"ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №11-70
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 1-4 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების:
ა) II თავის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) საკრებულოს საერთაშორისო ურთიერთობების, საკრებულოს ოფიციალური ვიზიტებისა და საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფა;“;
ბ) IV თავის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება.“;
გ) IV თავის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობების განყოფილება.“;
დ) V თავის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16
საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან ქალაქ თბილისის საკრებულოს ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში ურთიერთობის დამყარება;
გ) დაძმობილებულ და პარტნიორ ქალაქებთან ურთიერთობის წარმართვა და მათთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;
ე) V თავის მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 161:
„მუხლი 161
პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) საკრებულოში საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების, ცალკეულ სახელმწიფო, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა, დიპლომატიურ წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტებისა და საპროტოკოლო ღონისძიებათა ორგანიზების უზრუნველყოფა;
ბ) საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს სხვა წევრთა, საკრებულოს ოფიციალური დელეგაციებისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ქვეყნის შიგნით გამგზავრების ორგანიზება;
გ) აპარატის უფროსისათვის განსახილველად წარსადგენი პროტოკოლთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი და წინადადებების მომზადება;
დ) საკრებულოს ეგიდით გასამართი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
ე) დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ქ. თბილისის საკრებულოს ურთიერთობების კოორდინაცია;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის 2010 წლის 1 ნოემბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება "ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.10.2010.
- როდის იქნა მიღებული "ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- "ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო). დოკუმენტის ნომერი — №11-70. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.36.101.016003.
- სად არის "ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება "ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №11-70, 29.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250000.36.101.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1070060/