გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
330210118002438119
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13480-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - მაია გიგაური

სხდომის მდივანი - ნინო კეკელიანი

 

მოსარჩელე - შპს "კ--–---------------–ი"

წარმომადგენლები - ე---------- ნ------–---–ი, ი----- მ--–-----ე, ი--- მ--–-----ე, ს------- ნ-----ე

 

მოპასუხე - 1) შპს T----------

წარმომადგენლები - ლ---- კ---–---–ია, ზ---- ჯ--------ე

 

მოპასუხე - 2) ა(ა)იპ ა---––-----–--ე

წარმომადგენელი - ჯ---- კ---------ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ა(ა)იპ „ა---––-----–--ეს“ და შპს “T----------“-ს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „კ--–---------------–ისთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 40 000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შპს “T----------”-ის მიერ ა(ა)იპ „ა---––-----–--ეში“ ჩატარებული ღონისძიებით შპს „კ--–---------------–ს“ მიადგა ფინანსური ზიანი. როგორც სარჩელშია მითითებული, იგი თავდაპირველად წარმოდგენილ სარჩელში და უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაში ითხოვდა შპს „T----------”-სთვის სწორედ მოქმედების აკრძალვას ა---––-----–--ის ტერიტორიაზე, თუმცა, აკრძალვის მოგვიანებით გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ რეალურად ჩატარდა სადავო ღონისძიება/თამაში.

სარჩელში მითითებულია, რომ თამაში არ წარმოადგენს „მარტივ“ ნაწარმოებს და იგი შედგება სხვადასხვა ელემენტებისგან, რომლის დაცვაც მხარემ მოახდინა „საქპატენტში“ დეპონირებით და რომლის თითოეული ეპიზოდი არის ინდივიდუალური და ორიგინალური. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის განმარტებით, თამაში ითვლება ნაწარმოებად და შესაბამისად, მისი სცენარი დაცულია შპს „კ--–---------------–ის“ საავტორო უფლებებით.

შპს „კ--–---------------–სა“ და ა(ა)იპ „ა---––-----–--ეს“ შორის 2013 წლის 21 თებერვალს, 2013 წლის 30 აგვისტოს და 2017 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებებით შპს „კ--–---------------–მა“ მოახდინა ც-------------------ზე თამაშის - „ც--------------------ს“ ჩატარება. ამდენად, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა ურთიერთობები, მოხდა შპს „კ--–---------------–ის“ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის, რაც მის ინტელექტუალური შემოქმედების პროდუქტს წარმოადგენს, გაცვლა და რომლის გაყიდვასაც ახდენს მოგების მიღების მიზნით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 22.03.2018 წელსაც, ელექტრონული ფოსტით მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომლის საგანს ამჯერადაც წარმოადგენდა „ა---––-----–--ის“ ტერიტორიაზე შპს „კ--–---------------–ის მომხმარებლებისთვის თამაშობის - „ც--------------------ს“ ჩატარების მხარდაჭერა.

შპს „T----------”-თან მიმართებაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი დირექტორი ი-- ბ---–--ი „კ--–---------------–ის“ მიერ გაფრთხილებული იყო თამაშზე მოსარჩელის საავტორო უფლების არსებობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შპს „T----------”-სგან შპს „კ--–---------------–ი“ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, რამდენადაც მოპასუხემ მოსარჩელის ინტელექტუალური საკუთრება გამოიყენა უნებართვოდ. რაც შეეხება ა(ა)იპ „ა---–-–-----–--ის“ მიმართ დაყენებულ მოთხოვნას, მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად უთითებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, გათვალისწინებულს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „T----------“-ის წარმომადგენელმა სარჩელი არც თავდაპირველ შესაგებელში და არც შემდეგ, დაზუსტებულ სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელში არ ცნო. მხარის განმარტებით, მოსარჩელის საავტორო უფლების დარღვევის ფაქტს ადგილი არასოდეს ჰქონია.

 

მოპასუხე უპირველესად სადავოდ ხდის ი. მ--–-----ის ავტორობის ფაქტს ნაწარმოებზე „ც--------------------“ და განმარტავს, რომ ხსენებული თამაში წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილი თამაშის „ფ----------------ის“ ანალოგს და დეპონირებაზე მითითებითაც კი არ დასტურდება მხარის საავტორო უფლება. ამასთან, რამდენადაც პროექტი წარმოადგენს „ფ----------------ის“ იდენტურს, ამდენად, არ არის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი და იგი საავტორო უფლების დაცვის ობიექტად ვერ იქნება მიჩნეული.

 

მოპასუხე ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს ზიანის არსებობის ფაქტს და მის ოდენობას.

 

2.2. მოპასუხე ა(ა)იპ „ა---––-----–--ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. მხარის განმარტებით, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რაზეც მოსარჩელე აპელირებს, ვერ შედგა მხარეთა შეუთანხმებლობის გამო და ამდენად, არც ურთიერთვალდებულებები წარმოშობილა. მოპასუხე ასევე არ ადასტურებს მოსარჩელის მითითებას, თითქოს იცოდა „შპს „კ--–---------------–ის“ მიერ განხორციელებული თამაშის სცენარი მთლიანად და აღნიშნავს, რომ მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში არსად არ არის მითითებული გადაღებების თემატიკა. ხელშეკრულების საგანში მითითებულია მხოლოდ ქირავნობის საგანი, რაც დამქირავებელს გადაეცა განსაზღვრული მიზნისთვის ვიდეო გადაღებებისთვის და რაზეც დამქირავებელმა გარკვეული საფასური გადაუხადა გამქირავებელს. შესაბამისად, მოპასუხეს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოთხოვნა მის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ერთის მხრივ შპს „ფ-----.“-ს („შემკვეთი“) და მეორეს მხრივ შპს „კ--–---------------–ს“ („შემსრულებელი“) შორის 2013 წლის 11 მარტს დაიდო ანაზღაურებადი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება N0----, რომლის საფუძველზეც „შემსრულებელმა“ იკისრა ვალდებულება „შემკვეთის“ დავალებით საქართველოს ტერიტორიაზე გასწიოს შემკვეთის ჯგუფების წინამდებარე ხელშეკრულების N1 დანართში მითითებული მომსახურება 2013 წლის 03-06 აპრილის პერიოდში, ანაზღაურების სანაცვლოდ. ხელშეკრულება მოქმედებდა 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

 

ხელშეკრულების დანართით სხვა მომსახურებებთან ერთად გათვალისწინებული იყო „რ--------–------------ს“ თამაშის ორგანიზება და ჩატარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) დანართით (ს.ფ. 46-64, ტ.2)

 

3.1.2 ერთის მხრივ შპს „პ--–------ს“ („დამკვეთი“) და მეორეს მხრივ შპს „კ--–---------------–ს“ („შემსრულებელი“) შორის 2013 წლის 03 სექტემბერს დაიდო ანაზღაურებადი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება N0----, რომლის საფუძველზეც „შემსრულებელმა“ იკისრა ვალდებულება „შემკვეთის“ დავალებით საქართველოს ტერიტორიაზე გასწიოს შემკვეთის ჯგუფების წინამდებარე ხელშეკრულების დანართებში მითითებული მომსახურება, ანაზღაურების სანაცვლოდ. ხელშეკრულება მოქმედებდა 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

 

ხელშეკრულების დანართი N2-ით სხვა მომსახურებებთან ერთად გათვალისწინებული იყო რ-----ის ც-------------------ზე სათამაშო პროგრამის ორგანიზება და ჩატარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) დანართით (ს.ფ. 65-80, ტ.2)

 

3.1.3. ერთის მხრივ ინდ.მეწარმე „ნ-------------–---ს“ („შემკვეთი“) და მეორეს მხრივ შპს „კ--–---------------–ს“ („შემსრულებელი“) შორის 2017 წლის 20 მარტს დაიდო ანაზღაურებადი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება N0----, რომლის საფუძველზეც „შემსრულებელმა“ იკისრა ვალდებულება „შემკვეთის“ დავალებით საქართველოს ტერიტორიაზე გასწიოს წინამდებარე ხელშეკრულების დანართებში მითითებული მომსახურება, ანაზღაურების სანაცვლოდ. ხელშეკრულება მოქმედებდა 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

 

ხელშეკრულების დანართი N2-ით სხვა მომსახურებებთან ერთად გათვალისწინებული იყო ც-----------ის ტერიტორიაზე სათამაშო პროგრამის ორგანიზება და ჩატარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) დანართით (ს.ფ. 33-45, ტ.2)

