ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.03.2012 ძალადაკარგული 12.08.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.114.016110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

201 2 წლის28 მარტი

დ. ჩოხატაური

ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ა და ტყის მიწ ებ ზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

შემოღებულ იქნეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად (თან ერთვის).

    მუხლი 2.

დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №29 დადგენილება.

    მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა . ხუნდაძე

დანართი

ადგილობრივი გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1.

საწარმოსთვის (ორგანიზაციისთვის) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.

    მუხლი 2.

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.

    მუხლი 4.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია ლარებში ერთ ჰექტარზე

1

სახნავი (მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)

60

 

საკარმიდამო

60

2

სათიბი (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული)

20

3

საძოვარი (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული)

16

4

ტყის მიწაზე (სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)

28

5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

მუხლი 5.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ლარებში ერთ კვადრატულ მეტრზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

დ. ჩოხატაური

0,24

1,0

0,24

2

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებ ში

0.24

0.8

0.192

    მუხლი 6.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:   

ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ;

გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.

    მუხლი 7.

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.