გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2019
საქმის ნომერი
330210017001880301
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210017001880301

№2/36649-18

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2019წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლევან მიქაბერიძე

სხდომის მდივანი - ილია ვაშაკიძე

 

მოსარჩელე - მა--------------------------–-ნ

წარმომადგენლები - ნი-------–-----–ი, ან---------–---–ი

მოპასუხე - შპს ,,სუ-------ვ’’

წარმომადგენელი - თე----------------–-ა

დავის საგანი - ფულადი კომპენსაციის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,სუ-------ვს’’ მა--------------------------–-ნის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია 162 450 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძველი:

 

2016 წლის 13 აპრილს შპს ,,მა-------------------------–--მ’’, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ,,სუ-------ვ’’ თავისი საქმიანობისას სარგებლობდა არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამებით, წერილობით მიმართა მის დირექტორს ლა–-----–-----ს და შეატყობინა არალიცენზირებული ,,კომპიუტერული პროგრამებით’’ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები. ამავე შეტყობინებით, ,,მა--------------ა’’ ,,სუ-------ვს’’ შესთავაზა კომპანიის სალიცენზიო პროგრამების მოგვარებაში დახმარება, თუმცა მოპასუხეს აღნიშნულთან დაკავშირებით, ინტერესი არასდროს გამოუხატავს.

 

2016 წლის 15 ნოემბერს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და სთხოვა მტკიცებულებათა უზრუნველყოფა მოპასუხის სარგებლობაში და/ან საკუთრებაში არსებული პერსონალური კომპიუტერების დათვალიერება/ინსპექტირების გზით, რათა დადგენილიყო აღნიშნულ კომპიუტერებში ჩაწერილი იყო თუ არა ,,კომპიუტერული პროგრამები’’.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სა---------–-----------–----------------------------–---------------–---------ს დაევალა მოპასუხის სარგებლობაში ან/და საკუთრებაში არსებული იმ პერსონალური კომპიუტერების შემოწმება, რომლებიც მდებარეობდა მისამართზე საქართველო, ქ. თბილისი, მა--–--–----–------ს გამზირი N2.

 

აღსრულების პროცესში გამოვლინდა, რომ მოპასუხის იმ შვიდივე პერსონალურ კომპიუტერზე, რომელიც შემოწმდა, ჩაწერილია ,,მა--------------ს’’ ,,კომპიუტერული პროგრამები’’, კერძოდ: შემოწმებული 7 პერსონალური კომპიუტერიდან ყველა სარგებლობს ,,მა---------------------------–-------- 7’’-ის ვერსიით, ამასთან, ამ კომპიუტერებიდან 1 ცალი სარგებლობს ,,მა----------------------------------–----–---–-----თ’’, 2 სარგებლობს ,,მა----------------------------------–----–---–-----თ’’, ოთხი კი, ,,მა---------------------------------------7’’-ით.

 

მოპასუხის წარმომადგენლებმა არ მისცეს უფლება აღმასრულებელს, შეემოწმებინა ოფისის სრული ტერიტორია და ყველა ოთახი, სადაც კომპიუტერები იყო განთავსებული და როგორც ეს გათვალისწინებული იყო განჩინებით. უფრო მეტიც, მოპასუხემ არა მხოლოდ ჩაკეტა გარკვეული ოთახები, არამედ კომპიუტერების დამალვის მიზნით, ჩამოხსნა ოფისის თავზე განთავსებული კომპანიის სახელობითი აბრა. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობრივი გზით დაატოვებინეს ოფისის ტერიტორია აღმასრულებელს, მის თანმხლებ პირებსა და მოსარჩელის წარმომადგენელს. შედეგად, აღმასრულებელს მხოლოდ ოფისის მიღმა ტერიტორიაზე მოუწია ოქმის შედგენის დასრულება.

 

მოპასუხის მიერ გამოყენებული ,,კომპიუტერული პროგრამები’’ საქართველოში ხელმისაწვდომია ,,მა--------------ს’’ პარტნიორების საშუალებით შემდეგ ფასად: ,,მა---------------------------–-------- 7’’-ის ღირებულება შეადგენს 194 აშშ დოლარს, ხოლო ,,მა----------------------------------–----–---–----ს’’ ღირებულებაა 528 აშშ დოლარი. იმ პროდუქტის ღირებულება, რომელიც ამჟამად ფასთა ჩამონათვალში არ არის მითითებული, გამოითვლება ჩამონათვალში მოცემული მისი ექვივალენტი პროდუქტის ღირებულების შესაბამისად.

