„ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110330007, 07/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ ალაქ თბილისის მერი ს

ბრძანება №14

2011 წ ლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №22 ბრძანებით დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:          

ა) შეიცვალოს დებულების მე- 7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო“;

ბ) შეიცვალოს დებულების მე- 7 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აუდიტის და მონიტორინგის განყოფილება“;

გ) შეიცვალოს დებულების მე- 7 მუხლის მე- 4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო შედგება სამშენებლო საქმიანობის კონტროლის განყოფილებისა და სამართალდარღვევის საქმისწარმოების განყოფილებისგან.“;

დ) შეიცვალოს დებულების მე- 7 მუხლის მე- 5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციულ საქმეთა სამმართველო – ზედამხედველობას უწევს,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დარღვევებს, კერძოდ, უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობას, რეკონსტრუქციას ან დემონტაჟს. უზრუნველყოფს: დარღვევის გამოსწორებასა და დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გატარებას, მშენებლობის შეჩერებას ან/და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების მიღებას, ვარგისად აღიარების მიზნით წარმოდგენილი (ექსპლუატაციაში მისაღები) მშენებლობადამთავრებული ობიექტისა ან/და მისი სამშენებლო დოკუმენტის შემოწმებასა და მასზე შესაბამისი ცნობის მომზადებას. ცნობაში აღინიშნება ობიექტის შესაბამისობა მის საპროექტო-სანებართვო დოკუმენტაციასთან და გამოვლენილი დარღვევები. ცნობაში ასევე ფასდება ობიექტის საერთო მდგომარეობა, დარღვევების გათვალისწინებით. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, სამსახური გამოსცემს ბრძანებას ობიექტის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღება) ან ვარგისად აღიარებაზე (ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმა) უარის თქმის შესახებ. ს ამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, დამრღვევთა მიმართ უზრუნველყოფს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” გათვალისწინებული სანქციების გატარებას. კონტროლს უწევს ხმაურის, დასუფთავების , ინსოლაციის ნორმებისა და წესების დაცვას, სამშენებლო სამართალდაღვევის საქმისწარმოებას .“;

ე) შეიცვალოს დებულების მე- 7 მუხლის მე- 7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აუდიტის და მონიტორინგის განყოფილება ახორციელებს სამსახურის საქმიანობის შესწავლასა და ამზადებს რეკომენდაციებს მისი შემდგომი ეფექტური და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ასევე, კონტროლს უწევს ქალაქ თბილისის ტერიტორიის დაზიანებ ის ფაქტებს სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას და დამრღვევი პირების მიმართ ატარებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს.“

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე- მერი)                დ. ნინიძე