,,ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1–1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №1-6
2013 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
,,ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1–1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1.
,,ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1–1 გადაწყვეტილებით (,,საქართველოს რესპუბლიკა“, 25.10.2006წ., №209, სარეგისტრაციო კოდი: 010.260.030.35.101.009.490) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ქალაქ თბილისის რაიონებია: გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის და ჩუღურეთის რაიონი.“;
ბ) 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 121. ქ. თბილისის მთავრობის სტრუქტურა
ქ. თბილისის მთავრობა შედგება შემდეგი თანამდებობის პირებისაგან:
ქ. თბილისის მერი - მთავრობის ხელმძღვანელი;
ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი);
ქ. თბილისის მერის მოადგილეები;
ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგებელი;
ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელი;
ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი;
ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებელი;
ქ. თბილისის კრწანისის რაიონის გამგებელი;
ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგებელი;
ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი;
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელი;
ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებელი;
ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებელი;
სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი;
ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი;
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი;
მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი;
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი;
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი;
ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი;
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი;
უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი.“;
გ) 351 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 351. ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში გამგეობების უფლებამოსილებანი
ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების გარდა ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში გამგეობების კომპეტენციაში შედის:
ა) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მიმდინარე პროცესების კოორდინაცია და ხელშეწყობა ძველი თბილისის ისტორიულ-კულტურული, საკურორტო-რეკრეაციული და ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალის განვითარების მიმართულებით;
ბ) ინფორმაციის მიღება როგორც ადმინისტრაციული ორგანოების, ისე იურიდიული პირებისაგან, ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებსა და წარმოებული სამუშაოების თაობაზე;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე პროცესების და ძეგლების მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგის წარმოება, მონიტორინგის ადეკვატური და ქმედითი სისტემის მეშვეობით;
დ) საქმიანობის წარმართვა მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირში, მათი ინიციატივების წახალისებით და მოსახლეობის ძველი თბილისის განვითარების პროცესებში ჩართვის გზით;
ე) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და ქმედითი ღონისძიებების განხორციელებით ფონდების მოძიება-კოორდინაციაზე ზრუნვა;
ვ) არსებული ღირშესანიშნაობების პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო წინადადებების მომზადება და მათი განხორციელება;
ზ) ამ დებულებით, გამგეობის დებულებებით და ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები“.
2.
გადაწყვეტილება ძალაში შედის 2013 წლის 1 მარტს.ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი