„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016313
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2017 წლის 30 ივნისი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  29 ივლისის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგ. კოდი 010260020.35.104.016161)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“;

ბ) დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომ – სტრუქტურული ერთეული) ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.

2.გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) უნაწილებს ფუნქციებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით: მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, ამ ერთეულში შემავალი მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს ამ ერთეულში მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;

3. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.“;

გ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. გამგეობის სტრუქტურული შემადგენლობა

1.გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულებისაგან.

2. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ – სტრუქტურული ერთეული)-გამგეობის სამსახური-იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო მისი ფუნქციები და სტრუქტურა აგრეთვე სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. გამგეობის სამსახური, ამ სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს მეორად სტრუქტურულ ერთეულებად-განყოფილებებად.“

დ) მე-12 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გამგეობის  სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას მეორადი სტრუქტურული ერთეულები-განყოფილებები.“;

ე) ამოღებულ იქნეს 131 მუხლი.
ვ)  მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგებლის წარმომადგენელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.“;

ზ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. გამგეობის საჯარო მოსამსახურე

1.გამგეობაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) პროფესიული საჯარო მოხელე (შემდგომ მოხელე) – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ, გამგეობის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;

2.შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

თ) დებულების V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ თავი  V

გამგეობის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი

კარიერის გავლა

 მუხლი 18. გამგეობაში ვაკანსიის გახსნა

გამგეობაში მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:

ა) გამგეობის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის დამტკიცების მომდევნო დღიდან;

ბ) გამგეობის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე.

მუხლი 19. გამგეობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის და სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება/შეწყვეტის წესი

გამგეობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის და სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება/შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგონერ კვარაცხელია