წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 23.03.2012
ძალის დაკარგვა 01.08.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.08.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ერთეულის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ. მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.10.2010
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Vrinda; panose-1:2 11 5 2 4 2 4 2 2 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2012 წლის 23 მარტი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22
-ე მუხლის 1
-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე
-20 და 25
-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება დანართის შესაბამისად (დანართი 6 ფურცლად).
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №33 დადგენილება (სსმ V, №56, 29/11/2010, სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.104.016.022).
3. დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
კ
. ციმინტია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულება
მუხლი 1🔗. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ
– ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
2. ტერიტორიული ორგანო იქმნება გამგეობის დებულებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
3. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. ტერიტორიული ორგანო არ არის იურიდიული პირი, მას აქვს ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით და ბლანკი.
მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), გამგეობის დებულება და ეს დებულება.
2. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში
1. ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
ბ) იღებს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს, უზრუნველყოფს მათ კომუნიკაციას საკრებულოსა და გამგეობასთან;
გ) ადგილზე აცნობს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;
დ) აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგისა და ჩატარების თარიღის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;
ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას გამგეობაში;
თ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ი) უზრუნველყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას;
კ) იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ „ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას;
ლ) უზრუნველყოფს საკრებულოს წევრების, საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას.
მუხლი 4🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში
1. ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში, ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში გასაწევი ხარჯების და შემოსავლების დაგეგმვის შესახებ;
ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის საკითხებზე;
გ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
დ) ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესახებ;
ე) კონტროლს უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
მუხლი 5🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში
1. ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციების ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ;
ბ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;
გ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას;
დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოქალაქეებისა და გამგეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელების შესახებ.
მუხლი 6🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სფეროში
1. ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციების ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მუნიციპალური ქონების შექმნის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების მიზნობრივ გამოყენებას, ამ ქონებით სარგებლობის წესების დაცვას;
დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვას.
მუხლი 7🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში
1. მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას, მისი გამოყენებისა და სარგებლობის კონტროლს;
ბ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
გ) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კონტროლს;
დ) მოსახლეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 8🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში
1. სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცითი მოწყობის შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს ადინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობას;
გ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში, ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოთა განხორციელებას.
მუხლი 9🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურეობის სფეროში
1. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე;
ბ) მონაწილეობს სატრანსპორტო სისტემისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
გ) უზრუნველყოფს გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ადგილობრივი გზების, ტროტუარების, მოედნების მოვლა-პატრონობას;
დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოების მოვლა-პატრონობას და მოსახლეობის სარიტუალო მომსახურებას.
მუხლი 10🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას;
ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში;
გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მოსახლეობის დასაქმების სფეროში, მონაწილეობს დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;
დ) მონაწილეობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებაში, კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;
ე) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღების საქმიანობას;
ვ) კოორდინაციას უწევს კულტურული და სპორტული დაწესებულებების საქმიანობას;
ზ) უზრუნველყოფს ზედამხედველობას ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვაზე.
მუხლი 11🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში
1. მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში ტერიტორიული ორგანო დადგენილი წესით:
ა) მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, სამეზობლო და ოჯახური დავების რეგულირებაში;
ბ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების ღონისძიებებში;
გ) მონაწილეობს სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების ღონისძიებებში;
დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციას;
ე) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 12🔗. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებული
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულს (შემდგომში – რწმუნებული), „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
2. რწმუნებული:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;
გ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმითა და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებითა და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;
ვ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას;
ზ) წარადგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ
-ერთი მოხელე.
მუხლი 13🔗. თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი
1. ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები.
გ) იზრუნონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებანი
1. ტერიტორილი ორგანოს დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.ტერიტორიული ორგანოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.