შპს ,,მა-------------------------–--ს’’ ლიცენზირების ბაზაში დაცული ინფორმაციით მოპასუხის მიერ შესყიდული ლიცენზიების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა 2017 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. 2017 წლის თებერვალში მოპასუხემ შეიძინა ,,კომპიუტერული პროგრამების’’ გამოყენებისათვის ლიცენზიები 15 კომპიუტერისათვის. შესაბამისად, ცხადია, რომ მოპასუხე არა მხოლოდ 7 კომპიუტერისათვის, არამედ გაცილებით მეტი, სულ მცირე 15 კომპიუტერისათვის იყენებდა არალიცენზირებულ ,,კომპიუტერულ პროგრამებს’’ და შეგნებულად შეუშალა ხელი აღსრულების პროცესს, რათა არ გამოვლენილიყო მათ სარგებლობაში არსებული კომპიუტერების რეალური ოდენობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანია არ იყენებდა მოსარჩელის პროგრამულ პროდუქტებს, რადგან კომპანიის ყველა კომპიუტერში ჩატვირთული იყო ,,ლი------ს’’ უფასო პროგრამები.

 

მოპასუხის მითითებით, მის მიერ არალიცენზირებული პროგრამა არ გამოყენებულა და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის პროცესში აღმოჩენილი პროგრამების დიდი ნაწილი შეძენილია ლეგალურად ფიზიკური პირების მიერ. მან ასევე უარყო გარემოება ხელშეშლასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მის არც ერთ თანამშრომელს ან რომელიმე მის წარმომადგენელს ხელი არ შეუშლია აღ------–---------------–-----------------------–---–---------ს.

 

მოპასუხემ სადავო გახადა ასევე მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა და განმარტა, რომ მა--------------------------–-ნის მიერ განსაზღვრული ფასები (,,მა---------------------------–-------- 7’’ - 194 აშშ დოლარი; ,,მა----------------------------------–----–---–----’’ - 528 აშშ დოლარი) წარმოადგენს უახლესი პროგრამების ფასს, ხოლო მოპასუხის კომპიუტერებში აღმოჩენილი პროგრამების წარმოებას კომპანია მა--------------------------–-ნი აღარ ახორციელებს.

 

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ყველა კომპიუტერში ჩატვირთული აქვს ,,ლი------ს’’ პროგრამული უზრუნველყოფა. კომპანიის თანამშრომლებს შრომით ხელშეკრულებით განსაზღვრული აქვთ კომპანიის კუთვნილ ქონებაზე პასუხისმგებლობის ნაწილი, რომლის თანახმადაც, იმ ქონებაზე, რომელსაც კომპანია გადასცემს დასაქმებულს სარგებლობაში, მის მართლზომიერ გამოყენებასა და კანონიერ ექსპლოატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დასაქმებულს. თანამშრომელთა მხრიდან თვითნებურად განხორციელდა ,,მა--------------ს’’ პროდუქციის ჩატვირთვა კომპანიის კუთვნილ კომპიუტერებზე. თანამშრომელთა ქმედებაზე, რომლებმაც თვითნებურად ჩატვირთეს მათზე განპირობებულ კომპიუტერში პროგრამა კომპანია პასუხს ვერ აგებს. ამავდროულად, მოპასუხის მითითებით, თანამშრომლების ნაწილს შეძენილი აქვთ ლიცენზირებული პროგრამები.

 

შპს ,,სუ-------ვ’’ წარმოადგენს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზირებულ პირს. კომპანიის არსებობის მანძილზე არ დაფიქსირებულა არამართლზომიერი ტრანზიტის არც ერთი შემთხვევა. მოპასუხე მკაცრად იცავს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და ასევე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლითაც განსაზღვრულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ვალდებულება. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ კომპანიას არ გააჩნდა ფინანსური რესურსები მა--------------ს ლიცენზირებული პროგრამის შესაძენად, იგი სარგებლობდა და სარგებლობს ,,ლი------ს’’ უფასო პროგრამული უზრუნველყოფით.

 

შპს ,,სუ-------ვს’’ ოფისებში დასაქმებულ პირებს, კომპანიისგან სარგებლობაში გადაეცემათ სამუშაო პროცესისათვის აუცილებელი ყველა საჭირო მოწყობილობა, მათ შორის პერსონალური კომპიუტერები მასში ჩატვირთული ,,ლი------ს’’ პროგრამით. შრომითი ხელშეკრულებით კი განსაზღვრულია პირობები, რომლის თანახმად დასაქმებული იღებს ვალდებულებას კომპანიის კუთვნილი ქონება იქონიოს მართლზომიერ სარგებლობაში, პასუხს აგებს მისი დაზიანების, დაკარგვის ან არაკანონიერად მისი ექსპლოატაციის შემთხვევაში. აღ------–---------------–----------ს შემოწმების შედეგად მოპასუხის კუთვნილ 7 კომპიუტერზე აღმოჩენილ მა--------------ს პროგრამული უზრუნველყოფა სხვადასხვა პერიოდში ჩატვირთულია თვითნებურად, თავად თანამშრომელთა მიერ. იგი ამ ურთიერთობაში კეთილსინდისიერი მხარეა და არ შეიძლებოდა სცოდნოდა მოსარჩელის საავტორო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

რაც შეეხება, უშუალოდ შემოწმების პროცესს, სასამართლოს განჩინებით, ,,მა--------------------------–-ნს’’ მიენიჭა უფლებამოსილება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით ჩაეტარებინა დათვალიერება-ინსპექტირება მოპასუხის შენობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მა--–--–----–------ს გამზირი N2. აღნიშნულ მისამართზე განთავსებულია კომპანიის ადმინისტრაციული ნაწილი, იურისტები, ბუღალტრები და ფინანსური მრჩეველი. სწორედ მათ სარგებლობაშია სარჩელში ხსენებული და მოსარჩელის მიერ შემოწმებული 7 ერთეული კომპიუტერი.

