აქციონერთა მორიგი საერთო კრების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს. „ქალაქმშენის“აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ

2012 წლის 24 აპრილს , 12:00 სთ-ზე, სააქციო საზოგადოება „ქალაქმშენის ” იურიდიულ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. № 16, II სართული ოთახი , 211, გაიმართება სს „ქალაქმშენის ” აქციონერთა მორიგი საერთო კრება.

 

დღის წესრიგი:

1. სს. „ქალაქმშენის“ 2011 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში (დირექტორი ლ. ღაღანიძე) .

2. სს „ქალაქმშენის ” 2011 წლის წმინდა მოგების განაწილების შესახებ და მისი დამტკიცება (ლ. ღაღანიძე) .

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა და მათთვის შრომითი ანაზღაურების დანიშვნა.

აქციონერთა საყურადღებოდ: საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 23 აპრილი.2012 წლის 10 აპრილიდან აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება. აქციონერი კრების მუშაობაში მონაწილეობს პიროვნების იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და კრებაზე წარმოდგენილი აქციათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე. დასაშვებია წარმომადგენლობა წერილობითი მინდობილობით.

სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის რეკომენდაციები დღის წესრიგის საკითხთა ირგვლივ:

1. სს „ქალაქმშენის“ 2011 წელს გაწეული მუშაობა შეფასდეს დამაკმაყოფილებლად (კრების მიერ თანდართული ანგარიშის განხილვის შემდეგ);

2. დადგინდეს სს „ქალაქმშენის“ 2011 წლის წმინდა მოგების დივიდენდების სახით შუალედურად განაწილება (საკითხის, კრების მიერ დამტკიცების შემდეგ);

3. ახლად არჩეული სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრის საერთო შრომითი ანაზღაურების ყოველთვიური ხელზე ასაღების თანხა, 2012 წლის 1 მაისიდან სახელფასო ფონდის შევსების შემთხვევაში, განისაზღვროს 640 (ექვსას ორმოცი) ლარის ოდენობით. შემდგომში შემოსავლების გაზრდისას დადგინდეს დირექციას თ ან ერთობლივად.

სამეთვალყურეო საბჭო