მუხლი 164. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის შესრულების სავალდებულოობა
თავი XII — ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება
1. ყველა ვალდებულია შეასრულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) კანონიერი მოთხოვნა.
2. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აღსრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულებაზე, თუ ეს ეწინააღმდეგება მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას ან გამოიწვევს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნებას, რომლის დაცვის ვალდებულებაც მას კანონით აკისრია.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ბს-235(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
…შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 164-ე მუხლს და მიუთითებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24…
საქმე №ბს-74-268-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2003
…კომლს, რის გამო უნდა ფლობდეს 7500 მ2 მიწის ნაკვეთს. მიუღებლად იქნა მიჩნეული საკრებულოს წარმომადგენლის მოსაზრება კომისიის 03.07.01წ. აქტის უკანონობის შესახებ, ვინაიდან აქტის კანონიერება სადავო არ გამხდარა, სზაკ-ს მე- 5-ე, 164-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით უფებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად. სამტრედიის…
…მეთოდით დათვლილი საბითუმო რეალიზაციის ბრუნვა შეადგენს 763 861 ლარს. შესაბამისად, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და შედეგად, სსკ-ის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა. გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება…
…ვალდებული იყო ემსჯელა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე, ვინაიდან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად, ყველასთვის მათ შორის ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 164-ე მუხლზე და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №5050 ბრძანებით შესრულებული არ არის დავების…