ბრძანება N 14496
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14496
30 ივნისი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2026 წლის 15 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 25 ივნისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 15 ივნისის №99952/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 20 მაისის №261-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტი დაეყრდნო მხოლოდ საბანკო ამონაწერებს და გადახდილი თანხა ავტომატურად მიიჩნია ანაზღაურებულად (ავანსად). მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 481-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ პირის მიერ გადახდილი ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგით დაბეგვრას, თუ ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა: განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება, რაოდენობა/მოცულობა და ღირებულება. მომჩივნის განმარტებით, შემოწმებას არ დაუდასტურებია ზემოხსენებული პირობების ერთობლივად არსებობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 -ე მუხლზე მითითებით, სადავო აქტების ბათილად ცნობას.
2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არამეწარმე ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხები ყოველთვის არ წარმოადგენს საგადასახადო აგენტის მიერ წყაროსთან დასაბეგრ განაცემს.
3.გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების 823 ლარით შემცირება და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დასაბეგრი ბაზის 34 371 ლარით გაზრდა გამოწვეულია პროგრამული და ტექნიკური შეცდომით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №2049 და 2026 წლის 11 მაისის №10491 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2026 წლის 4 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 13 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 20 მაისის №11209 ბრძანება და ამავე თარიღის №261-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 405 081 ლარი, მათ შორის, გადასახადი 228 058 ლარი, ჯარიმა 114 156 ლარი და საურავი 62 867 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „------“ (ს/ნ „------“) საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობა მოიცავდა ტენდერების ფარგლებში შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, თუმცა გარდა აღნიშნულისა ჰქონდა რამდენიმე კერძო შესრულება. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, სატენდერო დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები), საბანკო ამონაწერები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (კერძო დაკვეთებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები). აღნიშნულის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები დღგ-ის ნაწილში. შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „-------“ (ს/ნ„-------“) მიერ შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო დეკლარირება ხორციელდებოდა ხარვეზით, კერძოდ, რიგ შემთხვევებში შესრულებულ სამუშაოებზე საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია შეცდომით (მითითებულია არასწორი თანხა), წაშლილია ან არ არის გამოწერილი საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურები შესრულებულ სამუშაოებზე, შესაბამისი პერიოდის მიხედვით. დეკლარირებული ბრუნვები კი სრულად არ მოიცავდა შესაბამის პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული საქონლის ღირებულებას. შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში შპს „------“ (ს/ნ „------“) მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში განსაზღვრულ ჩასათვლელ თანხებთან მიმართებით. სხვაობის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებულია ჩათვლა იმ საქონლისა და მომსახურების შეძენაზე გამოწერილ საგადასახადო ელ. ანგარიშფაქტურებით, რომლის მიხედვითაც ჩათვლა უკვე ჰქონდა განხორციელებული წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის გადახდისას მიღებული შესაბამისი ავანსის საგადასახადო ელ. ანგარიშფაქტურებით. ასევე, რიგ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ჩათვლაში არ აქვს გათვალისწინებული კორექტირებული საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
შემოწმების მიერ შპს „-------“(ს/ნ „------“) საბანკო ამონაწერების შესწავლისას დგინდება, რომ რიგ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება თანხის გადარიცხვა არამეწარმე ფიზიკურ პირებზე. დანიშნულებაში მითითებულია „ხელფასი, მომსახურების ანაზღაურება, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება და სხვა“. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა (გაიზარდა) შესაბამისი პერიოდების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20, 79-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 25 ივნისს 11:00 საათზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. მომჩივანს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, სატენდერო დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო დეკლარირება ხორციელდებოდა ხარვეზით. კერძოდ, რიგ შემთხვევებში შესრულებულ სამუშაოებზე საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი იყო შეცდომით (მითითებული იყო არასწორი თანხა), იყო წაშლილი ან არ იყო გამოწერილი საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურები შესრულებულ სამუშაოებზე, შესაბამისი პერიოდის მიხედვით. ამას გარდა, დეკლარირებული ბრუნვები სრულად არ მოიცავდა შესაბამის პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული საქონლის ღირებულებას. შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალსგანეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული
ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, მომჩივანს უფიქსირდება თანხის გადარიცხვა არამეწარმე ფიზიკურ პირებზე. დანიშნულებაში მითითებულია „ხელფასი, მომსახურების ანაზღაურება, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება და სხვა“. შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა (გაიზარდა) შესაბამისი პერიოდების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 -ე მუხლზე მითითებით, სადავო აქტების ბათილად ცნობას.
2.გადამხდელი არ ეთანხმება არამეწარმე ფიზიკური პირებისთვის გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
3.გადამხდელი,სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.მომჩივანის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო მომსახურების გაწევა.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის ძირითადი საქმიანობას მოიცავდა ტენდერების ფარგლებში შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.მომჩივანს რიგ შემთხვევებში შესრულებულ სამუშაოებზე საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია შეცდომით,წაშლილია ან არ არის გამოწერილი საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურები შესრულებულ სამუშაოებზე, შესაბამისი პერიოდის მიხედვით. დეკლარირებული ბრუნვები კი სრულად არ მოიცავდა შესაბამის პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და მიწოდებული საქონლის ღირებულებას. შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. სსკ-ის 136-ე, 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
ასევე, გამოვლინდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში განსაზღვრულ ჩასათვლელ თანხებთან მიმართებით. სხვაობის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებულია ჩათვლა იმ საქონლისა და მომსახურების შეძენაზე გამოწერილ საგადასახადო ელ. ანგარიშფაქტურებით,რომლის მიხედვითაც ჩათვლა უკვე ჰქონდა განხორციელებული წინა საანგარიშო პერიოდებში ავანსის გადახდისას მიღებული შესაბამისი ავანსის საგადასახადო ელ. ანგარიშფაქტურებით. ასევე, რიგ შემთხვევებში გადამხდელს დღგ-ის ჩათვლაში არ აქვს გათვალისწინებული კორექტირებული საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად, სსკ-ის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
შემოწმების მიერ მომჩივანის საბანკო ამონაწერების შესწავლისას დგინდება, რომ რიგ შემთხვევებში გადამხდელს უფიქსირდება თანხის გადარიცხვა არამეწარმე ფიზიკურ პირებზე. დანიშნულებაში მითითებულია „ხელფასი, მომსახურების ანაზღაურება, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება და სხვა“. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.სსკ-ის მე-20, 79-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
101,154,163,164,269,270.