 

კომპანიის ოფისები საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე განთავსებულია სხვადასხვა ლოკაციაზე. მოპასუხის მტკიცებით, მა--------------------------–-ნს ვარაუდის გარდა სხვა მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებს, რომ აღსრულების პროცესის დროს გამოვლენილ 7 კომპიუტერზე მეტი რაოდენობა იყო მოპასუხის ოფისში არ არსებობს. მოპასუხის არცერთი წარმომადგენლისა და დასაქმებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე ტიპის დაბრკოლებას ან სხვაგვარად ხელის შეშლას. პირიქით, ნებაყოფლობით მოხდა ყველა ოთახში გაფრთხილების გარეშე მისული პირების შეყვანა და კომპიუტერების დათვალიერება, რისი დასრულების შემდგომაც, აღმასრულებელთან კონფლიქტი მოუვიდა სხვა ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის მოპასუხე საზოგადოების თანამშრომელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

 

მოპასუხე შესაგებლის ფარგლებში ასევე შეეხო, იმ გარემოებასაც, რომ თავად მოსარჩელის ვებ-გვერდიდან ნებისმიერ მოქალაქეს ან/და კომპანიას აქვს შესაძლებლობა მარტივად და უფასოდ გადმოწეროს ანალოგიური პროგრამები და გამოიყენოს ის თავის სურვილისამებრ. გარკვეული დროის შემდეგ (30 დღე), პროგრამა ითხოვს აქტივაციას, ლიცენზიის შეძენას და სათანადო კოდის შეყვანას, თუმცა პროგრამა მცირე შეფერხებით, მაინც მუშაობს და შესაძლებელია მისი გამოყენება. ამდენად, მარკეტინგული თვალსაზრისით, თავად მოსარჩელე აძლევს ნებისმიერ მსურველს საკუთარი პროგრამების ულიცენზიოდ გამოყენების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხევაში ცხადია მათ აქვთ პროგრამების იმგვარად კოდირების შესაძლებლობა, რომ ვერავინ მოახერხოს მათი გამოყენება, რაც წარმოშობს საავტორო უფლების დარღვევის პროვოცირებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, რომლის რეგისტრაციაც განხორციელდა 2011 წლის 28 იანვარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.1.2. მა--------------------------–-ნი (Mi------------------n) წარმოადგენს მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციას, რომელიც ქმნის, ავითარებს, აწარმოებს, გასცემს ლიცენზიებს და ყიდის კომპიუტერულ პროგრამებს, პერსონალურ კომპიუტერებსა და სხვა სამომხმარებლო ელექტრო მოწყობილობებსა და ტექნიკას.

 

3.1.3. მა--------------------------–-ნის ფართოდ გავრცელებული კომპიუტერული პროგრამებია: ,,Mi----------------------------------------------ი’’, ,,Mi-----------------------------------------ი’’, ,,Mi-------------------------------------------------------------------ს’’, რომელთა ლიცენზირებული ვერსიები საქართველოში ხელმისაწვდომია მა--------------------------–-ნის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

 

3.1.4. შპს ,,მა-------------------------–--’’ წარმოადგენს მა--------------------------–-ნის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში (შვილობილ კომპანიას), რომელიც უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე მა--------------------------–-ნისა და ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების რეალიზაციას, მომსახურებას და სხვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის ახსნა-განმარტება;

- წერილობითი მიმართვები;

 

3.1.5. Mi------------------n-ის ორგანიზაციების ლიცენზირების მონაცემთა ბაზაში 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, მოპასუხის მიერ Mi------------------n-ის პროდუქტების გამოყენებისათვის ლიცენზიის შეძენის შესახებ ინფორმაცია არ აღმოჩნდა, რის შესახებაც ეცნობა მოპასუხეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.03.2016წ. წერილობითი მიმართვა;

 

3.1.6. 2016 წლის 9 მარტის მდგომარეობით შპს ,,სუ-------ვ’’-ის მიერ შეძენილია Mi------------------n-ის პროდუქტების გამოყენებისათვის შემდეგი ლიცენზიები:

- Wi-----------------n – 15 ლიცენზია;

- Office Standard – 15 ლიცენზია;

- Wi---------------L – 14 ლიცენზია;

- Wi------------------------------r – 1 ლიცენზია;

- Wi-------------------------e – 32 ლიცენზია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 09.03.2016წ. მიმართვა;

 

