„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.029.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №26

201 2 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის– იძულებით გადაადგილებულ პირთა– დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს № 85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს № 85 ბრძანები ს (სსმ, 97, 06/08/2009) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :

1.    დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რ ედაქციით:

„2. ცენტრის შექმნის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) სოციალური და ეკონომიკური რეინტეგრაციის, დასაქმების, მომსახურების, ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;“.

2. დებულების მე-2მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიით დასახული მიზნების განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;

გ) დევნილთა სოციალური დაცვის სფეროში საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.“

3. დებულების მე-2მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დევნილთა სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;“.

მუხლი  2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. სუბელიანი