"ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N4 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №7
2011 წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
,,ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №4 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:
ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტები:
,,ზ) შეიმუშავებს და ახორციელებს რაიონში სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამებს;
თ) ხელს უწყობს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებას.’’
ბ) მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ’’, ,,რ’’, ,,ს’’, ,,ტ’’, ,,უ’’, ,,ფ’’, ,,ქ’’, ,,ღ’’, ,,ყ’’, ,,შ’’, და ,,ჩ’’ ქვეპუნქტები:
,,ჟ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა;
რ) თანხმობის გაცემა ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად;
ს) თანხმობის გაცემა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად;
ტ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
უ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინსტიტუტის განვითარების მიზნით, ამხანაგობებისათვის კონსულტაციების გაწევა;
ფ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადების განხილვა და შესაბამისი განკარგულების პროექტების მომზადება;
ქ) ამხანაგობებსა და გამგეობას შორის დასადები ხელშეკრულებების, სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
ღ) არსებული ინფორმაციის ანალიზი და სტატისტიკური დამუშავების უზრუნველყოფა;
ყ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცესში კონსულტაციების გაწევა;
შ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განაცხადების მიღება და მათი პირველადი შემოწმება;
ჩ) ავანსის სახით, ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის, მომსახურე ორგანიზაციასა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულებებისა და სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების მიღება და პირველადი შემოწმება.’’
გ) ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი;
დ) მე-15 მუხლს დაემატო შემდეგი შინაარსის ,,ვ1’’ და ,,ვ2’’ ქვეპუნქტები:
,,ვ1) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;
ვ2) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილება;’’.
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
გ. უგულავა