1. პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ეს დებულება გამოიყენება ასევე ნაწარმოების ფსევდონიმით გამოქვეყნებისას, თუ ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილია.
2. როდესაც ნაწარმოები ქვეყნდება ფსევდონიმით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილია) ან ანონიმურად, გამომცემელი, რომლის სახელი ან დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ნაწარმოებზე, ითვლება ავტორის წარმომადგენლად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. მას, როგორც წარმომადგენელს, უფლება აქვს დაიცვას ავტორის უფლებები და უზრუნველყოს მათი განხორციელება. ეს დებულება გამოიყენება მანამ, სანამ ასეთი ნაწარმოების ავტორი არ გაამჟღავნებს თავის ვინაობა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ას-57-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
…გონივრულ მოთხოვნებს. მოხმობილი მუხლის "ო" ქვეპუნქტის თანახმად, ნაწარმოების რეპროდუცირება არის ნაწარმოების პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან მისი ნაწილის ერთი ან ერთზე მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით. კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ავტორად, თუ არ არსებობს…
საქმე №ას-498-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
…კომპენსაციის დაკისრება. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, „ავტორი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კი პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების…
…დეტალების შეთანხმება, თუმცა, მისთვის უცნობი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა პროექტის განხორციელება. მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-9, მე-10, მე-17, მე-18, 58-ე, 59-ე მუხლებზე. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონის მე-10…
საქმე №ბს-177-342-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.03.2004
…მოპასუხეებმა დაარღვიეს “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-9 და მე-12 მუხლები, ასევე “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-9, მე-10, მე-17, მე-18, 31-ე, 58-ე და 59-ე მუხლები და საქართველოს კონსტიტუციის მე-3 და 23-ე მუხლების მოთხოვნები, რითაც მოსარჩელეებს მატერიალური და მორალუ
…დაცვის“ ბერნის კონვენციის 2(1) მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ “ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები” მოიცავს ყველა ნამუშევარს ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში, მისი გამოხატვის ხერხისა და ფორმის მიუხედავად. 6.4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების…
…არ არის; ბ) თუ სამსახურმა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ; გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში. კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები მიუთითებს: 3. განმცხადებელი ან საქონლის იმპორტიორი, ექსპორტიორი ან/და მფლობელი საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების…
…საკუთრების ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება; ბ) უფლების მფლობელი, საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღების მიუხედავად, არ ახორციელებს არც ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და არც ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს; გ) უფლების მფლობელის მიერ მოთხოვნილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 191. ავტორობის ან მფლობელობის პრეზუმფცია— საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება
მუხლი 199. ავტორობის ან მფლობელობის პრეზუმფცია— HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)
მუხლი 10. შესაბამისობის პრეზუმფცია— პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე