მუხლი 13. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორის უფლებები
თავი II — საავტორო უფლებები
1. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორს ეკუთვნის საავტორო უფლება მის მიერ განხორციელებულ გადამუშავებაზე.
2. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა დაიცვას ამ ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება.
3. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს, გადაამუშაონ იგივე ნაწარმოებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-473-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა), 12.1 (შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს), 13.1 და 13.2 მუხლის (გადამუშავებული ნაწარმოების ავტორს ეკუთვნის საავტორო უფლება მის მიერ განხორციელებულ გადამუშავებაზე. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა დაიცვას…
საქმე №ას-221-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
…საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს. შემდგენელმა უნდა დაიცვას შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორების საავტორო უფლება. ამ კანონიოს 13.1 და 13.2 მუხლის მიხედვით, გადამუშავებული ნაწარმოების ავტორს ეკუთვნის საავტორო უფლება მის მიერ განხორციელებულ გადამუშავებაზე. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა…
…გვარით, ვინაიდან საქართველოში პირის იდენტიფიცირებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ სახელი და გვარი, ამასთან, დაბადების თარიღითაც შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება, საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომლის საფუძველზეც, ნ.ძ. არ წარმოადგენდა საავტორო უფლების მფლობელს, რადგან, მართალია, მან…
…ნაწარმოები, კერძოდ, თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კოპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა დაიცვას ამ ნაწარმოების…
საქმე №ას-527-1201-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2003
…მათ შორის, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. კასატორმა მიუთითა 1964წ. სკ-ს 492-ე მუხლი და აღნიშნა, რომ კომპანია “კოკა-კოლას” ზემოხსენებული უფლება 1976 წელს დაცული იყო. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-18 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით კასატორმა მიიჩნია, რომ ორიგინალური ნაწარმოების ავტორის ნებართვის გარეშე მისი გადამუშავებისას, გადამუშავების ავტორს საავტორო უფლებები არ…