ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2013 წლის 3 დეკემბერი დაბა სტეფანწმინდა |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
- მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიში.
2. ასევე დარჩენილი თანხის 10%-ით ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 70%-იანი დაფინანსების შემდგომ:
- ღვიძლის ფუნქციების სინჯები;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი;
- მუცლის ღრუს ექოსკოპია;
- გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტენოგრაფია;
მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
- მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიში.
3. ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული 70%-ის გარდა ანაზღაურდება დარჩენილი თანხის 10%, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
- მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტისა და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მომსახურება არ შედის საყოველთაო დაზღვევაში, დაფინანსების საკითხს განიხილავს სათანადო კომისია და მიიღებს გადაწყვეტილებას;
- სამედიცინო დაფინანსება მოხდება შემდეგი წესით:
ა) სამედიცინო მომსახურების ღირებულება 500 (ხუთასი) ლარამდე დაფინანსდება 100%-ით, მუნიციპალიტეტის მიერ;
ბ) 500 (ხუთასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე დაფინანსდება 70%-ით, მუნიციპალიტეტის მიერ;
გ) 1000 (ერთი ათასი) ლარიდან 3000 (სამი ათასი) ლარამდე დაფინანსდება 65%-ით მუნიციპალიტეტის მიერ;
დ) 3000 (სამი ათასი) ლარიდან და ზევით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;
- მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიში
ე) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რომ სადაზღვევო პოლისით დაავადება არ ფინანსდება;.
2. მრავალშვილიანი ოჯახები.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ასი და ას წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქეები.
5. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
ა) პირველი შვილის დაბადებაზე - 200 (ორასი) ლარი;
ბ) მეორე შვილის დაბადებაზე - 300 (სამასი)ლარი;
გ) მესამე შვილის დაბადებაზე 400 (ოთხასი) ლარი;
დ) მეოთხე შვილის დაბადებაზე - 500 (ხუთასი) ლარი;
ე) მეხუთე და ყოველ მომდევნო შვილის დაბადებაზე - 1000 (ერთი ათასი) ლარი;
ვ) ტყუპი შვილის დაბადებაზე - გაორმაგებული თანხა ზემოთ აღნიშნული შესაბამისი პუნქტით გათვალისწინებული თანხისა;
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარის სახელზე;
ბ) მშობელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
გ) ახალდაბადებულისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) მშობელთა ქორწინების რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში;
მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად წლის განმავლობაში თითოეულ 18 წლამდე ასაკის შვილზე 50 (ორმოცდა ათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წამოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში;
ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს - 150 (ას ორმოცდა ათი) ლარის ოდენობით.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას - 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
გ) მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ გადაადგილებას - 250 (ორას ორმოცდა ათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენლის მეურვის ან მზრუნველის სახელით.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირადობის მოწმობის ასლი
გ) შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოც.სუბსიდიების სააგენტოდან)
დ) საბანკო ანგარიში
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის წარმომადგენლის (მეურვის ან მზრუნველის) პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100)
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი
დ) საბანკო ანგარიში
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება - 250 (ორას ორმოცდა ათი) ლარი;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავღანეთის ომის მონაწილე პირთა სარიტუალო მომსახურება - 250 (ორას ორმოცდა ათი) ლარი;
გ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება - 500 (ხუთასი) ლარი;
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
დ) მიცვალებული პირის მოწმობის ასლი;
ე) მიცვალებული პირის ომისა და სამხედრო ძალების მებრძოლის მოწმობის ასლი
ვ) მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი
ზ) საბანკო ანგარიში
2. წლიური ლიმიტი( წლის განმავლობაში ეტაპობრივად) ბენეფიციარებს განესაზღვრება 250 (ორას ორმოცდა ათი) ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე
ბ) პირადობის დამადასტურებელი ასლი
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100)
დ) ექიმის დანიშნულება (მედიკამენტების სახეობა)
ე) აფთიაქის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა
4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.
2. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეები, ასევე სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალიტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები.
3. კომისიის თავმჯდომარე თანამდებობრივად შეიძლება იყოს გამგებლის მოადგილე.
4. კომისიის სხდომას წევრის სტატუსით ესწრება თვითმმართველი ერთეულის იმ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, ვისი სამოქმედო ტერიტორიიდანაც არის წარდგენილი განცხადება სამედიცინო დახმარების თაობაზე.
5. კომისიის სხდომა ტარდება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს. მოქალაქისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სხდომის ნებისმიერ დროს ჩატარება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.
6. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია იღებს საოქმო გადაწყვეტილებას, განმცხადებლისათვის საჭირო მომსახურების დაფინანსების თაობაზე.
7. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
8. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.
9. საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრი, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, უფლებამოსილია ოქმს თან დაურთოს წერილობითი ფორმით შედგენილი მოსაზრება.
10. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღისა და წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს.
11. კომისიის ოქმს თან ერთვის განხილული დოკუმენტაცია, რომელიც ოქმის განუყოფელი ნაწილია. საბოლოო სახით ოქმი თანდართული დოკუმენტაციით ინომრება და იკინძება, რომლის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს.
12. მუნიციპალიტეტის გამგებელი საბოლოო სახით მიღებულ კომისიის ოქმს დაუყოვნებლივ წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, ოქმს თან უნდა ერთვოდეს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისაღები სამართლებრივი აქტის პროექტიც.
13. გამგებლის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის სოციალური და სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე.
14. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაზე გასცემს საგარანტიო წერილს, სამედიცინო მომსახურების გაწევის ღირებულების ანაზღაურების შესახებ ან/და ახორციელებს თანხის გადარიცხვას შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
15. დამატებითი სამედიცინო და სოციალური დახმარება მოქალაქეს გაეწევა წელიწადში ერთხელ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №16 დადგენილება (02.04.2012 წ. 190020020.35.151.016092).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ალიბეგაშვილი
დანართი №1