს, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
6.4. ''საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის მე-3 მუხლის თანახმად „ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება)“.
მოცემულ შემთხვევაში ჰონორარის გამოთვლის საფუძველია საქართველოს ს-----------------–-----------–--–იის მიერ დამტკიცებულო სატარიფო განაკვეთი, რამაც სასტუმრო „ე-------–--ისათვის“ შეადგინა 113,23 ლარი.
''საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.“ ამავე კანონის 59-ე მუხლის თანახმად საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ; ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები; ზ) მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუიჩნევს, რომ ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ''საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ'' კანონით დაცული საავტორო უფლებები, სახეზეა, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რადგან საქართველოს კანონით ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ბ” პუნქტით თანახმად მოსარჩელენი–სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადებებისა და სამრეწველო ნიმუშების უფლებებიდან მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან’’. ამავე კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, ,,სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია’’.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის; ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლისა და 39-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი – 100 (ასი) ლარის ოდენობით, ასევე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მოსახურების საფასურის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, საქართველოს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” მე-18, 65-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ საქართველოს ს-----------------–-----------–--–იის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. აეკრძალოს შპს ,,ე-------–--ს“ მის ობიექტზე სასტუმრო ”ე-------–--ში” ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების ნებართვის გარეშე საჯარო შესრულება.
1.2. დაეკისრის შპს “ე-------–--ს“ სასტუმრო „ე-------–--ში“ 2018 წლის მაისის თვეში ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისათვის საავტორო ჰონორარის 113 ლარის და 23 თეთრის გადახდა საქართველოს ს-----------------–-----------–--–იისათვის.
1.3. დაეკისროს შპს „ე-------–--ს“ სასტუმრო „ე-------–--ში“ 2018 წლის მაისის თვეში ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულებისათვის საავტორო ჰონორარის ათმაგი ოდენობის, ჯამში 1130 ლარის და 23 თეთრის გადახდა საქართველოს ს-----------------–-----------–--–იისათვის.
1.4. დაეკისროს შპს „ე-------–--ს“ საქართველოს ს-----------------–-----------–--–იის სასარგებლოს მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროში გაწეული მოსახურების საფასურის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
2. დაეკისროს შპს ,,ე-------–--ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე