მუხლი 16. საავტორო უფლება სამსახურებრივ ნაწარმოებზე
თავი II — საავტორო უფლებები
1. ქონებრივი უფლებები დასაქმებულის ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე , რომელიც დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებასთან (სამსახურებრივი ნაწარმოები ), ეკუთვნის შესაბამისად დამსაქმებელს ან შემკვეთს , თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .
2. (ამოღებულია) .
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. დამსაქმებელს უფლება აქვს , სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი (დასახელება ) ან მოითხოვოს ასეთი მითითება .
7. სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას საავტორო გასამრჯელოს (ჰონორარის ) ოდენობა და გადახდის წესი შეიძლება განისაზღვროს ავტორსა და დამსაქმებელს შორის ხელშეკრულებით .
8. (ამოღებულია) .
საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №ას-1522-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2023
…შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს ნაწარმოები და გადაუხადოს ავტორს ჰონორარი. ამასთან, კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, ნაწარმოების შექმნის შესახებ ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს იმავე კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ქონებრივი უფლებები შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია შეკვეთის შესრულებასთან…
…ავტორის არაქონებრივი უფლების დაცვაა და თუკი მოსარჩელის შემოქმედებას თუნდაც სამსახურებრივ ნაწარმოებად მივიჩნევდით, ეს გარემოება, სხვა წინაპირობების არსებობისას, ხელისშემშლელი ვერ იქნებოდა სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, რადგანაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი აქცენტს საავტორო ქონებრივ უფლებებზე აკეთებს და არ ადგენს რაიმე შეზღუდვას ავტორის არაქონებრივი…
…დახმარებისთვის. აღნიშნული ფაქტი მოპასუხეებმა დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში გაკეთებულ ახსნა-განმარტებებსა და შესაგებლებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით მართებულად მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა ე. ქ.-ის მიერ ქონებრივი…
…სააგენტოს ხელმძღვანელობას გაწეული მეთოდური დახმარებისთვის. აღნიშნული ფაქტი მოპასუხეებმა დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში გაკეთებულ ახსნა-განმარტებებსა და შესაგებლებში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, პალატამ მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა ე. ქ.-ის მიერ ქონებრივი საავტორო…
…დადგენილ ვადაში დავალება შეასრულა. სახელმძღვანელოს გამოცემა უნდა დაეფინანსებინა მოპასუხეს, თუმცა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არ შეუქმნია ისეთი ნაწარმოები, რომელიც «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეიძლება მიჩნეულ იქნას სამსახურებრივ ნაწარმოებად, შესაბამისად, მასზე არ შეიძლება…