 

3.1.4. 2013 წლის 21 თებერვალს ერთის მხრივ შპს „კ--–---------------–ს“ და მეორეს მხრივ ა(ა)იპ „ა---––-----–--ეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების პირველი მუხლით (ხელშეკრულების საგანი) განისაზღვრა, რომ გამქირავებელი ქირავნობის უფლებით ერთჯერადად (განსაზღვრული მიზნისთვის) გადასცემს, ხოლო დამქირავებელი იღებს გადასაღებ მოედანს (ლოკაციას), რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. ა---––----------------–---–-- ქ.#1, ე.წ. „ა---––----–--ე“. ქირავნობის საგანი დამქირავებელს გადაეცა განსაზღვრული მიზნისთვის - სატელევიზიო გადაღებისთვის, 3 დღე-ღამით, 2013 წლის 3, 4 და 5 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 81-83, ტ.2)

 

3.1.5. 2013 წლის 30 აგვისტოს ერთის მხრივ შპს „კ--–---------------–ს“ და მეორეს მხრივ ა(ა)იპ „ა---––-----–--ეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების პირველი მუხლით (ხელშეკრულების საგანი) განისაზღვრა, რომ გამქირავებელი ქირავნობის უფლებით ერთჯერადად (განსაზღვრული მიზნისთვის) გადასცემს, ხოლო დამქირავებელი იღებს გადასაღებ მოედანს (ლოკაციას), რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. ა---––----------------–---–-- ქ.#1. ქირავნობის საგანი დამქირავებელს გადაეცა განსაზღვრული მიზნისთვის - სატელევიზიო გადაღებისთვის, 3 დღე-ღამით, 2013 წლის 26, 27 და 28 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 84-87, ტ.2)

 

3.1.6. 2017 წლის 25 აპრილს ერთის მხრივ შპს „კ--–---------------–ს“ და მეორეს მხრივ ა(ა)იპ „ა---––-----–--ეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების პირველი მუხლით (ხელშეკრულების საგანი) განისაზღვრა, რომ გამქირავებელი ქირავნობის უფლებით ერთჯერადად (განსაზღვრული მიზნისთვის) გადასცემს, ხოლო დამქირავებელი იღებს გადასაღებ მოედანს (ლოკაციას), რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. ა---––----------------–---–-- ქ.#1. ქირავნობის საგანი დამქირავებელს გადაეცა განსაზღვრული მიზნისთვის - ვიდეო გადაღებისთვის, 1 დღით, ა/წლის 18 მაისს, რა დროსაც დაიკეტება „ა---––-----–--ე“.

 

18.05.2017წ. შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ა/წლის 18 მაისს „დამკვეთმა“ ა(ა)იპ „ა---––-----–--ის“ ტერიტორიაზე განახორციელა ვიდეო გადაღება, რომლის მომსახურების ფასმა შეადგინა 9 000 ლარი.

 

2017 წლის მაისის თვეში თამაშის ჩატარება ასევე დასტურდება რუსულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიითაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 88-90, ტ.2);

- მიღება ჩაბარების აქტი 1 (ს.ფ. 91, ტ.2);

- ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია (ნოტარიული თარგმანით) (ს.ფ. 254-158, ტ.2);

- CD დისკები (ს.ფ. 77, ტ.1; 182, ტ.2)

 

3.1.7. შპს „კ--–---------------–ის“ წარმომადგენელმა 2018 წლის 14 მაისს განცხადებით მიმართა ა(ა)იპ „ა---––-----–--ის“ დირექტორ დ----- ტ--------ს კითხვით, რატომ იყო ც---- გარკვეული ოთახები დაკეტილი.

 

განცხადებაზე პასუხად ა(ა)იპ „ა---––-----–--ის“ დირექტორმა მის 15.05.2018წ. წერილში მიუთითა, რომ შენობები გაქირავებულია შპს „T----------”-ზე ვიდეო გადაღებებისთვის, 2018 წლის 20 აპრილიდან - 20 მაისამდე. იმ გარემოებას, რომ ც---- ოთახები გაქირავებული იყო შპს „T----------”-ზე, ადასტურებს ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ.

