,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016289
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2016 წლის 29 აგვისტო

ქ. წალენჯიხა

 

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge), 01/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016161) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. გამგებლის წარმომადგენელის უფლება-მოვალეობები

1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი

2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მუნციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში და მის  სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.

3. გამგებლის წარმომადგენელზე  სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორცილებს გამგებელი და იგი ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

4. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) ორგანიზებას უწევს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

ბ)  გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ)  გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

დ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;

ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

ვ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწვევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ზ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

თ) ვალდებულია პერიოდულად დადგენილი ფორმით გამგებელს წარუდგინოს ინფორმაცია:

თ.ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

თ.ბ) დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

თ.გ) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;

თ.დ) ჩასახლებული დევნილების რაოდენობის შესახებ, მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშითა და სასმელი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

თ.ე) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ გასატარებელი ღონისძიებეების შესახებ;

ი) მონაწილეობს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ, ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს, ახორცილებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას;

კ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობის გამოკითხვასა და სახალხო განხილვების ჩატარებას. საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს სამუშაო ჯგუფის (ჯგუფების) შექმნის თაობაზე;

ლ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს;

მ) გამგეობის შესაბამისი სამსახურის ხელშეწყობის მიზნით მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;

ნ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ო) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორცილებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

პ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი მუნიციპალიტეტში შემავალი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების აღნიშვნით.

6. ბეჭდის გამოყენებისას ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმევა იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობისა და ხელმომწერის ადგილი.“;

ბ) დებულებას დაემატოს 141  მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 141. საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემის წესი

1. წალენჯიხის მუნციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელით.

2. ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.“;

გ) დებულების 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 301–303 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 301. დასახლების საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება

1. ინფორმაცია დასახლების საერთო კრების (შემდგომ – საერთო კრება) მოწვევის შესახებ ინიციატივის, საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობის,  საერთო კრების დღის წესრიგის, მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ქვეყნდება პროაქტიულად ან/და საჯაროდ ცხადდება.

2. საერთო კრების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ უფლებამოსილი მოხელის/ სამსახურის მიერ.

მუხლი 302.დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის საკითხებში მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილება

დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის საკითხებში მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმის დამტკიცება;

ბ) ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;

გ) მუნციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით საერთო კრების ორგანიზებაზე  პასუხისმგებელი პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვრა.

მუხლი 303. საერთო კრების ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა

მუნციპალიტეტის გამგებელი საინიციატივო ჯგუფის ან რჩეულის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, აგრეთვე საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია