1. თუ შესაძლებელია სხვა პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად სხვა პირს დაავალოს აღსრულება.

2. ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს აინაზღაურებს შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან.

საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2