 

2018 წლის 10 მაისს, ელექტრონული მიმოწერის დროსაც მოპასუხე ადასტურებს, რომ 2018 წლის 17 მაისს ა(ა)იპ „ა---––-----–--ე“ ვერ მიიღებს ვიზიტორებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 149, ტ.1);

- წერილი ელ. ფოსტაზე (ს.ფ. 150, ტ.1);

- განცხადებაზე პასუხი (ს.ფ. 151, ტ.1);

- ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ (ს.ფ. 152-155, ტ.1)

 

3.1.8. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ დეპონირებულია ლიტერატურული ნაწარმოები „ც--------------------“, განმცხადებელ ი--- მ--–-----ის მოთხოვნის საფუძველზე. დეპონირება განხორციელდა 2018 წლის 21 თებერვალს.

 

დეპონირებულ ნაწარმოებში, კერძოდ კი განმცხადებლის მიერ წარდგენილ თამაშის სცენარში მითითებულია, რომ „ც--------------------“ წარმოადგენს საქვეყნოდ ცნობილი თამაშის „ფ----------------ი“-ს მოტივებზე შექმნილ უნიკალურ პროექტს საქართველოში და შემდგომ გაწერილია თამაშის სრული სცენარი, შესაბამის საჭიროებებზე მითითებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დეპონირების დამადასტურებელი მოწმობა (ს.ფ. 251, ტ.2);

- „ც--------------------ს“ სცენარი, დანართით (ს.ფ. 253-287, ტ.2)

 

3.1.9. 2018 წლის 04 მაისს შპს „კ--–---------------–ის“ დირექტორმა ი--- მ--–-----ემ წერილით მიმართა შპს „T----------”-ის დირექტორ ი-- ბ---–--ს და მიუთითა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, შპს „T----------” ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, მათ შორის, უახლოეს მომავალში რ-----ის ც---–-, რომელიც შპს „კ--–---------------–ის“ ინტელექტუალური საკუთრებაა, თანახმად საქპატენტის დეპონირების მოწმობისა.

 

შესაბამისად, როგორც მიმართვის ავტორი განმარტავს, შპს „T----------” შპს „კ--–---------------–თან“ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ახორციელებს პროექტის საორგანიზაციო სამუშაოებს და იყენებს მას სამეწარმეო მიზნებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „კ--–---------------–მა“ მოსთხოვა შპს „T----------”-ს იმ მოქმედებათა აღკვეთა, რომელიც არღვევს მათ საავტორო უფლებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წერილი (ს.ფ. 72, ტ.1);

 

3.1.10. ის, რომ კორპორატიული პროექტ „ს--------ს“ მონაწილეები საქართველოში ჩამოვიდნენ „რ--------–------------“-სთვის საბრძოლველად და „ფ----------------ის“ მსგავსი თამაში სწორედ შპს „T----------”-მა ჩაატარა 2018 წლის მაისის თვეში, უდავოა და მას თავად მოპასუხეც არ უარყოფს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შესაგებელი;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია (ნოტარიული თარგმანით) (ს.ფ. 106-115, ტ.2);

- CD დისკი (ს.ფ. 217, ტ.1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დასტურდება შპს „კ--–---------------–ის“ მიერ ჩატარებული პროექტის „ც--------------------ს“ და შპს „T----------“-ის მიერ განხორციელებული პროექტის/თამაშის იდენტურობა.

 

დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს სწორედ იმის განსაზღვრა, რამდენად მოახდინა შპს „T----------”-მა შპს „კ--–---------------–ის“ მიერ საქპატენტში დეპონირებული ნაწარმოების/თამაშის იდენტური პროექტის ჩატარება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტი - თამაშობების ჩატარება ორივე მხარის მიერ არის უდავო, ისევე როგორც ჩატარების ლოკაცია - ა---–ც---, რ-----ის ც---.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ორივე პროექტი შეიქმნა საყოველთაოდ ცნობილი „ფ----------------ის“ გავლენითა და მოტივებით. აღნიშნული გარემოება თავად „საქპატენტში“ დეპონირებული თამაშის სცენარშივეა გაჟღერებული. სასამართლო სხდომაზე შპს „კ--–---------------–ის“ წარმომადგენელი განმარტავდა, რომ მართალია „ც--------------------ს“ იდეა სწორედ ფ----------------იდან მომდინარეობს და მის მსგავს პროექტს წარმოადგენს, მაგრამ მათ მიერ შეტანილ იქნა გარკვეული განსხვავებული ელემენტები, როგორიცაა პროექტის გახსნის ცერემონია, ყურძნის წურვის თამაში და ა.შ. შესაბამისად, მხარე დაობს სწორედ იმაზე, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებული თამაში არის მათი პროექტის ზუსტი ანალოგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

განსახილველ დავაში მოსარჩელე ვერ მიუთითებს იმ უტყუარ მტკიცებულებაზე, რაც დაადასტურებდა ამ ორი ტურისტული კომპანიის მიერ ჩატარებული თამაშობების იდენტურობას. საქმეში წარმოდგენილია CD დისკები, რომლებზეც აღბეჭდილია მათ მიერ ჩატარებული პროექტების ვიდეო გადაღება, მაგრამ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა ზუსტი მსგავსება. ის, რომ ორივე პროექტი არის „ფ----------------ის“ მოტივებზე შექმნილი, მარტივად დასტურდება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ რამდენადაც მოსარჩელე დავობს მის დარღვეულ უფლებაზე, მან უნდა მიუთითოს სარწმუნოდ რა უფლება დაერღვა. მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ მას აქვს ნაწარმოებად დეპონირებული თამაშის სცენარი, ვერ აუკრძალავს სხვა მსურველს ჩაატაროს მსგავსი თამაშობა, რომლის ანალოგს თავად ეს დეპონირებული ნაწარმოები წარმოადგენს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მხოლოდ „კ--–---------------–ს“ აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება ჩაატაროს უცხოური პროექტის ანალოგი საქართველოში და არც ის დასტურდება, რომ რ-----ის ც---–- სხვას არ შეუძლია მსგავსი ღონისძიების განხორციელება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია შპს „კ--–---------------–ის“ პრეტენზია შპს „T----------”-ის მისამართით იმის გამო, რომ მან ჩაატარა მოსარჩელის მსგავსი თამაში 2018 წლის მაისის თვეში, რასაც იგი ახორციელებდა 2013 წლის შემდგომ და რომლის დეპონირებაც „საქპატენტში“ 2018 წელს მოახდინა.

 

3.2.2. შპს „T----------“-ს არ დაურღვევია შპს „კ--–---------------–ის“ ინტელექტუალური საკუთრების უფლება და ამდენად, მისი მხრიდან არც ზიანის მიყენების ფაქტი დასტურდება.

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ.

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის შემთხვევებს კი განიხილავს ზემოაღნიშნული კანონის 58-ე მუხლი, რომლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი დარღვევის ერთ-ერთ შემთხვევად ასახელებს ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენებას;

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, შპს „კ--–---------------–ი“ შპს „T----------“-ს ედავება მის მიერ დეპონირებული პროექტის - „ც--------------------ს“ მსგავსი ღონისძიების ჩატარებას 2018 წლის მაისის თვეში, რ-----ის ც---–- და მისი საავტორო უფლების დარღვევისთვის სთხოვს ზიანის ანაზღაურებას.

 

სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში მიუთითა, რომ არ დგინდებოდა მხარეთა მიერ ჩატარებული პროექტების იდენტურობა. შესაბამისად, სასამართლოსთვის დაუსაბუთებელია აპელირება იმაზე, რომ მას მოპასუხის ქმედებამ მიაყენა ზიანი, რის გამოც, მოთხოვნას მიიჩნევს დაუსაბუთებლად.

 

3.2.3. არ დასტურდება ა(ა)იპ „ა---––-----–--ის“ მოქმედების შედეგად შპს „კ--–---------------–ისთვის“ ზიანის მიყენების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ხსენებული ნორმა ცალსახად მიუთითებს, რომ პირს ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაეკისროს, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს „კ--–---------------–ი“ დელიქტიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევაში ედავება ა(ა)იპ „ა---––-----–--ეს“ და განმარტავს, რომ იყო სახელშეკრულებო ურთიერთობაში ც---სთან, ატარებდა ღონისძიებებს და ჰქონდა ნდობა, რომ 2018 წლის მაისის თვეშიც შეძლებდა ანალოგიური პროექტის განხორციელებას, რასაც ახორციელებდა 2013 წლიდან. შედეგად, რამდენადაც მოპასუხე სახელშეკრულებო ურთიერთობაში ნაცვლად შპს „კ--–---------------–ისა“ შევიდა შპს „T----------“-თან, მიადგა მატერიალური ზიანი.

