"ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის N2 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016018
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110111, 11/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №8

2011 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

 ,,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”           ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 1. ,,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის №2 ბრძანებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტები:

,,ზ) შეიმუშავებს და ახორციელებს რაიონში სამოქალაქო მონაწილეობის პროგრამებს;

თ) ხელს უწყობს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებას.’’;

ბ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ’’, ,,რ’’, ,,ს’’, ,,ტ’’, ,,უ’’, ,,ფ’’, ,,ქ’’, ,,ღ’’, ,,ყ’’, ,,შ’’, და ,,ჩ’’ ქვეპუნქტები:

,,ჟ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა;

რ) თანხმობის გაცემა ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად;

ს) თანხმობის გაცემა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დასაფუძნებლად;

ტ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

 უ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინსტიტუტის განვითარების მიზნით, ამხანაგობებისათვის კონსულტაციების გაწევა;

ფ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადების განხილვა და შესაბამისი განკარგულებების პროექტების მომზადება;

ქ) ამხანაგობებსა და გამგეობას შორის დასადები ხელშეკრულებების, სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;

ღ) არსებული ინფორმაციის ანალიზი და სტატისტიკური დამუშავების უზრუნველყოფა;

ყ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცესში კონსულტაციების გაწევა;

შ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განაცხადების მიღება და მათი პირველადი შემოწმება;

ჩ) ავანსის სახით, ამხანაგობის წილის შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის, მომსახურე ორგანიზაციასა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულებებისა და სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტების მიღება და პირველადი შემოწმება.’’;

გ) ამოღებულ იქნეს მე-14 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი;

დ) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1’’ და ,,ვ2’’ ქვეპუნქტები:

,, ვ1) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;

2) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილება;’’.

 2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გ.უგულავა