გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2019
საქმის ნომერი
010210017002001437
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002001437

2-2545/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22/10/2019 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - თ------ პ-------ა

წარმომადგენელი - მ------–-----–ია

მოპასუხე - შპს „ტ-----------ი“

წარმომადგენელ - ვ--------–-----–-----------------ძე

დავის საგანი - თანხის (კომპენსაციის) გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ------ პ-------ა სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს „ტ-----------ს“ მის სასარგებლოდ დაეკისროს 200 000 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე:

ზ------ კ------ეს ეკუთვნის ნახატი ,,ო-----–---ი“, რომლითაც ილუსტრირებულია 1966 წელს „ს--------------------–ოს“ მიერ გამოცემულ ინგლისურენოვანი „ვ--------------ის“ გარეკანი. შესაბამისად ნახატი წარმოადგენდა ზ------ კ------ის საავტორო უფლებას. ვ--------------ის სატიტულო გვერდზე მითითებულია ავტორის სახელი და გვარი - ,,ზ------ კ------ე“. იგი გარდაიცვალა 1----–-–-------------------. თ------ პ-------ა მისი მემკვიდრეა, შესაბამისად ის ზ------ კ------ის საავტორო უფლების მფლობელია.

 

შპს „ტ-----------ს“, სასტუმრო „ჰ--–-----ში“ აქვს კაფე-ლ-----------------–-“, რომლის მენიუს ყდაზე და მენიუს შიგთავსზე, კაფის შესასვლელ კარებზე, კედლებზე, ხელსახოცებზე, სარეკლამო ბროშურებზე, შესასვლელში გაკრულ აბრაზე გამოყენებულია ზ------ კ------ის ნახატი. აღნიშნული ნახატი წარმოადგენდა კაფე „თ------–ას“ სავიზიტო ბარათს, რადგან კაფის სახელწოდებაა „თ------–ა“ (ავთ------–ი) მან გამიზნულად, შინაარსობრივად და თემატურად შეარჩია და გადაწყვიტა ნახატით ინტერიერის გაფორმება და მისი ლოგოს სახით გამოყენება. შპს „ტ-----------ი“ ვალდებული იყო ნახატის გამოყენების უფლება მოეპოვებინა ამ უფლების მფლობელისაგან - მოსარჩელისაგან. მიუხედავად ასეთი ვალდებულებისა მან ნახატის გამოყენების უფლება საავტორო უფლების მფლობელისაგან არ მოიპოვა, რითაც დაარღვია მოსარჩელის საავტორო უფლებები. მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, საავტორო უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე ზ------ კ------ის ნახატის გამოყენებისათვის უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდა. ნახატის გამოყენებისათვის გადასახდელი საავტორო ჰონორარის ოდენობაა 20 000 ლარი. შესაბამისად მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს მისი ათმაგი ოდენობა 200 000 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მის წარმომადგენელს მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრულია არასათანდო მოსარჩელის მიერ არასათანადო მოპასუხის მიმართ. გარდა ამისა სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშანი სახელწოდებით „თ------–ა“, რომელიც განთავსებული იყო სასტუმრო „ჰ--–----- ბ------ის“ რესტორანში, შპს „ტ-----------ის“ შეკვეთის საფუძველზე შექმნილია ინგლისური კომპანია „p-------“-ის მიერ და არის მათი საავტორო უფლების ობიექტი. ამ კომპანიის მიერ შექმნილ და ზ------ კ------ის მიერ შექმნილ ფოტოილუსტრაციას შორის ფორმალური მსგავსება, არ წარმოადგენს საავტორო უფლების დარღვევას. სასაქონლო ნიშანი „თ------–ა“ არ არის ზ------ კ------ის ნახატის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი კოპირების შედეგი. აღნიშნული ფოტოილუსტრაციები განსხვავებულია, კერძოდ: მასზე გამოხატულ ,,იაგუარებს“ ბრჭალები აქვთ განსხვავებული, განსხვავებულია ვარსკვლავების განლაგება, ზომა, ასევე ერთ ნახატზე სამი მზეა გამოსახული, მეორეზე მზე საერთოდ არაა გამოსახული. ერთ ნახატს კუდთან აქვს ვარსკვლავი, მეორეს არა, ასევე განსხვავებულია ფერები, განსხვავებულია ცხოველების დგომა, პოზიცია და თათების დაშორება/განლაგება. გარდა ამისა მიაჩნია, რომ არ დგინდება, რომ თამარ პ-------ა ზ------ კ------ის მემკვიდრეა. ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შპს „ტ-----------ი“ (ს/კ 2--------- სამწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2005 წლის 15 აგვისტოს. მას სასტუმრო „ჰ--–-----ში“ აქვს კაფე-ლ-----------------–-“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ს.ფ 78-80; 81-83;