 

თავდაპირველად სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს „კ--–---------------–სა“ და ა(ა)იპ „ა---––-----–--ეს“ შორის არსებულ ხელშეკრულებათა შინაარსზე, სადაც, თითოეულ მათგანში, ცალსახად მითითებულია, რომ გამქირავებელმა (ააიპ „ა---––-----–--ე“) ქირავნობის უფლებით ხელშეკრულების საგანი ერთჯერადად, განსაზღვრული მიზნისთვის (გადაღებისთვის) გადასცა შპს „კ--–---------------–ს“. შესაბამისად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ან რაიმე სახის შეზღუდვა, რაც დაავალდებულებდა მოპასუხეს ხელშეკრულება მხოლოდ მოსარჩელესთან გაეფორმებინა. ამდენად, არ იკვეთება ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის საჭირო წინაპირობები, კერძოდ, არ დგინდება რა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა ა(ა)იპ „ა---––-----–--ემ“, რამაც შედეგად მატერიალური ზიანი მიაყენა შპს „კ--–---------------–ს“, რის გამოც, მოთხოვნა მის ნაწილშიც არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.2.4. მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არის დაუსაბუთებელი, ისევე როგორც, დაუსაბუთებელია ზიანის ოდენობა.

 

სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში როგორც შპს “T----------”-ის, ისე ა(ა)იპ „ა---––-----–--ის“ წინააღმდეგ. თუმცა, აქვე, სურს ასევე ყურადღება გაამახვილოს თავად ზიანის თანხის ოდენობაზეც.

 

მოსარჩელე განმარტავდა, რომ ზიანი მიაყენა კონკრეტულად შპს “T----------”-ის მიერ თამაშის ჩატარების ფაქტმა, რის გამოც შპს „კ--–---------------–მა“ ვეღარ შეძლო ღონისძიების განხორციელება და 40 000 ლარი წარმოადგენს სწორედ იმ თანხას, რასაც მიიღებდა პროექტის ჩატარებით. თანხის ოდენობასთან დაკავშირებით კი მიუთითებს შპს „ს------------------ის“ დამოუკიდებელი მარწმუნებლის ანგარიშზე. (იხ. ს.ფ. 94-95, ტ.2)

 

აუდიტორის მიერ შედგენილი წინამდებარე ანგარიშის დასკვნაში მითითებულია შემდეგი: „ჩვენი აზრით, შპს „კ--–---------------–ის“ მტკიცება იმის შესახებ, რომ 2017 წლის 20 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული ფინანსური შედეგი 40 625 ლარს შეადგენს, სამართლიანი განცხადებაა“.

 

ზემოაღნიშნული ანგარიში სასამართლოს არ მიაჩნია საკმარის და სათანადო მტკიცებულებად, რითიც უნდა მოახდინოს მხარემ ზიანის რეალური ოდენობის დასაბუთება. წარმოდგენილი ანგარიში ეხება 2017 წელს ჩატარებული თამაშის ფინანსურ შედეგს და ზუსტად ამ ოდენობით შემოსავალს რომ მიიღებდა 2018 წლის პროექტის განხორციელების შედეგადაც, ვერ დადასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებით, რამდენადაც, სასამართლოს მოსაზრებით, ბევრად განჭვრეტადი და კონკრეტული უნდა იყოს ზიანი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების შეჯერების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი;

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-5, მე-91, მე-10, მე-18, 58-ე, 59-ე მუხლები;

„ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის (მიღებული 1886 წლის 9 სექტემბერს, რომლის წევრიც საქართველო არის 1995 წლის 16 მაისიდან) მე-2 მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი საავტორო უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტით, კანონი არეგულირებს იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები). კანონის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით კი, კანონი ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ხოლო მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ფოტოგრაფიული ნაწარმოები ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოები შედის მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებში.

 

„ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 2(1) მუხლით, გამოთქმა “ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები” მოიცავს ყველა ნამუშევარს ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში, მისი გამოხატვის ხერხისა და ფორმის მიუხედავად.

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი პუნქტით, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს, ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“. დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად/საავტორო უფლების მფლობელად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით კი, პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება.

 

მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ შპს „კ--–---------------–ის“ დირექტორ ი--- მ--–-----ეს საქპატენტში აქვს დეპონირებული ნაწარმოები „ც--------------------“.

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი საავტორო უფლება ვრცელდება თამაშზე „ც--------------------“ და რამდენადაც შპს „T----------”-მაც სწორედ ანალოგიური პროექტი განახორციელა 2018 წლის მაისის თვეში რ-----ის ც---–-, ამით დაარღვია მისი, როგორც ავტორის უფლებები.

 

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად ჩაითვლება ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება.

 

ამავე კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი კი უფლებას ანიჭებს საავტორო უფლების მფლობელს დამრღვევისგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე შპს „კ--–---------------–ის“ წარმომადგენელთა განმარტება განხორციელებული პროექტების იდენტურობასთან დაკავშირებით და ამდენად, არც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება შპს „T----------”-ს მის სასარგებლოდ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ა(ა)იპ „ა---––-----–--ის“ მიერ 2018 წლის მაისის თვეში ჩასატარებელ ღონისძიებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული თითოეული ხელშეკრულება არის ერთჯერადი, განსაზღვრული მიზნისთვის დადებული. მაგალითისთვის, რამდენადაც 2017 წლის 20 მარტის ხელშეკრულება არსებობდა შპს „კ--–---------------–სა“ და ინდ. მეწარმე „ნ-------------–---ს“ შორის, რომლის საფუძველზეც „შემსრულებელმა“ აიღო ვალდებულება საქართველოს ტერიტორიაზე გაუწიოს „შემკვეთს“ ტურისტული მომსახურება, ამ მიზნით მოხდა 2017 წლის 25 აპრილის ხელშეკრულების გაფორმება ა(ა)იპ „ა---––-----–--ესთან“, გადასაღები მოედნის (რ-----ის ც---) დაქირავების მიზნით ერთჯერადად, განსაზღვრული მიზნისთვის, ერთი დღით. არც ამ და არც წინმსწრებ რომელიმე ხელშეკრულებაში ა(ა)იპ „ა---––-----–--ეს“ არ უკისრია ვალდებულება მსგავსი ტიპის ხელშეკრულება მხოლოდ შპს „კ--–---------------–თან“ გაეფორმებინა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებას. მოცემულ შემთხვევაში, შპს „კ--–---------------–ის“ წარმომადგენელმა ვერ დაუსაბუთა სასამართლოს მისი სარჩელის საფუძვლიანობა, რადგან ა(ა)იპ „ა---––-----–--ის“ ქმედებაში არ იკვეთება მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები. ზიანთან დაკავშირებითაც სასამართლო აღნიშნავს, რომ რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს, ან კონკრეტულად რა ოდენობით, ვერც ამ ნაწილში დაასაბუთა მან მოთხოვნა. ზიანის არსებობის მესამე კომპონენტზე, რომლის მიხედვითაც უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შესაძლოა გამოეწვია მოსარჩელისადმი მიყენებული ზიანი, ვერ დგინდება, ისევე როგორც მისი ბრალეული ქმედება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის სახეზე ა(ა)იპ „ა---––-----–--ის“ მიერ შპს „კ--–---------------–ისთვის“ ზიანის მიყენების ფაქტი მოსარჩელის მიერ დასაბუთებული, რის გამოც მოთხოვნა არც მის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 200 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მასვე, დაუბრუნდება ზედმეტად (თავდაპირველ სარჩელზე) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს „კ--–---------------–ის“ სარჩელი მოპასუხეების - შპს “T----------”-ის და ა(ა)იპ ა---––-----–--ის წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1 200 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. მოსარჩელე შპს „კ--–---------------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ი-----–-----------–---- მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, რომელიც გადახდილია 08/05/2018 წელს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადახდო დავალება №0).

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხე შპს “T----------”-ს აეკრძალა ა---–ც-------------------ზე შპს „კ--–---------------–ის“ დირექტორის ი--- მ--–-----ის მიერ „საქპატენტში“ დეპონირებული ლიტერატურული ნაწარმოების სცენარის მიხედვით „ც--------------------ს“ თამაშის ჩატარება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია გიგაური