3.1.7. 2016 წლის 13 აპრილს, მა--------------------------–-ნის წარმომადგენელმა წერილობით მიმართა მოპასუხეს და განუმარტა, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანია ვარაუდობს, რომ მათ ორგანიზაციას სრული მოცულობით არ გააჩნია Mi------------------n-ის გამოყენებული პროდუქტების ლიცენზიები. გარდა ამისა, მათ ორგანიზაციას არ გამოუხატავს დაინტერესება ლიცენზიების გარეშე გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. ამავე წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს შესთავაზა ურთიერთმომგებიანი გადაწყვეტილების მიღება და ორგანიზაციის მიერ Mi------------------n-ის პროდუქციის საჭირო ლიცენზიების შეძენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.04.2016წ. წერილობითი მიმართვა;

 

3.1.8. მიუხედავად მიწერილობისა, მოპასუხეს არ გამოუხატავს დაინტერესება Mi------------------n-ის ლიცენზირებული პროგრამების შეძენასა და ლიცენზიების გარეშე გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, რის გამოც მოსარჩელემ 2016 წლის 15 ნოემბერს სარჩელის აღძვრამდე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარის ახსნა-განმარტება;

 

3.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ,,მა--------------------------–-ნის’’ განცხადება მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სს------------–---------------–---------ს დაევალა განეხორციელებინა მოპასუხისათვის შეუტყობინებლად, კომპანიის სარგებლობაში ან/და საკუთრებაში არსებული პერსონალური კომპიუტერების (მდებარე: საქართველო, თბილისი, მა--–--–----–------ს გამზირი №2), დათვალიერება/ინსპექტირება, რათა დადგენილიყო - იყო თუ არა კომპიუტერებში ჩაწერილი/ინსტალირებული ის კომპიუტერული პროგრამები, რომელზედაც მა--------------------------–-ნს გააჩნდა ინტელექტუალური საკუთრების უფლება, მათ შორის: ,,Mi----------------------------------------------ი’’; ,,Mi-----------------------------------------ი’’; ,,Mi-------------------------------------------------------------------ს’’ და მათი სხვადასხვა ვერსიები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.11.2016წ. განჩინება;

 

3.1.10. 2016 წლის 1 დეკემბერს აღ------–---------------–----------ს მიერ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინების აღსრულებისას, მოპასუხის მფლობელობაში არსებულ და ყველა შემოწმებულ კომპიუტერზე (აღსრულების ფარგლებში შემოწმდა მხოლოდ 7 კომპიუტერი) აღმოჩნდა Mi------------------n-ის არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამები, კერძოდ: შემოწმებული შვიდივე კომპიუტერი სარგებლობდა ,,მა---------------------------–-------- 7’’ ვერსიით, რომელთაგან ერთი სარგებლობდა ,,მა----------------------------------–----–---–-----თ’’, ორი სარგებლობდა ,,მა----------------------------------–----–---–-----თ’’, ოთხი კი - ,,მა---------------------------------------7’’-ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ოქმები;

 

3.1.11. შპს ,,მაიქროსოფტ საქართველოს’’, როგორც საქართველოში Mi------------------n-ის შვილობილი კომპანიის მიერ გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, Wi---------------e ღირებულება შეადგენს - 194 აშშ დოლარს, ხოლო Mi--------------------------l Pl-- 2016-ის ღირებულება განისაზღვრება 528 აშშ დოლარის ოდენობით. ამავდროულად, ამავე დოკუმენტით დგინდება, რომ ფასების დადგენა ხდება Mi------------------n-ის პარტნიორთა მიერ და არა უშუალოდ Mi------------------n-ის მიერ.

 

3.1.12. რაც შეეხება, ,,მა----------------------------------–----–---–-----სა’’ და ,,მა---------------------------------------7’’-ის ღირებულებას 2016 წლის ფასთა ჩამონათვალში არ არის განსაზღვრული კონკრეტული კომპიუტერული პროგრამების ღირებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.03.2016წ. მიმართვა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1მოპასუხე შემოწმების განხორციელების ეტაპზე, სარგებლობდა მინიმუმ 15 კომპიუტერით, რომლებშიც ინსტალირებული იყო მა--------------------------–-ნის არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამები.

 

[დასკვნის საფუძველია საქმეზე დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებები, რაც იძლევა საფუძველს ითქვას, რომ მოპასუხე წლების მანძილზე უკანონოდ ახდენდა მოსარჩელის საავტორო უფლებით დაცული კომპიუტერული პროგრამით სარგებლობას. კერძოდ, დადგენილია, რომ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით წარმოებულ აღსრულების პროცესში, შემოწმებულ ყველა კომპიუტერში გამოვლენილია კომპიუტერული პროგრამის უნებართვოთ გამოყენების შემთხვევა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არ მისცეს შესაძლებლობა სრულად შეემოწმებინა ოფისის ტერიტორია, რამაც შეუძლებელი გახადა მოსარჩელისათვის სათანადო მტკიცებულების მოპოვება და რაც ცხადია, წარმოშობს მოპასუხის მტკიცების ვალდებულებას ადასტუროს მის მიერ მხოლოდ 7 კომპიუტერთან მიმართებით უნებართვოთ კომპიუტერული პროგრამების გამოყენების ფაქტი.

