"ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ.თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის N3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110111, 11/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №9

2011 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”              ქ. თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის №3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.,,ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულებაში განხორციელდეს შემდეგი სახის დამატებები:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტები:

,,ზ) შეიმუშავებს და ახორციელებს რაიონში სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამებს;

თ) ხელს უწყობს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებას.’’.

ბ) მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“, ,,ჟ’’, ,,რ’’, ,,ს’’, ,,ტ’’, , ,უ’’, ,,ფ’’, ,,ქ’’, ,,ღ’’, ,,ყ’’, ,,შ’’ და ,,ჩ’’ ქვეპუნქტები:

,,პ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა;

ჟ) თანხმობის გაცემა ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად;

რ) თანხმობის გაცემა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად;

ს) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

 ტ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინსტიტუტის განვითარების მიზნით, ამხანაგობებისათვის კონსულტაციების გაწევა;

უ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადების განხილვა და შესაბამისი განკარგულების პროექტების მომზადება;

ფ) ამხანაგობებსა და გამგეობას შორის დასადები ხელშეკრულებების, სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;

ქ) არსებული ინფორმაციის ანალიზი და სტატისტიკური დამუშავების უზრუნველყოფა;

ღ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცესში კონსულტაციების გაწევა;

ყ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განაცხადების მიღება და მათი პირველადი შემოწმება;

შ) ავანსის სახით, ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის, მომსახურე ორგანიზაციასა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულებებისა და სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების მიღება და პირველადი შემოწმება.“;

გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

,,141. გამგეობის სტრუქტურა

გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) გამგეობის აპარატი;

ბ) სამხედრო სამსახური (განყოფილება);

გ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური (განყოფილება);

დ) სოციალურ საკითხთა სამსახური (განყოფილება);

ე) ინფრასტრუქტურისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების სამსახური (განყოფილება).’’.

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გ. უგულავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ.თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის N3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, ქ. თბილისის მერის ბრძანება "ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ.თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის N3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.01.2011.
როდის იქნა მიღებული "ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ.თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის N3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
"ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ.თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის N3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია). დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.52.101.016019.
სად არის "ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ.თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის N3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.01.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მერის ბრძანება "ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ.თბილისის მერის 2007 წლის 8 იანვრის N3 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე, №9, 06.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016019 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1173362/