1. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი, აგრეთვე სერტიფიცირებული პირი ვალდებულია აწარმოოს ელექტრონული ჟურნალი. ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი განისაზღვრება „მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. 3 კგ ან 3 კგ-ზე მეტ მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია მაცივარაგენტების ჟონვის მინიმუმამდე შესამცირებლად უზრუნველყოს „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, მაცივარაგენტების ჟონვის შემოწმება.

3. სერტიფიცირებული პირი ვალდებულია მონრეალის ოქმით გათვალისწინებულ ნივთიერებაზე მომუშავე მოწყობილობის დემონტაჟის ან უტილიზაციის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი მომსახურების დროს ამ მოწყობილობის სისტემის გახსნამდე სრულად ამოიღოს აღნიშნული ნივთიერება.

4. ამ მუხლით დადგენილ ვალდებულებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4951 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №172 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1663 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3279 – ვებგვერდი, 05.07.2023წ.

თავი III. კომპეტენციათა გამიჯვნა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფერო