ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სოციალური (სამედიცინო) დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2012
ძალის დაკარგვა 10.12.2013
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.151.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,651 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.2012 მიღება
10.12.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სოციალური (სამედიცინო) დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:15.0pt; margin-left:0in; border:none; padding:0in; font-size:26.0pt; color:#17365D; letter-spacing:.25pt;} p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:12.0pt; color:#4F81BD; letter-spacing:.75pt; font-style:italic;} em {} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.MsoSubtleEmphasis { color:gray; font-style:italic;} span.MsoIntenseEmphasis { color:#4F81BD; font-weight:bold; font-style:italic;} span.TitleChar { color:#17365D; letter-spacing:.25pt;} span.SubtitleChar { color:#4F81BD; letter-spacing:.75pt; font-style:italic;} span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №1 6 2012 წლის 23 მარტი დაბა სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სოციალური (სამედიცინო) დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :       მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სოციალური (სამედიცინო) დახმარების გაცემისა და მიღების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.      მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ, პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №44 დადგენილება.     მუხლი 3🔗 ზ/აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.     მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე            გ. მალანია                                                                                                             დანართი №1 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სოციალური (სამედიცინო)დახმარების გაცემისა და მიღების წესი   ეს წესი განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სოციალური (სამედიცინო) დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.     მუხლი 1🔗. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება 1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია: ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მაცხოვრებლები 70 000-დან 100 000 ქულამდე და მათი ოჯახის ორსული წევრები; ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები და მათი ოჯახის ორსული წევრები, რომელთაც გააჩნია 70 000 ქულაზე ნაკლები და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი. 2. კატეგორიები, რომელთა სამედიცინო დახმარებაც ასევე ფინანსდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილი); ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები; გ) ეკონომიურად გაჭირვებული ოჯახის წევრები, რომელთაც შუამდგომლობას გაუწევს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, საკრებულოს შესაბამისი მაჟორიტარი დაპუტატი იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება განსაკუთრებული საფრთხე და გადახდის არანაირი საშუალება არ გააჩნია. 3. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.     მუხლი 2🔗. მშობიარობისა და გართულებული მშობიარობის (საკეისრო კვეთის) სამედიცინო დახმარება 1.მშობიარობისა და გართულებული მშობიარობის (საკეისრო კვეთის) დროს ქალთა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა განხორციელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიამ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა100); ე) სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.     მუხლი 3🔗. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება 1. ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შემდეგ კატეგორიას: ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს 100(ასი) ლარის ოდენობით; ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; გ) მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენელმა (მეურვემ, მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან); დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100). 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.     მუხლი 4🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მიცვალებულ ვეტერანთა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილე მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; დ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ; დ) მიცვალებული ვეტერანის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ზ) თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ  პირად ანგარიშზე.     მუხლი 5🔗 . სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი სახით: 2. სამედიცინო მომსახურების ღირებულება 500 (ხუთასი) ლარამდე – 100% დაფინანსება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ.      3. 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე – 70% დაფინანსდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ. 4. 1000 (ერთი ათასი) ლარიდან 3000 (სამი ათასი) ლარამდე – 65% დაფინანსდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ. 5. 3000(სამი ათასი) ლარიდან და მეტი დაფინანსება განხორციელდება არა უმეტეს 2000(ორი ათასი) ლარისა. 6. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის, გამოკვლევის და გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობის 100%-ით დაფინანსება ხორციელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. 7. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება დასახმარებელი თანხის ოდენობა. 8. მოსარგებლე (ბენეფიციარი) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის იღებს საგარანტიო წერილს, რომელსაც წარადგენს სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებაში.     მუხლი 6🔗. მედიკამენტებით დაფინანსების უზრუნველყოფა 1. ერთჯერადი დახმარება გაეწევათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამედიცინო ცნობისა (ფორმა №100) და ექიმის დანიშნულების საფუძველზე ესაჭიროებათ მედიკამენტების შეძენა. მედიკამენტების დაფინანსების ოდენობა განხორციელდება არა უმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა; 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ)პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო ცნობა (ფორმა 100); დ) ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (მედიკამენტების სახეობები); ე) აფთიაქის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარისწორებით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.     მუხლი 7🔗. ახალშობილთა (ბავშვების დაბადებისათვის) ოჯახების დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ახალშობილთა ოჯახებისათვის: ა) პირველი შვილის დაბადებაზე – 100 (ასი) ლარის ოდენობით; ბ) მეორე შვილის დაბადებაზე  – 200 (ორასი) ლარის ოდენობით; გ) მესამე შვილის დაბადებაზე  – 300 (სამასი) ლარის ოდენობით; დ) მეოთხე შვილის დაბადებაზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; ე) მეხუთე შვილის დაბადებაზე –1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით; ვ) ტყუპი შვილის დაბადებაზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ახალშობილ (ებ) ის და სხვა შვილების დაბადების მოწმობ (ებ)ის ასლ (ებ)ი; დ) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში); ე) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.     მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების დაფინანსებისა და გაცემის წესი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სოციალური დახმარების ეფექტურად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მუნიციპალიტეტში იქმნება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევასა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის თაობაზე. 2. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და გამგეობის საჯარო მოხელეები, ასევე სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები. 3. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობრივად შეიძლება იყოს გამგებლის მოადგილე. 4. კომისიის სხდომას წევრის სტატუსით ესწრება თვითმმართველი ერთეულის იმ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ვისი სამოქმედო ტერიტორიიდანაც არის წარდგენილი განცხადება სამედიცინო დახმარების თაობაზე. 5. კომისიის სხდომა ტარდება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს. მოქალაქისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სხდომის ნებისმიერ დროს ჩატარება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე. 6. მოქალაქისათვის სოციალური დახმარების გაწევის თაობაზე განცხადება წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. 7. კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია თავისი ინიციატივით, განმცხადებლისაგან, სამკურნალო დაწესებულებიდან ან სხვა პირებისგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს განმცხადებლის და მისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას. 8. წარმოდგენელი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია იღებს საოქმო გადაწყვეტილებას, განმცხადებლისათვის საჭირო მომსახურების დაფინანსების თაობაზე. 9. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 10. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს. 11. საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული“ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრი, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, უფლებამოსილია ოქმს თან დაურთოს წერილობით შედგენილი მოსაზრება. 12. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს ორი დღისა და წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს. 13. კომისიის ოქმს თან ერთვის განხილული დოკუმენტაცია, რომელიც ოქმის განუყოფელი ნაწილია. საბოლოო სახით ოქმი თანდართული დოკუმენტაციით ინომრება და იკინძება, რომლის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს. 14. მუნიციპალიტეტის გამგებელი საბოლოო სახით მიღებულ კომისიის ოქმს, მოხსენებითი ბარათით დაუყოვნებლივ წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. მოხსენებით ბარათში აღინიშნება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედ კანონმდებლობასთან და ამ წესთან (დებულებასთან) შესაბამისობა. მოხსენებით ბარათს თან უნდა ერთოდეს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისაღები სამართლებრივი აქტის პროექტიც. 15. გამგებლის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის სოციალური (სამედიცინო) დახმარების გაწევის თაობაზე. 16. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაზე გასცემს საგარანტიო წერილს, სამედიცინო მომსახურების გაწევის ღირებულების ანაზღაურების შესახებ ან/და ახორციელებს თანხის გადარიცხვას შესაბამის საბანკო ანგარიშზე.