წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (2)
ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2014 წლის 29 ივლისი ქ. წალენჯიხა |
|
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება, დანართის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს:ა)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №12 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ V, 02/04/2014, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016089).ბ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის N13 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ V, 02/04/2012, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016090);
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აგვისტოდან.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ - გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას.თავი I
ზოგადი დებულებები1.
გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას.2.
გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან.1.
გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.2.
გამგეობის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.გამგეობის ადგილსამყოფელია ქ. წალენჯიხა, სალიას ქ.N5.თავი II
გამგეობის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები1.
გამგეობის თანამდებობის პირები არიან:ა)
გამგებელი;ბ)
გამგებლის პირველი მოადგილე;გ)
გამგებლის მოადგილეები;დ)
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.2.
გამგეობის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის ჩათვლით) შეადგენს 13-ს.3.
გამგეობის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.1.
გამგებელი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. გამგებელი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.2.
გამგებელი აირჩევა 4 წლის ვადით საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც.3.
გამგებელი:ა)
გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:ბ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:გ)
საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:დ)
მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:ე)
აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:4.
გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის დებულებით.5.
გამგებელი, ამ დებულებით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.1.
.გამგებელს ჰყავს 2 მოადგილე,რომლებიც ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის დავალებების შესრულებას, გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.2.
გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.3.
გამგებლის მოადგილეებს ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.1.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.2.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:ა)
წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;ბ)
უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;დ)
განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;ე)
გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;ზ)
გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;თ)
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.3.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.4.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით.თავი III
გამგეობის სტრუქტურა1.
გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან.2.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები - გამგეობის სამსახურები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.3.
გამგეობის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად - განყოფილებებად.1.
გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.2.
სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.3.
სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.4.
გამგეობის სამსახურებია:ა)
ადმინისტრაციული სამსახური;ბ)
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;გ)
ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;დ)
ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური;ე)
სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების,ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური;ვ)
შიდა აუდიტის სამსახური;ზ)
ზედამხედველობის სამსახური;თ)
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;ი)
სახანძრო–სამაშველო სამსახური;5.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და ამტკიცებს საკრებულო.1.
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.2.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.3.
ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა.4.
ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება,მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება.5.
სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა, დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა და მის გასაუმჯობესებლად წინადადებების მომზადება.6.
შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად, გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტების ვიზირება.7.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.8.
ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია– კონტროლი გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე; კონტროლი მშენებარე შენობა-ნაგებობების წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე9.
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა;10.
გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.თავი IV
გამგეობის საჯარო მოსამსახურეები1.
სამსახურის განყოფილების უფროსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2.
სამსახურის განყოფილების უფროსი:ა)
წარმართავს განყოფილების საქმიანობას;ბ)
უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;გ)
სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;დ)
ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;ე)
იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;ვ)
ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;ზ)
უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;თ)
უზუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;ი)
უზუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;კ)
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.3.
სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.1.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთულებია:ა)
ქალაქ წალენჯიხის ადმინისტრაციული ერთული (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი წალენჯიხა (ცენტრი), სოფლები: ზედამაზანდარა, ქვედამაზანდარა, ზღვაია, ხვითერი-საკალანდიო, ლუღერა-სამცაცხვი);ბ)
ჯვარის ადმინისტრაციული ერთეული; (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ჯვარი (ცენტრი), სოფლები: ჯვარი, ოჭანე, ნაკა);გ)
მიქავას ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მიქავა (ცენტრი), ლეჯოლიხე, ლეღვინჯილე);დ)
ეწერის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ეწერი (ცენტრი), სოფლები: ლექარდე, ლეძაძამიე);ე)
ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეული; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩქვალერი (ცენტრი), ლეშამგე);ვ)
საჩინოს ადმინისტრაციული ერთული; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: საჩინო (ცენტრი), კუხეში, ნაგურუ, ზედა საჩინო);ზ)
ჯგალის ადმინისტრაციული ერთული; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჯგალი (ცენტრი), ლეთკანთი, ლეკაკულე, ლესალე, ლეხარჩილე);თ)
ლიის ადმინისტრაციული ერთული; ((სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ლია (ცენტრი), პალური, ზედა ლია, მახარია);ი)
ფახულანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფახულანი(ცენტრი), ჭველე, წყოუში, ქალაღალი);კ)
ჭალეს ადმინისტრაციული ერთული; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჭალე (ცენტრი), ეწერფერდი, ფოცხო-ეწერი);ლ)
მუჟავას ადმინისტრაციული ერთეული; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მუჟავა (ცენტრი), ოლორი, ნაშამგუ);მ)
ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ნაკიფუ (ცენტრი), ლეჟა, ულურია, ნანჯარუ);ნ)
ობუჯის ადმინისტრაციული ერთეული; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ობუჯი (ცენტრი), სამესხიო, ჯაღირა);ო)
მედანის ადმინისტრაციული ერთეული; (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მედანი (ცენტრი), ლარა).2.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინიშნება გამგებლის წარმომადგენელი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.3.
გამგებლის წარმომადგენელი:ა)
აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;ბ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;გ)
მოქალქეებზე გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა სახის ცნობებს;დ)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;ე)
უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;ვ)
პერიოდულად წარადგენს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;ზ)
მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ;თ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით.4.
გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მას აქვს სამსახურეობრივი სარგებლობის ბეჭედი და შტამპი.1.
გამგეობაში საჯარო სამსახურს ეწევა:ა)
გამგეობის საჯარო მოხელე, რომელიც დანიშნულია გამგეობის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;ბ)
გამგეობის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად;გ)
დამხმარე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია გამგეობაში დამხარე, ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად.2.
გამგეობის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს გამგებელი.1.
გამგეობის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.
2.
გამგეობის მოხელეს უფლება აქვს:ა)
გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის/მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;ბ)
თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;გ)
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;დ)
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;ე)
საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;ვ)
მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;ზ)
დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;თ)
მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;ი)
მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;კ)
უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;ლ)
მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;მ)
აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;ნ)
ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;ო)
ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.3.
გამგეობის მოხელე მოვალეა:ა)
საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;ბ)
შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;გ)
უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;დ)
დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი;ე)
შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;ვ)
შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;ზ)
დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;თ)
გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება;ი)
იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია;კ)
შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.1.
გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყოველი დანიშვნითი თანამდებობისათვის დგება სამუშაოთა აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნა.2.
სამუშაოთა აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები.3.
საკვალიფიკაციო მოთხოვნით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, განათლება, ცოდნა და უნარ-ჩვევები. საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა საერთოა გამგეობის ყოველი საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს გამგეობაში თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა წესდება თითოეული საშტატო თანამდებობისათვის და განსაზღვრავს ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაციას, სამუშაო სტაჟს, აგრეთვე დამატებით ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.4.
გამგებლის მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაოთა აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს, გამგებელი, ხოლო გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ამტკიცებს გამგებელი.5.
მინიმალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები გამგებლის წარდგინებით განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.თავი V
გამგეობის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა1.
გამგეობის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:ა)
გამგეობის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;ბ)
გამგეობის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე;2.
ვაკანსია უნდა შეივსოს, როგორც წესი, არა უგვიანეს გახსნიდან 3 თვის ვადაში.1.
გამგეობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლებით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2.
გამგეობის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება:ა)
კონკურსის წესით;ბ)
უკონკურსოდ, ამ დებულების მე-19 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში.3.
გადაწყვეტილებას გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა გამგეობის თანამდებობის პირების ვაკანსიისა) კონკურსის გამოცხადების ან ვაკანსიის უკონკურსოდ შევსების შესახებ მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე, იღებს გამგებელი.4.
ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში უნდა წარადგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი დოკუმენტები.
მუხლი 20. გამგეობის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდა)
სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;ბ)
სამსახურებრივი გადაყვანისას;გ)
არა უმეტეს 3 თვის ვადით დროებით მოვალეობის შემსრულებლად.1.
გამგეობის მოხელე სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.2.
ატესტაციას ატარებს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის" შესაბამისად.
მუხლი 22. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტაგამგეობის საჯარო მოსამსახურეთა, გარდა გამგეობის თანამდებობის პირების, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით.თავი VI
გამგეობის მუშაობის ორგანიზაცია1.
გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე:ა)
საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;ბ)
გამგებლის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;გ)
ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება;დ)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;ე)
ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;ვ)
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.2.
გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით", ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 24. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლებია)
გამგეობის ვალდებულება შეიმუშავოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი;ბ)
გამგეობის ვალდებულება უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის აღსრულება;გ)
გამგებლის ვალდებულება გამოსცეს ბრძანება;დ)
გამგეობის უფლებამოსილი მოხელის ვალდებულება შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;ე)
დაინტერესებული პირის განცხადება;ვ)
კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა საფუძვლის არსებობა.1.
დაინტერესებული პირის საფუძველზე გამგეობის ადმინისტრაციული წარმოება უნდა დასრულდეს, როგორც წესი, განცხადების რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში. თუ საქმე განსაკუთრებით რთული კატეგორიისაა და მოითხოვს დამატებით შესწავლას, ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეიძლება გაგრძელდეს გამგებლის წერილობითი დავალების საფუძველზე, არა უმეტეს ერთი თვით.2.
გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების ვადა, გარდა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება გამგეობის და მუნიციპალური სამსახურების სამუშაო გეგმებით, აგრეთვე გამგებლის დავალებებით.1.
გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.2.
გამგეობის საქმიანი ქაღალდები და სამართლებრივი აქტების პროექტები მზადდება გამგეობის ადმინისტრაციულ სამასახურში,რომლის ვიზირებას სფეროების მიხედვით ახორციელებენ გამგეობის სამსახურები, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.1.
გამგეობის შინაგანაწესსა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს გამგებელი.2.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა.1.
ანგარიშგება გამგეობაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით.2.
გამგეობის საანგარიშგებო პერიოდებია - 6 თვე და ერთი წელი. მუნიციპალური სამსახურის, სამსახურის განყოფილების და ტერიტორიული ორგანოს საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. მუნიციპალური სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.3.
ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:ა)
გამგეობის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში;ბ)
სამსახურის ანგარიში გამგებელს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან გამგებლის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში;გ)
განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში;დ)
გამგეობის სამსახურის მოხელის ყოველთვიური ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარდეგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.4.
თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).5.
საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.6.
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით".
მუხლი 29. საქმიანობის შეფასება1.
მოხელის ყოველთვიურ ანგარიშს აფასებს ზემდგომი თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს მოხელის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს, აგრეთვე უფლებამოსილია მიმართოს სამსახურის უფროსს მოხელის წახალისების ან მისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ყოველთვიური შეფასების საფუძველზე ზემდგომი თანამდებობის პირი ადგენს მოხელის ყოველწლიური შეფასების ფურცელს, რომელიც შეიტანება მოხელის პირად საქმეში. ყოველწლიური შეფასების ფურცელი წარმოადგენს ატესტაციაზე მოხელის შეფასების ერთ-ერთ საფუძველს.2.
განყოფილების საქმიანობას აფასებს მუნიციპალური სამსახურის უფროსი, რომელიც განიხილავს განყოფილების უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.3.
გამგეობის სამსახურის საქმიანობას აფასებს გამგებელი, რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.4.
გამგეობის საქმიანობას აფასებს საკრებულო. გამგეობის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს გამგებელი. გამგეობის ანგარიში განიხილება და შეფასდება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.1.
გამგეობაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის", მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა)
გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;ბ)
მოქალაქეთა ინფორმირებულობა გამგეობის საქმიანობის შესახებ;გ)
მოქალაქეთა მონაწილეობა გამგეობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;დ)
გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;ე)
ლობისტური საქმიანობა.2.
,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" განსაზღვრული წესით გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
3.
გამგეობის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი, რომლის დებულებასაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე, აგრეთვე საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს:ა)
გამგეობის სამართლებრივი აქტები;ბ)
ინფორმაცია გამგეობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, გამგეობის თანამდებობის პირების შესახებ;გ)
გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი, ადმინისტრაციული ერთეულის მისამართი);დ)
გამგეობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;ე)
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;ვ)
ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;ზ)
გამგეობაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;თ)
გამგეობაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;ი)
გამგეობის სამუშაო გეგმები და ანგარიშები;კ)
ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;ლ)
გამგეობაში შემუშავებული საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები;მ)
გამგეობაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;ნ)
ინფორმაცია გამგეობის კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურეობათა შესახებ;ო)
ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით);პ)
ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;ჟ)
მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;რ)
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ;ს)
სხვა საჯარო ინფორმაცია.თავი VII
გამგეობის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები1.
გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:ა)
გამგებლის ბრძანება;ბ)
გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანება;გ)
გამგებლის მოადგილის ბრძანება;დ)
გამგეობის სამსახურის უფროსის ბრძანება.2.
გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინარული გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.3.
გამგეობის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა, რომლებიც შეეხება 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.4.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.1.
გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.2.
გამგეობის თანამდებობის პირის, გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.თავი VIII
გამგეობის რეორგანიზაციის წესი1.
გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ მუნიციპალურ სამსახურს ან ადმინისტრაციულ ერთეულს. რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე მუნიციპალური სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში.2.
რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება გამგეობის დებულებაში ცვლილებების შეტანისა და გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:ა)
გამგეობის რეორგანიზებული სტრუქტურა;ბ)
რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;გ)
რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;დ)
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმი.3.
რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელების ვადების მითითებით:ა)
გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ;ბ)
სალიკვიდაციო ღონისძიებები, თუ რეორგანიზაცია გულისხმობს სტრუქტურული ერთეულის გაუქმებას;გ)
რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;დ)
რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;ე)
გამგეობის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;ვ)
რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ატესტაციებისა და კონკურსების საორგანიზაციო ღონისძიებები;ზ)
რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.1.
გამგეობის სამსახურის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც არ შეეხება გამგეობის რომელიმე სხვა სამსახურს.2.
გამგეობის სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება სამსახურის სახელწოდებას - აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილებების შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:ა)
სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;ბ)
რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს;გ)
რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;დ)
რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.თავი IX
გარდამავალი და დასკვნითი დებულებებია)
ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გამგეობის სამსახურების დებულებები;ბ)
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქცია;გ)
მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულება;დ)
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი;ე)
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ.1.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღემდე ჩატარდეს გამგეობის რეორგანიზაცია.2.
გამგებელმა შეიმუშავოს და 2014 წლის 1 სექტემბრამდე საკრებულოში დასამტკიცებლად წარმოადგინოს გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა.3.
გამგეობის რეორგანიზაციის დასრულებამდე გამგეობის მოქმედმა სამსახურებმა საქმიანობა განახორციელონ რეორგანიზაციის რეჟიმში.