მუხლი 163. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი
თავი XII — ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება
1. აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად.
2. აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
…რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აღასრულებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია განახორციელოს მისთვის კანონით…
…ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 162-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აღასრულებს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია განახორციელოს მისთვის კანონით…
…მიხედვით. დეკლარირებული ბრუნვები კი სრულად არ მოიცავდა შესაბამის პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული საქონლის ღირებულებას. შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. სსკ-ის 136-ე, 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. ასევე, გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში…
…არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი საბითუმო რეალიზაციის ბრუნვა შეადგენს 763 861 ლარს. შესაბამისად, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და შედეგად, სსკ-ის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა. გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ…