მუხლი 8. ნაწარმოებები, რომლებზედაც არ ვრცელდება საავტორო უფლება
თავი II — საავტორო უფლებები
1. საავტორო უფლება არ ვრცელდება შემდეგ ნაწარმოებებზე:
ა) ოფიციალურ დოკუმენტებზე (კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტები), აგრეთვე მათ ოფიციალურ თარგმანებზე;
ბ) სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები);
გ) ინფორმაციებზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში აღნიშნულ ნაწარმოებთა სხვისი სახელით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ავტორის სახელის უფლების დაცვ
…განსაკუთრებული უფლება ნაწარმოების გამოყენებაზე, აღნიშნული ასევე მოიაზრებს ავტორის უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების რეპროდუცირება. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მიიჩნია, რომ საავტორო უფლება არ ვრცელდება ისეთ ნაწარმოებზე, როგორიცაა…
…კომოზიცია «თ-ს» უნებართვოდ გამოყენება, პოლიტიკურ მოძრაობას «...» საქართველოს ავტორთა საზოგადოების სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო პალატამ საქართველოს კონსტიტუციის მე-11, 23-ე მუხლების, «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, განმარტა, რომ სახელმწიფო სიმბოლოებში იგულისხმება…
საქმე №ას-468-780-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2009
…ნაწარმოები იქმნება. ნიშანდობლივია, რომ ცალკეული უცხოენოვანი სიტყვის თარგმანი ფაქტს, მონაცემს, ინფორმაციას წარმოადგენს და მასზე უნდა გავრცელდეს “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მესამე პუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში რაიმე ახალი არ იქმნება და შეუძლებელია ერთი და იგივე სიტყვას სხვადასხვა ლექსიკონში განსხვავებული…
საქმე №ას-470-782-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2009
…როდესაც პროფესორებს _ ვ. ც-ესა და რ. მ-ს მოიხსენიებს მხოლოდ წიგნის ტექსტის ავტორებად, ხოლო წიგნში მოყვანილი ტექსტის ფოტოილუსტრაციების ავტორად წარმოგვიდგენს რ. შ-ეს. კასატორის მოსაზრებით, სამართლებრივად ეს არასწორია, რამდენადაც “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად ისტორიული ძეგლების შესახებ და შესაბამისად, ისტორიული…