 

საგულისხმოა, რომ შემოწმების შემდგომ მოპასუხემ სწორედ 15 კომპიუტერისათვის შეისყიდა შესაბამისი კომპიუტერული პროგრამები, რაც წარმოშობს მოსარჩელის მტკიცების გაზიარების საფუძველს, რამეთუ მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას, რომ მის მიერ დამატებითი კომპიუტერები შეძენილია შემოწმების შემდგომ. მართალია, მოპასუხე მიუთითებს, რომ მის სარგებლობაში კონკრეტულ მისამართზე იყო მხოლოდ 7 კომპიუტერი, თუმცა გარემოება, რომ აღსრულების შემდგომ დადგა საჭიროება შესყიდულიყო დამატებითი კომპიუტერები არ დგინდება. ამავდროულად, აღსრულების პროცესში შედგენილი ოქმებით დასტურდება, რომ მოპასუხემ არ მისცეს შესაძლებლობა აღმასრულებელს სრულად შეემოწმებინა კომპანია და შესაბამისად, ზუსტად განესაზღვრა განთავსებული კომპიუტერებისა დ არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების ოდენობა. გარემოება, რომ მოპასუხემ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შემდგომ შეიძინა 15 ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამა, იძლევა პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდებოდა ხელშეშლა, მინიმუმ 15 კომპიუტერში აღმოჩნდებოდა არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამა. პრეზუმირებული ფაქტის იურიდიული ბინებიდან გამომდინარე კი, მისი უარყოფა ეკისრება მხარეს, რომლის წინააღმდეგაც ეს ვარაუდი მოქმედებს. ამგვარი გამაქარწყლებელი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

 

მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით წარმოებული აღსრულების ხელშეშლა მოწმობს, რომ მოპასუხის ქმედების გამო, მოსარჩელეს წაართვა შესაძლებლობა წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულება სასამართლოსათვის, რამეთუ სხვა რესურსი მტკიცებულების მოპოვებისა და წარმოდგენისათვის მოსარჩელეს არ გააჩნია, რაც სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებული შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე წარმოშობს მოწინააღმდეგე მხარის მტკიცების ტვირთს, ადასტუროს საპირისპირო გარემოება].

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოქმები;

- წერილები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ერთჯერად ფულად კომპენსაცია 34 380 აშშ დოლარის ოდენობით.

 

[,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომპენსაციის გონივრული და სამართლიანი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებას, რომ შემოწმებულ შვიდივე კომპიუტერში ინსტალირებული იყო Wi---------------e, რომლის ღირებულებაც შეადგენს - 194 აშშ დოლარს. ამავდროულად, 7 კომპიუტერიდან მხოლოდ 1 კომპიუტერში გამოვლინდა Mi--------------------------l Pl-- 2016, რომლის ღირებულებაც განისაზღვრება 528 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 6 კომპიუტერის შემთხვევაში, შემოწმებული კომპიუტერებიდან ორში ინსტალირებულია ,,მა----------------------------------–----–---–-----’’, ოთხში კი - ,,მა---------------------------------------7’’, რომელთა კონკრეტული ღირებულება წარმოდგენილი არ არის და მოსარჩელე 06.03.2016 წლის წერილზე დაყრდნობით მოითხოვს მათი ღირებულება განისაზღვროს ანალოგიურად Mi--------------------------l Pl-- 2016-ის ღირებულების შესაბამისად, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან კომპენსაცია, როგორც უფლების შელახვისათვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე დამოკიდებულია იმ კონკრეტულ (ზუსტად განსაზღვრულ) შემოსავალთან, რომელსაც კომპანია მიიღებდა მისი უფლების მართლზომიერი რელიზების პირობებში, მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მითითებისა და მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა კომპიუტერებში აღმოჩენილი ყველა კომპიუტერული პროგრამის ზუსტი ღირებულების განსაზღვრა, რისი განუხორციელებლობაც ვერ გახდება ყველა კომპიუტერისათვის Mi--------------------------l Pl-- 2016-ის ღირებულების შესაბამისად კომპენსაციის დაკისრების საფუძველი. გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით მა--------------------------–-ნი აღარ ახორციელებს ,,მა----------------------------------–----–---–-----სა’’ და ,,მა---------------------------------------7’’-ის რეალიზებას ვერ განაპირობებს მოპასუხის პასუხისმგებლობას 15-ვე კომპიუტერისათვის Mi--------------------------l Pl-- 2016-ის ღირებულების შესაბამისი კომპენსაციის დაკისრებისათვის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება უფლების დარღვევის ზუსტი პერიოდი, დაუშვებელია მოპასუხეს ყველა კომპიუტერისათვის წარმოეშვას პასუხისმგებლობა Mi--------------------------l Pl-- 2016-ის ღირებულების გათვალისწინებით.

