„ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12-53
სარეგისტრაციო კოდი
010270000.36.101.016071
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111128025, 30/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №12-53

2011 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებ ა „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის № 1-6 გადაწყვეტილებ ით (,,საქართველოს რესპუბლიკა“, 20.02.2007, №20, გვ. 9-13) დადგენილ „ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით ქ. თბილისის რაიონების საზღვრების აღწერის“ შესახებ დანართ ში:

ა ) ,,დიდუბე-ჩუღურეთის’’ რაიონის საზღვრის აღწერა ,,საზღვარი გლდანი-ნაძალადე ვ ის რაიონთან’’ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, საზღვარი გლდანი -ნაძალადევის რაიონთან

კონტურის უკიდურესი ჩრდილო -აღმოსავლეთ წერტილიდან საზღვარი უხვევს მარცხნივ და კონტურზევე მიემართება დასავლეთით 0,9 კმ -ზე , შემდეგ უხვევს სამხრეთ -დასავლეთით და 2,3კმ -ს მანძილზე კვლავ მიჰყვება მახათას მთის ზედა პლატოს კონტურს , შემდეგ უხვევს ჩრდილო -დასავლეთით , რეხის III ქუჩის გასწვრივ ხუდადოვის ქუჩამდე , მიუყვება ხუდადოვის ქუჩის ღერძს დასავლეთით და ხუდადოვის ქუჩის ღერძით კვეთს ცოტნე დადიანის ქუჩას გადასასვლელი ხიდის გასწვრივ , რომელიც მთლიანად მიკუთვნებულია დიდუბე -ჩუღურეთის რაიონს , უერთდება რკინიგზის ხაზის მარჯვენა (წერეთლის მხარე ) ნაპირს და მიუყვება მას ჩრდილოეთით , ტოვებს რა რკინიგზის ხაზს გლდანი -ნაძალადევის ტერიტორიაზე , თუმცა მთლიანად იტოვებს რაიონის ფარგლებში დიდუბის სადგურის სარკინიგზო ბაქანს , შემდგომ კვლავ უბრუნდება რკინიგზის ხაზის მარჯვენა ნაპირს და დიღმის ხიდიდან 0,5 კმ -ი ს მანძილზე საზღვარი გადადის მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ , უერთდება აღმა მიმავალ მტკვრის ღერძს და აგრძელებს მიმართულებას ჩრდილოეთით , გლდანი -დიღომის დამაკავშირებელ ხიდამდე , შუაზე კვეთს ხიდს ";

ბ) „გლდანი-ნაძალადევის“ რაიონის საზღვრის აღწერ ა „საზღვარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონთან“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, საზღვარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონთან

ა ქედან საზღვარი გადაკვეთს გლდანი-დიღმის ხიდს შუაზე, აგრძელებს საზღვარს მტკვრის კალაპოტის შუა ხაზის გასწვრივ და დიღმის ხიდამდე 0,5 კმ-ის მანძილზე, საზღვარი უხვევს მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, უერთდება რკინიგზის ხაზს, მთლიანად მოიცავს რა მას, მიუყვება რკინიგზის ხაზის მარჯვენა ნაპირს, თუმცა რაიონის გარეთ დატოვებს დიდუბის სადგურის სარკინიგზო მეურნეობას, შემდგომ კვლავ უბრუნდება რკინიგზის ხაზის მარჯვენა ნაპირს და გადასასვლელ ხიდთან, რომელიც მთლიანად მიკუთვნებულია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს, უხვევს მარცხნივ, შემდეგ გადასასვლელი ხიდის გასწვრივ კვეთს ცოტნე დადიანის ქუჩას, მიუყვება ხუდადოვის ქუჩის ღერძს და გრძელდება რეხის III ქუჩამდე. აქ საზღვარი უხვევს მარჯვნივ და მიყვება რეხის III ქუჩას მახათას მთის ზედა პლატოს წყალგამყოფ კონტურამდე, საზღვარი ამ კონტურზე ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მიუყვება პლატოს კონტურს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ წერტილამდე, უხვევს აღმოსავლეთით და 0,9 კმ-ის მანძილზე უერთდება ისანი-სამგორის რაიონის საზღვარს‘‘.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           ზ. სამადაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.11.2011.
როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 25.11.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო). დოკუმენტის ნომერი — №12-53. სარეგისტრაციო კოდი — 010270000.36.101.016071.
სად არის „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება „ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №12-53, 25.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 010270000.36.101.016071 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1516700/