 

3.1.2. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ შპს „ტ-----------ის“ საკუთრებაში არსებულ სასტუმრო „ჰ--–-----ის“ კაფე-ლაუნჯ „თ------–აში“ ლოგო „ლ---ები“ (მხარეები, ნახატზე გამოხატულ ფიგურას, სხვადასხვა ცხოველად აღიქვამენ. მოსარჩელის წარმომადგენელი მას უწოდებს ლ---ს, თავად მოსარჩელე ვეფხვს, მოპასუხის წარმომადგენელი კი იაგუარს. ნახატს კონკრეტული სახელი არ აქვს, მაგრამ მისი იდენტიფიცირებისათვის სასამართლო გამოიყენებს სიტყვას - „ო-----–---ი,“) გამოყენებული იქნა კაფის შესასვლელში, ასევე კარებზე. ამ ლოგოს გამოყენებით დამზადდა მარკეტინგული მასალები და აქსესურები, ასევე გამოყენებული იქნა მენიუს ყდაზე და შიგთავზე, კედლებზე, ხელსახოცებზე, სარეკლამო ბროშურებზე და ა.შ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა განმარტებები;

-სასტუმრო „ჰ--–-----ის“ კაფე-ლ-----------------–-ს“ სარეკლამო ინტერნეტ გვერდიდან ამოღებული ფოტო ასლები ს.ფ.29-54;

 

3.1.3. ზ------ კ------ე არის საქართველოს დამსახურებელი მხატვარი/ილუსტრატორი. ზ------ კ------ე ძირითადად წიგნის გაფორმების დარგში მუშაობდა. მისი ნამუშევარი ნახატებით/ილუსტრაციებით გაფორმებულია ბევრი ნაწარმოები, მათ შორის ილუსტრაციით ,,ლ---ები“ გაფორმებული იქნა ინგლისურენოვანი „ვ---------------ი“ 1966 წელს, რომელიც პირველად გამოქვეყნდა „ს--------------------–ოს“ მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- ინგლისურენოვანი „ვ---------------ის“ სატიტულო გვერდების ასლი და საგაზეთო სტატიის ასლი ს.ფ 21-25;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმეში მნიშვნელოვანი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა:

-ზ------ კ------ის ილუსტრაციის - „ო-----–---ის“ (შესრულებული ინგლისურენოვან „ვ---------------ზე“) და სასტუმრო „ჰ--–-----ის“ კაფე-ლაუნჯ „თ------–აში“ გამოყენებული ლოგოს/ილუსტრაციის „ლ---ების“ მსგავსება/განსხვავება;

- სასტუმრო „ჰ--–-----ის“ კაფე-ლაუნჯ „თ------–აში“ გამოყენებული ნახატის/ილუსტრაციის „ლ---ების“ კუთვნილება ზ------ კ------ისადმი;

- თ------ პ-------ა არის თუ არა საავტორო უფლების მქონე პირის ზ------ კ------ის მემკვიდრე;

- ერთჯერადი კომპენსაციის/ჰონორარის ოდენობა;

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

 

3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. სადაო ფაქტობრივ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ სასტუმრო „ჰ--–-----ის“ კაფე-ლაუნჯ „თ------–აში“ გამოყენებული ლოგო (ილუსტრაცია, ნახატი) არის ის ლოგო (ილუსტრაცია, ნახატი), რომლის საავტორო უფლებაც ეკუთვნის ზ------ კ------ეს. მანვე უნდა დაამტკიცოს მათი ისენტურობა. ასევე მოსარჩელეს ეკუთვნის დაამტკიცოს, რომ მას მიღებული აქვს ზ------ კ------ის მემკვიდრეობა, ასევე ერთჯერადი კომპენსაციის/ჰონორარის ოდენობა.

 

3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.6. ზ------ კ------ის მემკვიდრედ ყოფნის და ნაწარმოებზე განსაკუთრებული უფლების ფლობის მტკიცების ტვირთის დაძლევის მიზნით მოსარჩელე თ------ პ-------ამ წარმოადგინა 2015 წლის 20 ნოემბერს ნ------------------–----------–---–-ს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა №1--------, სადაც მითითებულია, რომ:

1. ზ------ კ------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო;

2. სამკვიდრო გაიხსნა 1----–-–-------------------;

3. სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ. თბილისი;

4.თამარ პ-------ა არის ზ------ კ------ის პირველი რიგის მემკვიდრე;

5. მემკვიდრეობა გაიხსნა მთელ სამკვიდრო ქონებაზე;

6. მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით და დაუფლების ფაქტით.

 

მასში ასევე მითითებულია, რომ თ------ პ-------ამ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ ზ------ კ------ისაგან მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება, რომელიც არის უძრავ-მოძრავი ქონება, თავისი აქტივებით (სამკვიდრო ქონებასი შემავალი აქტივებითა, მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებაში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე მპირთა მიმართ (მათი არსებობის შემთხვევაში) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ-მიუღებელი სამკვიდრო ღირებულების ფარგლებში)).

იხ. სამკვიდრო მოწმობა №1-------- ს.ფ. 74-75.

 

3.2.7 სასამართლო მიიჩნევს, რომ მემკვიდრეობის მიღების უტყუარი მტკიცებულებაა სამკვიდრო მოწმობა. ასეთი მოწმობა თ------ პ-------ას საქმეში წარმოდგენილი აქვს. შესაბამისად მან დაამტკიცა, რომ მემკვიდრეობით მიღებუკლი აქვს ზ------ კ------ის მემკვიდრეობა - ნებისმიერი ტიპის ის აქტივი და პასივი, რაც შედიოდა ზ------ კ------ის სამკვიდროში. შესაბამისად მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ მას აქვს ზ------ კ------ის მიერ შესრულებული ილუსტრაციის/ნახატის ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება.

 

3.2.8. შემდგომი მნიშვნელოვანი საკიტხია სადაო ნახატები/ილუსტრაციების იდენტურობა. ანუ მოპასუხის მიერ გამოყენებულ ნახატზე ,,ო-----–---ი“ ვრცელდება თუ არა ზ------ კ------ის საავტორო უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო ილუსტრაციების იდენტურობა დავის გადაწყვეტის კვაკუთხედია. მასზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სარჩელის პერსპექტივები. საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია ზ------ კ------ის მიერ შესრულებული ილუსტრაცია „ო-----–---ი“ (შესრულებული ინგლისურენოვან „ვ---------------ზე“) შედარებული იქნას სასტუმრო „ჰ--–-----ის“ კაფე-ლაუნჯ „თ------–ას“ ლოგოზე და სხვა აქსესუარებზე დატანილ ილუსტრაციებზე. მათი ურთიერთ შედარებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე ორივე ილუსტრაცია მსგავსია. სასამართლო ამ მოსაზრებამდე მივიდა მათი ვიზუალური დაკვირვებით. კერძოდ: - ორივე ნახატში/ილუსტრაციაში ლ---ების დგომა/პოზიცია ერთნაირია, ასევე ერთნაირია ლ---ების თავების/სახის და კუდების პოზიცია, კუდების ოვალური დახრა, კუდების მიმართულება, ორივე ნახატში ლ---ების პირი ღია მდგომარეობაშია, ორივე ნახატზე ერთნაირია უკანა ფეხების და წინა ფეხების განლაგება/პოზიცია, ორივე ნახატზე ლ---ების ვიზუალი ერთნაირია, ასევე ვიზუალური დაკვირვებით ორივე ნახატი/ილუსტრაცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ლ---ები გამოხატავენ გაბრაზებას/აგრესიას. ვიზუალურად, ერთი შეხედვით აღიქმება, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ლოგო იდენტურია ზ------ კ------ის მიერ შესრულებული ილუსტრაციისა. განსხვავებაა მხოლოდ ფერში, ასევე ერთ ნახატზე სამი მზეა გამოსახული, ერთ ნახატზე ლ---ების წინა ფეხების დაშორება უფრო მეტადაა და ერთ ნახატზე თეთრი ფერის ვარსკვლავებია, მაგრამ ეს განსხვავება იმდენად უმნიშვნელოა, რომ ნახატის/ილუსტრაციის გარჩევისათვის არაა საკმარისი. ამ ტიპის ნახატის შესაქმნელად აუცილებელი იყო ზ------ კ------ის ილუსტარაციიდან ხელმძღვანელობა და შთაგონების გადმოტანა საკუთარ შემოქმედებაში. ბუნებრივია მოპასუხის ნახატი კაფე-ლაუნჯში და აქსესუარებზე ზ------ კ------ეს არ დაუხატია. იგი დახატულია მესამე პირების მიერ და მათში რომ გარკვეული სხვაობა იქნება ეს ბუნებრივი საკითხია. ბუნებაში არარსებობს ორი ერთნაირი ნივთი, ყველა ნივთი ინდივიდუალურია და მათ აქვთ განსხვავები. ასეთი განსხვავება აქვს შედარებულ ნახატებსაც, მაგრამ ეს მათ იდენტურობაზე ზეგავლენას ვერ ახდენს. შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ სასტუმრო „ჰ--–-----ის“ კაფე-ლაუნჯ „თ------–აში“გამოყენებული ,,ლ---ის“ ნახატი/ილუსტრაცია წარმოადგენდა მხატვარ ილუსტრატორს ზ------ კ------ის საავტორო უფლებას და ამჯამად იგი ეკუთვნის მის მემკვიდრეს თ------ პ-------ას.

იხ. ინგლისურენოვანი „ვ---------------ის“ სატიტულო გვერდების ასლი და საგაზეთო სტატიის ასლი ს.ფ 21-25;

იხ. სასტუმრო „ჰ--–-----ის“ კაფე-ლ-----------------–-ს“ სარეკლამო ინტერნეტ გვერდიდან ამოღებული ფოტო ასლები ს.ფ.29-54;

 

3.2.9. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ზ------ კ------ის მემკვიდრისაგან ილუსტრაციის/ნახატის გამოყენების უფლება შეძენილი არ აქვს. საქმეში უფლების მართლზომიერად მოპოვების მტკიცებულება წარმოდგენილი არაა. შესაბამისად მან ნახატი გამოიყენა თვითნებურად.

 

3.2.10. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გამახვილდეს მოპასუხის წარმომადგენელის იმ ზეპირ განმარტებაზე, რომ სასტუმრო „ჰ--–-----ის“ კაფე-ლაუნჯ „თ------–აში“ გამოყენებული ნახატი/ილუსტრაცია „ო-----–---ი“, შექმნილია მათი დაკვეთით ინგლისური კომპანია „p-------“-ის მიერ. ამ განმარტებით ის ამტკიცებს, რომ ილუსტრაციის შექმნაზე პასუხიმგებლობა მოპასუხეს არ ეკისრება. სასამართლო მის მოსაზრებას არ იზიარებს. მისი განმარტება შეიძლება გაგებული იქნას როგორც განმარტება მასზედ, რომ მოსარჩელის საავტორო უფლება შესაძლოა სხვამაც დაარღვია. ასეთი ფაქტი არ გამორიცხავს კონკრეტული მოპასუხის პასუხისმგებლობას მოსარჩელის წინაშე, რადგან მესამე პირების პასუხისმგებლობა ცალკე დავის საგანი შეიძლება გახდეს. იგი ავტორის უფლებაა და მოცემული დავის ფარგლებში მასზე მსჯელობა არ წარმოადგენს მნიშვნელოვანს. დავის გადაწყვეტისას ისაა მნიშვნელოვანი, რომ მოსარჩელის საავტორო უფლებას ნებართვის გარეშე იყენებს მოპასუხე. შესაბამისად სასამართლოს წინაშე აღნიშნული ფაქტის შეფასების საკითხი დგას.

 

3.2.11. შემდეგი მნიშვნელოვანი სადაო საკითხია ჰონორარის ოდენობა. მოსარჩელემ ჰონორარის განსაზღვრისათვის წარმოადგინა მხატვარ ქეთი მატაბელის და გიორგი გუგუშვილის წერილობითი განმარტებები. მათზე დაყრდნობით მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ილუსტრაციის ერთჯერადი კომპენსაციის ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს. სასამართლო განმარტავს, რომ ჰონორარის საკითხი შეფასებითია. შსაძლებელია ქეთი მატაბელის და გიორგი გუგუშვილი მას 20 000 ლარად აფებდეს, მაგრამ სხვა მხატვარი უფრო ძვირად ან ნაკლებად. ამ მიმართულებით ბაზრის კვლევა მნიშვნელოვანი სირთულეა. მათ განმარტების უპირობოდ გაზიარება დააზარალებს ჰონორარის ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობას. უფრო ლოგიკური იქნება განვსაზღვროტ რა გადაიხადა მოპასუხემ მათ შექმნაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ სადაო ნახატი დაამზადებინა ინგლისური კომპანია „p-------“-ს. მან კვების ობიექტების ბრენდირებისა და იდენტიფიკაციისათვის, დაუკვეთა სამი ტიპის ნამუშევრის შექმნა. თითოეულისათვის გადახდილი აქვს 1 280 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, მთლიანობაში 3 840 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით კი, ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსების შესაბამისად, 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი შეადგენს 3.8459 ლარს (--------------------------------------), ამ მტკიცებულების საფუძველზე სასამართლოს ჰონორარის ფასად ადგენს იმ ფასს, რის გადახდაც მოუხდა მოპასუხეს. აღნიშნული შეადგენს 5 000 ლარს.

იხ. ქეთი მატაბელის და გიორგი გუგუშვილის წერილები ს.ფ. 76-77;

იხ. საგადახდო ინვოისი ს.ფ. 105-106;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს „ტ-----------ს“ საავტორო უფლების დარღვევისთვის თ------ პ-------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 50 000 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ კაფე-ლ-----------------–-ში“ მენიუს ყდაზე და მენიუს შიგთავსზე, კაფის შესასვლელ კარებზე, კედლებზე, ხელსახოცებზე, სარეკლამო ბროშურებზე, შესასვლელში გაკრულ აბრაზე და სხვაგან, მისი თანხმობის გარეშე გამოიყენა ზ------ კ------ის ნახატი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ თავისი კომერციული მიზნებისათვის მოსარჩელის ნების გარეშე გამოიყენა ნახატი, რომელზეც მოსარჩელის საავტორო უფლება ვრცელდება, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაციის გადახდა იმ წესით, რაც განსაზღვრულია კანონით.

 

6.2. ინტელექტუალურ საკუთრების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ისევე, როგორც კონსტიტუციით განმტკიცებული სხვა უფლებები, სახელმწიფოს მიერ მოქალაქისათვის მინიჭებული გარანტირებული შესაძლებლობაა იმისა, რომ თავისი ნებით, საკუთარი შეხედულებისამებრ და ინტერესების მიხედვით შეასრულოს განსაზღვრული მოქმედებები, წამოაყენოს მოთხოვნები და დაიცვას საკუთარი ინტერესები. საავტორო უფლებები ინტექტუალური საკუთრების ერთერთი სფეროა, რომელიც იცავს ნაწარმოების ავტორთათვის მინიჭებულ უფლებებს ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს. საავტორო უფლება ესაა იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას. მათ შორის ერთერთია მხატვრის მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებზე საავტორო უფლება. საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები), არეგულირებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მოქმდებაც ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მონაცემთა ბაზაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე (,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-3 მუხლი).