 

მოსარჩელის მითითების შესაბამისად კომპიუტერული პროგრამები მოსარჩელის კუთვნილ კომპიუტერებში ინსტალირებულია 2008 წლიდან, რასაც სადავოდ ხდის მოპასუხე და დგინდება, რომ მოპასუხე კომპანია რეგისტრირებულია 2011 წლის 28 იანვარს. ამდენად ,,მა-----------------------------–----–---–------16’’-ის შესაბამისად კომპენსაციის განსაზღვრა ყველა კომპიუტერისათვის ვერ მიიჩნევა სამართლიან და გონივრულ კომპენსაციად, რამეთუ შემოწმებული კომპიუტერებიდან მხოლოდ ერთში გამოვლინდა კონკრეტული კომპიუტერული პროგრამა და იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეს სურვილი ექნებოდა ყველა კომპიუტერში მოეხდინა ინსტალირება, იგი ისეთივე წარმატებით განახორციელებდა ამას, როგორც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, რისი განუხორციელებლობაც გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას დანარჩენ 14 კომპიუტერთან მიმართებით დამატებით 528 აშშ დოლარის შესაბამისი კომპენსაციის დაკისრებისათვის. ამავდროულად, სასამართლო კომპენსაციის განსაზღვრისას ვერ გაიზიარებს ,,მა--------------------------–-ნის’’ პოზიციას, რომლის შესაბამისადაც, ,,იმ პროდუქტების ღირებულება, რომლებიც Mi------------------n-ის ამჟამინდელ ფასთან ჩამონათვალში არ არის მითითებული, გამოითვლება ჩამონათვალში მოცემული მისი ექვივალენტი პროდუქტის ღირებულების შესაბამისად. გამოყენების უფლების მოპოვება ისეთ პროდუქტებზე, რომელიც აღარ მიეთითება ფასთან ჩამონათვალში, ხდება მისი თანამედროვე ვერსიის შეძენის გზით’’. სასამართლო გაუმართლებლად მიიჩნევს მოპასუხეს ყველა კომპიუტერთან მიმართებით დაეკისროს დამატებით 528 აშშ დოლარის შესაბამისი კომპენსაცია, რადგანაც შემოწმების ეტაპზე კონკრეტული კომპიუტერული პროგრამით სარგებლობდა მხოლოდ ერთი კომპიუტერი და გაუმართლებელია მისი ღირებულების შესაბამისად განისაზღვროს სხვა კომპიუტერული პროგრამების ღირებულება, რაც ვერ გამართლდება ვერც იმ გარემოებით, რომ ,,მა------------------------–--ი’’ აღარ ახორციელებს მათ მითითებას ფასთა ჩამონათვალში.

 

რაც შეეხება, მოპასუხის შედავებას კომპიუტერული პროგრამების შემოთავაზებული ფასის არაგონივრულობასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან, რამეთუ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნიხრი არ არის გაბათილებული მოპასუხის მხრიდან, თუნდაც უფრო ნაკლებ ღირებულებად კომპიუტერული პროგრამების შეძენის სათანადო მტკიცებულებით. მხოლოდ ზეპირი შედავება ფასის არაგონივრულობასთან მიმართებით ვერ გახდება მოსარჩელის მტკიცების გაქარწყლების საფუძველი.

 

გაუმართლებელია მოპასუხის მტკიცება ,,მა--------------------------–-ნის’’ არასათანადო მოსარჩელეობისა და მის არაუფლებამოსილებასთან დაკავშირებით, კერძოდ მოპასუხის მტკიცებით ,,მა--------------------------–-ნს’’ არ აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია, რამეთუ იგი უშუალოდ არ ახორციელებს კომპიუტერული პროგრამის გაყიდვას და რეალურად გაყიდვებს ახორციელებენ შესაბამისი ოფიციალური რესელერები, რაც გამორიცხავს ,,მა--------------------------–-ნის’’ მხრიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას და შესაბამისად უფლებას მოითხოვოს კომპენსაცია. სასამართლო აღნიშნულთან მიმართებით განმარტავს, რომ ოფიციალური რესელერები დაკავშირებულები არიან ,,მა--------------------------–-ნთან’’, მათ შორის ფასის განსაზღვრისას, მისი ოდენობა შეთანხმებულია ძირითად კომპანიასთან და შესაბამისად გაყიდული კომპიუტერული პროგრამებიდან მიღებული შემოსავლის პროპორციულ ანაზღაურებას იღებს თავად კომპანია, რაც გამორიცხავს მოპასუხის მტკიცებას ,,მა--------------------------–-ნის’’ არაუფლებამოსილებასთან მიმართებით მოითხოვოს უფლების დარღვევიდან გამომდინარე კომპენსაცია. ამასთანავე, უსაფუძვლოა კონკრეტული მტკიცება იმ თვალსაზრისითაც, რომ ,,მა--------------------------–-ნის’’ კომპიუტერული პროგრამების რეალიზებას საქართველოს ბაზარზე ახორციელებს რამდენიმე ოფიციალური რესელერი, შესაბამისად გაუგებარია, თუ რომელ მათგანს შეიძლება ენიჭებოდეს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია და რომელი რესელერია უფლებამოსილი მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა. საავტორო უფლებიდან წარმოშობილი ქონებრივი უფლებები შესაძლოა ეკუთვნოდეს ერთ კონკრეტულ სუბიექტს, რომელიც უფლებამოსილია ითხოვდეს დარღვეული უფლების აღდგენას და დაუშვებელია კონკრეტული უფლება ეკუთვნოდეს სხვა პირებს. ლოგიკურია, რომ კონკრეტული ქონებრივი მოთხოვნა დაკავშირებულია უფლებასთან, რომლის მატარებელია ,,მა--------------------------–-ნი’’].

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოქმები;

- წერილები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა შესაბამისად ,,მა--------------------------–-ნის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული (სსკ-ის მე-7 მუხლი). არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე (სსკ-ის 152-ე მუხლი).

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება (მუხლი 20), რომლის ობიექტს წარმოადგენს საავტორო უფლებები და რომელიც რეგლამენტირებულია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი ნორმაა და უზრუნველყოფს მის, როგორც პირის უფლების დაცვის რეალიზებას (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005/ სუსგ. საქმე Nას-970-919-2015, 11.03.2016წ. ).

 

6.3. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1-ე მუხლის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც ობიექტური ფორმით არსებობს, ანუ საავტორო უფლებით დაცული ობიექტი რეალურად შექმნილია. კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა.

 

6.4. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის 6.1-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს მიეკუთვნება - ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა და სხვა). კანონის მე-4 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, ,,კომპიუტერული პროგრამა’’ არის ინსტრუქციათა ერთობლიობა სიტყვების, კოდების, სქემების ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, რომელიც საშუალებას იძლევა აამოქმედოს კომპიუტერი განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. ტერმინი მოიცავს კომპიუტერული პროგრამის დიზაინის მოსამზადებელ მასალას. 6.4-ე მუხლის შესაბამისად, კომპიუტერული პროგრამის დაცვა ვრცელდება ყველა სახის კომპიუტერულ პროგრამაზე (ოპერაციული სისტემების ჩათვლით), რომელიც შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი ენით და ფორმით, საწყისი ტექსტისა და ობიექტური კოდის ჩათვლით.

 

6.5. კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან კომპიუტერული პროგრამებით უნებართვო სარგებლობისათვის კომპენსაციის დაკისრება.

 

6.6. სასამართლო სადავო საკითხის შეფასებისას უპირველესად მიზანშეწონილად მიიჩნევს განსაზღვროს მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი, რისთვისაც მოიხმობს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ პუნქტს, რომლის შესაბამისად, „ავტორი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. კანონის მე-10 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კი პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება.

 

6.7. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად (I-III პუნქტები), ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება); ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება); გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება); დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი; ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება); თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება). ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).

 

6.8. მოხმობილი ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნოტებით გამოხატული მუსიკალური ნაწარმოების, აუდიოვიზუალური ნაწარმოების, კომპიუტერული პროგრამის, მონაცემთა ბაზის, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორებს ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელებს ეკუთვნით აღნიშნულ ნაწარმოებთა ორიგინალის ან ასლების გაქირავების და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის განსაკუთრებული უფლება, ამ ორიგინალზე ან ასლებზე საკუთრების უფლების მიუხედავად.

 

6.9. კანონის 19.1 მუხლის თანახმად, კომპიუტერული პროგრამის ავტორი კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) კომპიუტერული პროგრამის რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ. თუ ასეთი რეპროდუცირება ესაჭიროება კომპიუტერული პროგრამის ჩატვირთვას, ჩვენებას, მუშაობას, გადაცემას (ტრანსმისიას) ან შენახვას, აუცილებელია ავტორის თანხმობა; ბ) კომპიუტერული პროგრამის პროგრამირების ერთი ენიდან მეორე ენაზე გადატანა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება იმ პირის უფლებების დაცვით, რომელიც ცვლის კომპიუტერულ პროგრამას;

 

6.10. კონკრეტულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოპასუხე უნებართვოდ ახორციელებდა ,,მა--------------------------–-ნის’’ საავტორო უფლებით დაცული კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობას. ამავდროულად, მტკიცებულებათა უზრუნველყოფის საფუძველზე განხორციელებული შემოწმებისა და შესაბამისი ოქმების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გარემოებას მინიმუმ 15 კომპიუტერთან დაკავშირებით კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობასთან დაკავშირებით, რაც ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს უფლების დარღვევას და შესაბამისად დამრღვევი პირის კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველია.

 

6.11. კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება

 

6.12. 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის სიმძიმე, კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული. უნდა აღინიშნოს, რომ კომპენსაცია იმით განსხვავდებოდა ზიანისაგან, რომ კომპენსაცია მიმართულია არა მიყენებული ქონებრივი დანაკლისის სრულად შევსებისაკენ, არამედ ასეთი დანაკლისის რეპარაციისაკენ, რის გამოც დასაშვებია ამ სახით მოთხოვნილი თანხის მხარისათვის მიკუთვნება სავარაუდო ოდენობის ფარგლებში. კომპენსაცია შეიძლება გადახდეს დამრღვევს ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად. ამასთან, კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მიყენებული ზიანის სავარაუდო ოდენობას, დამრღვევის მიერ მიღებული შემოსავლის ოდენობას, დარღვევის მასშტაბურობას, დამრღვევის ბრალის ხარისხსა და ზოგიერთ სხვა ფაქტორს (იხ. საქმე №ას-892-850-2013, 01.04.2015წ.) საგულისხმოა, რომ მოხმობილი ნორმის მე-2 პუნქტი საავტორო უფლების მფლობელს ანიჭებს შესაძლებლობას თავად განსაზღვროს პასუხისმგებლობის სახე [ზიანის ანაზღაურება, შემოსავლის ჩამორთმევა, თუ კომპენსაციის დაკისრება].

 

6.13. განსახილველ შემთხვევაში, ,,მა--------------------------–-ნი’’ ითხოვს მისი საავტორო უფლების დარღვევსათვის მოპასუხეს კანონის 59.1 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე დაეკისროს კომპენსაცია 162 450 ლარი, რაც არსებული დარღვევის და დადგენილი ფაქტების შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გარემოებას 15 კომპიუტერის შემთხვევაში არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების სარგებლობსათან დაკავშირებით, ამავდროულად დადგენილია 15-ვე კომპიუტერის შემთხვევაში Wi---------------e-ის გამოყენება, რომლის ღირებულება განისაზღვრება 194 აშშ დოლარის ოდენობით. რაც შეეხება, Mi--------------------------l Pl-- 2016-ს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 528 აშშ დოლარს, კონკრეტული კომპიუტერული პროგრამის გამოყენება დგინდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, შესაბამისად სასამართლო აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მტკიცებას იზიარებს ნაწილობრივ მხოლოდ შემოწმების შედეგად აღმოჩენილ ერთ კომპიუტერთან მიმართებით, რაც ვერ იქნება გაზიარებული დანარჩენ 14 კომპიუტერთა დაკავშირებით, რამეთუ შემოწმებული 7 კომპიუტერიდან მხოლოდ 1 კომპიუტერში გამოვლინდა Mi--------------------------l Pl-- 2016, ხოლო დანარჩენი 6 კომპიუტერის შემთხვევაში, შემოწმებული კომპიუტერებიდან ორში ინსტალირებულია ,,მა----------------------------------–----–---–-----’’, ოთხში კი ,,მა---------------------------------------7’’, რომელთა კონკრეტული ღირებულება მოსარჩელის მიერ არ არის მითითებული და მათ ღირებულებად განსაზღვრავს შედარებით ახალი კომპიუტერული პროგრამის - Mi--------------------------l Pl-- 2016-ის ღირებულებას, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, აღნიშნულ გარემოებას ვერ ამართლებს ვერც ის ფაქტი, რომ ,,მა--------------------------–-ნი’’ აღარ ახორციელებს მითითებული კომპიუტერული პროგრამის რეალიზებას, რამეთუ სადავო შემთხვევაში არ დგინდება, თავად უფლების დარღვევის პერიოდი, რის გამოც გაუმართლებელია ყველა კომპიუტერის შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვროს უახლესი კომპიუტერული პროგრამის ღირებულების საფუძველზე, რამეთუ შემოწმებული კომპიუტერებიდან მხოლოდ ერთში გამოვლინდა კონკრეტული კომპიუტერული პროგრამა და არ დასტურდება ფაქტი, სხვა კომპიუტერებთან მიმართებით აღნიშნული კომპიუტერული პროგრამის გამოყენების საჭიროება. ამდენად, კომპენსაციის ოდენობა 15 კომპიუტერთან დაკავშირებით უნდა განისაზღვროს 34 380 აშშ დოლარის ოდენობით [(194 აშშ დოლარი X 15 კომპიუტერზე) + 528 აშშ დოლარი] X 10-მაგ ოდენობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი „ბ’’ ქვეუნქტის თანახმად, ბიუჯეტის მიმართ ანგარიშწორებისაგან გათავისუფლებულია - მოსარჩელე, რის გამოც საქმეზე გადაწყვეტილებით დადგენილი მატერიალურ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით (სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა) ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა გადახდეს 2490.93 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ,,მა--------------------------–-ნის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. შპს ,,სუ-------ვ’’-ს ,,მა--------------------------–-ნის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა 34380 აშშ დოლარის ოდენობით.

3. შპს ,,სუ-------ვ’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს 2490,93 ლარი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე