„ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3-10
სარეგისტრაციო კოდი
010260010.36.101.016097
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №3- 10

2012 წლი ს 30 მარტი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით (საქართველოს რესპუბლიკა, 25.10.2006წ., №209) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახური;“;

ბ) მე -9 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) განიხილავს ქალაქ თბილისის მერიის სისტემის სტრუქტურული ერთეულების და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ანგარიშებს, უდგენს მათ სამოქმედო ინსტრუქციებს და აძლევს რეკომენდაციებს.“;

გ) მე -16 მუხლის:

გ.ა) მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქალაქო სამსახურები,მათი ფუნქციების და უფლებამოსილებების შესაბამისად, ერთიანდებიან ეკონომიკურ, სოციალურ, კომუნალურ, საქალაქო მეურნეობის და კონტროლის და ზედამხედველობის ბლოკებად. თითოეული ბლოკის საქმიანობას,გარდა კონტროლისა და ზედამხედველობის ბლოკისა, მერის მიერ მათ შორის ფუნქციების განაწილების შესაბამისად, ხელმძღვანელობს მერის ერთ-ერთი მოადგილე. საქალაქო სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მერი.“;

გ.ბ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) მერიის სისტემის ორგანოების და მოსამსახურეთა საქმიანობის შიდა კონტროლი და კანონიერების დაცვის მონიტორინგი.“.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                              ზ . სამადაშვილი