„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14-81
სარეგისტრაციო კოდი
010250000.36.101.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 70, 29/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის საკრებულო ს

გადაწყვეტილება №14- 81

2010 წ ლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულებაში, შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:

ა) V თავის მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) „ქ. თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებზე გაცემული საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების შენახვა და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მათი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დაბრუნება.“;

ბ) V თავის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16.

საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან, ქალაქ თბილისის საკრებულოს ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან, თვითმმართველობის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში ურთიერთობების დამყარება;

გ) დაძმობილებულ და პარტნიორ ქალაქებთან ურთიერთობების წარმართვა და მათთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარება;

დ) ქ. თბილისის საკრებულოს წევრების და აპარატის თანამშრომელთა უცხოეთის სახელმწიფოებში მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, პასპორტებისა და ვიზების გაფორმების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ე) შემოსული უცხოენოვანი კორესპო ნ დენციის ქართულად თარგმნა;

ვ) ქ. თბილისის საკრებულოს წევრებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის უცხოენოვანი დოკუმენტაციის მომზადება;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.’’;

გ) V თავის 161 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 161.

პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებთან ურთიერთობა, ეროვნული დღესასწაულების მილოცვა, საკრებულოს მიერ გასამართ სხვადასხვა ღონისძიებებზე მათი მოპატიჟების ორგანიზება;

ბ) საკრებულოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ დელეგაციებთან თუ ცალკეულ პირებთან შეხვედრების ორგანიზება, დელეგაციების მიღება, უცხოენოვან დელეგაციებთან სინქრონული თარგმანის წარმოება საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებასთან თანამშრომლობით;

გ) უცხოური დელეგაციების დახვედრა, განთავსება და ვიზიტთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება (აეროპორტი, სასტუმრო, ქალაქში გადაადგილება, გაცილება);

დ) საკრებულოს ეგიდით გასამართი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

ე) საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს ცალკეულ წევრებთან მოწვეული სტუმრების დახვედრა და გაცილება;

ვ) ქ. თბილისის საკრებულოს ვებ-საიტის ინგლისურენოვანი ვერსიის მომზადება, ამ ვერსიის განახლებისთვის საჭირო ინფორმაციის ინგლისურენოვანი თარგმანი;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.’’.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   ზ. სამადაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2010.
როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო). დოკუმენტის ნომერი — №14-81. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.36.101.016015.
სად არის „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №14-81, 27.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250000.36.101.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1157424/