 

6.3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განმარტებულია ავტორიც მცნება. ავტორი არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, ნაწარმოების გამოცემა არის ავტორის თანხმობით ნაწარმოების სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება გაყიდვის ან გაქირავების გზით იმ რაოდენობით, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების გონივრულ მოთხოვნებს. ანალოგიურ რეგულაციას იძლევა „ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის 2(1) მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ “ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები” მოიცავს ყველა ნამუშევარს ლიტერატურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროში, მისი გამოხატვის ხერხისა და ფორმის მიუხედავად.

 

6.4. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება.

 

დადგენილია, რომ ზ------ კ------ეს ეკუთვნის ნახატი ,,ო-----–---ი“, რომლითაც ილუსტრირებულია 1966 წელს „ს--------------------–ოს“ მიერ გამოცემულ ინგლისურენოვანი „ვ--------------ის“ გარეკანი. შესაბამისად ნახატი წარმოადგენდა ზ------ კ------ის საავტორო უფლებას. ვ--------------ის სატიტულო გვერდზე მითითებულია ავტორის სახელი და გვარი - ,,ზ------ კ------ე“. შესაბამისად ის არის დასახელებული ნახატის ავტორი. მოპასუხეს ამ ფაქტის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ აქვს.

 

6.5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლით განსაზღვრულია ნაწარმოების გამოყენების წესი. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილით ,,ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება“. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია ავტორის უფლებათა მნიშვნელოვანი ნაწილი. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით, ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება), ნაწარმოების საჯარო ჩვენება, ნაწარმოების საჯარო შესრულება, ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით, აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან, ნაწარმოების თარგმნა, ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება), ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა, ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება. დასახელებული ნორმით კანონმა ავტორებს გარანტია შეუქმნა მასზედ, რომ მათი ნებართვის გარეშე მესამე პირები არ გამოიყენებენ ავტორის ნაწარმოებს. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ შპს ,,ტ-----------ი“ არაა უფლებამოსილი საკუთარი შეხედულებისამებრ კაფე-ლ-----------------–-ს“ მენიუს ყდაზე და მენიუს შიგთავსზე, კაფის შესასვლელ კარებზე, კედლებზე, ხელსახოცებზე, სარეკლამო ბროშურებზე, შესასვლელში გაკრულ აბრაზე გამოიყენოს ზ------ კ------ის ნახატი. მას უფლება აქვს საკუთარი შეხედულებით გამოიყენოს ის ნახატი, რომელზეც არ ვრცელდება ვინმეს საავტორო უფლება, ან გამოიყენოს ის ნახატი, რომლის გამოყენების უფლებაც მიღებული აქვს ავტორისაგან, ან საავტორო უფლების მფლობელისაგან, მაგრამ მას უფლება არ აქვს ნახატი გამოიყენოს მართლსაწინააღმდეგოდ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს კაფე-ლ-----------------–-ს“ მენიუს ყდაზე და მენიუს შიგთავსზე, კაფის შესასვლელ კარებზე, კედლებზე, ხელსახოცებზე, სარეკლამო ბროშურებზე, შესასვლელში გაკრულ აბრაზე გამოყენებული აქვს ზ------ კ------ის ნახატი, თუმცა მას ამ ნახატის გამოყენების უფლება კანონით დადგენილი წესით მოპოვებული არ აქვს.

 

6.6. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლის მესამე ნაწილით ავტორს უფლება აქვს ნაწარმოების გამოყენებისათვის მიიღოს ჰონორარი. დასახელებული ნრომის მეშვიდე ნაწილით საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისათვის დგინდება, ერთი მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით.

 

დადგენილია და სადაოც არარის ის გარემოება, რომ მოპასუხეს ნახატი დაუმზადა ინგლისურმა კომპანიამ „p-------“-მა, თუმცა მას არ აქვს ნახატის საავტორო უფლება. შესაბამისად ის არ წარმოადგენს იმ სუბიექტს, ვინც უნდა განსაზღვროს ნახატის გამოყენებისა და მისი ჰონორარის საკითხი. ნაწარმოების გამოყენებაზე უფლების მიცემის უფლება ჰქონდა ზ------ კ------ეს. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს უფლება მოიპოვა მისმა მემკვიდრედ. ასეთი პირობა გამომდინარეობს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან. კერძოდ: - საავტორო უფლება გადაიცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. საქ. სკ-ის 1307-ე მუხლით ,,მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები“. კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: 1336-ე მუხლით კი პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლით მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა.

 

მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ 2015 წლის 20 ნოემბერს ნოტარიუსს თამილა გოგატიშვილის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა №1--------. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ თ------ პ-------ამ მემკვიდრეობით მიიღო ზ------ კ------ის მემკვიდრეობა, მათ შორის საავტორო უფლებაც. შესაბამისად მისი ნახატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თ------ პ-------ასთან შეთანხმებით. მისი თანხმობის გარეშე ნახატის გამოყენება მართლსაწინააღმდეგოა. მასვე აქვს უფლება განსაზღვროს და მიიღოს ნახატის გამოყენებისათვის კანონით განსაზღვრული ჰონორარი. განსახილველ შემთხვევაში შპს „ტ-----------ის“თ------ პ-------ას ნებართვის გარეშე განხორციელდა ნახატის გადამუშავება (ნაწარმოებში ცვლილებების განხორციელება), რეპროდუცირება (ლოგოს სახით გამოსახვა) და საჯარო გადაცემა, რითაც დაარღვევია მოსარჩელის საავტორო უფლებას ნახატზე.

 

6.8. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება: ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება. ამავე კანონის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტი საავტორო უფლების მფლობელს უფლებას ანიჭებს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით). ამავე მუხლის ,,ვ“ პუნქტმა საავტორო უფლების მფლობელს უფლება მიანიჭა მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები. სწორედ ამ ნორმის გამოყენებით ითხოვს მოსარჩელე ერთჯერად კომპენსაციად 200 000 ლარს. მიაჩნია, რომ ნახატის ჰონორარი შეადგენს 20 000 ლარს. მისი ათმაგი ოდენობა კი 200 000 ლარია. მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ მოპასუხეს თავისი კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული აქვს ზ------ კ------ის ნახატი ,,ო-----–---ი“, დღის წესრიგში დადგა გარკვეულიყო მისი გამოყენების მართლზომიერების საკითხი. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------ კ------ის მემკვიდრეა თ------ პ-------ა, შესაბამისად ნახატის გამოყენებისათვის ჰონორარი მას უნდა მიეღო. მოპასუხემ ნახატი გამოიყენა თ------ პ-------ას ნებართვისა და მასთან შეთანხმების გარეშე, რამაც მას უფლება მიანიჭა მოითხოვოს ერთჯერადი კომპენსაციის არანაკლებ ათმაგი ოდენობით. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ იხელმძღვანელა სხვადასხვა გარემოებებით, მაგალითად: - ნახატის მომზადების დანახარჯი, დარღვევის სიმძიმე, მოპასუხის პასუხიგმებლობის საფუძვლები და სხვა გარემოებები. მათი ანალიზით ჰონორარის ღირებულებად დაადგინა 5000 ლარი. მისი ათმაგი ოდენობა 50 000 ლარია. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი საფუძვიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოსარჩელე მხარე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 1500 ლარის გადახდა

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საქმეზე გამოყენებული არაა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თ------ პ-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს „ტ-----------ს“, თ------ პ-------ას სასარგებლოდ დაეკისროს 50 000 ლარის გადახდა;

 

3. შპს „ტ-----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის სახით 1500 ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე