1. კომპიუტერული პროგრამის ავტორი ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) კომპიუტერული პროგრამის რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ. თუ ასეთი რეპროდუცირება ესაჭიროება კომპიუტერული პროგრამის ჩატვირთვას, ჩვენებას, მუშაობას, გადაცემას (ტრანსმისიას) ან შენახვას, აუცილებელია ავტორის თანხმობა;

ბ) კომპიუტერული პროგრამის პროგრამირების ერთი ენიდან მეორე ენაზე გადატანა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება იმ პირის უფლებების დაცვით, რომელიც ცვლის კომპიუტერულ პროგრამას;

გ) (ამოღებულია).

2. მონაცემთა ბაზის ავტორი ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) მონაცემთა ბაზის დროებითი ან მუდმივი რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ;

ბ) მონაცემთა ბაზის თარგმნა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება, გავრცელება, საჯარო გადაცემა, ჩვენება ან შესრულება;

გ) (ამოღებულია).

დ) ნებისმიერი გადაცემა, ჩვენება ან შესრულება საზოგადოების წინაშე, დიალოგური, პირდაპირი ტრანსლაციის ჩათვლით.

საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 1